გამგებლის ინიციატივა და დახმარების მიღმა დარჩენილი სამაჩაბლოში დაღუპულის ოჯახი

საზოგადოება

გამგებლის ინიციატივა და დახმარების მიღმა დარჩენილი სამაჩაბლოში დაღუპულის ოჯახი

2015 ოქტ 2 00:42:26

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის გამგეობამ აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეებს ერთჯერადი დახმარება გაუწია. მანამდე კი, "2015 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ" 30 იანვრის #6 განკარგულებაში, საკრებულოს წევრთა თანხმობით, ცვლილება განახორციელა, რასაც საკრებულოს წევრთა მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი დახმარების სახით, 100-100 ლარი გადასცა აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს _ 300-300 ლარი. ცვლილების შესაბამისად, ამ სოციალური პროგრამის მიღმა დარჩა გიორგი ლომაძის ოჯახი, რომელიც სამაჩაბლოში 2004 წელს დაიღუპა.

სოფელ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე: "ლესაში სკოლა გიორგი ლომაძის სახელს ატარებს, მთელი სოფელი  ამაყობს ამ ბიჭით. ეს ოჯახი აქამდე სარგებლობდა ამ პროგრამით და ახლა უხერხული სიტუაცია იქმნება. არასწორად მიმაჩნია გიორგის ოჯახის სიიდან ამოღება".

სამაჩაბლოში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის ოჯახის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი ლომაძე დაიღუპა 2004 წელს და არა 2008-ში, მისი ოჯახი მხოლოდ ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებს და, შესაბამისად, მას დახმარება სხვა პროგრამით გაეწევა.

"ასეთი დაყოფა ძალიან გულსატკენია. ძალიან კარგად ვიცი, აფხაზეთში დაღუპული ლანჩხუთელი ვაჟა თოდუას ტრაგიკული ბედის შესახებ; ჩემ თვალწინ გაიზარდა შინდისში დაღუპული ემზარ წილოსანი. ძალიან მიჭირს ამ კონფლიქტების გახსენება, რადგან ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბევრი რამ. ომი ომია, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ომში იბრძოდა?! თუ ვეხმარებით, ყველას ერთნაირად უნდა დავეხმაროთ", _ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ.

როგორც გაირკვა, სოციალურ პროგრამაში ცვლილების ამ სახით გახორციელების მთავარი ინიციატორი უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე იყო.

"მე ვიყავი ინიციატორი, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300-300 ლარი გადაგვეცა და საკამათოს ვერაფერს ვხედავ. ისინი ჩვენი საამაყო გმირები არიან. სამმა ლანჩხუთელმა, სხვა მებრძოლებთან ერთად შეაჩერა კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯარი. ამაზე მსჯელობა იმ ადამიანების შეურაცხყოფად მიმაჩნია", _ თქვა ზაზა ურუშაძემ.

ამ საკითხზე მსჯელობა რომ უხერხულია, ამაზე მმართველი გუნდი და ოპოზიციაც ერთნაირად თანხმდება, თუმცა, ბევრს უხერხულობას ომში მონაწილეთა კატეგორიებად დაყოფაც უქმნის.

"კარგი იყო ამ საკითხზე მსჯელობა ადრე გამართულიყო. ამასთან დაკავშირებით, სამსხურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი ჩვენ ფრაქციის სხდომაზეც მოვიწვიეთ, თუმცა, არ მობრძანდა. რომ მოსულიყო რჩევას მაინც მივცემდით და სავარაუდოდ, ასეთი უხერხული სიტუაციაც აღარ შეიქმნებოდა. ახლა ისე გამოდის, თითქოს, ვინმე ამ სამი გმირის ოჯახის წინააღმდეგ მიდის, რაც ასე ნამდვილად არაა. არ შეიძლება ერთმანეთისგან განასხვავო აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეები, ან ის თუ ვინ რომელ წელს დაიღუპა ომში.  ეს ძალიან ცუდი მიდგომაა. დანაშაულია თუ ადამიანი სოხუმში დაიღუპა და არა 2008 წლის ომში?!", _ ამბობენ ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრები.

მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ სამომავლოდ, დიფერენციაცია აღარ უნდა მოხდეს და ყველას ერთნაირად უნდა დაეხმარონ, რადგან მსგავსი დაყოფა საზოგადოებაში  უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. 




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...