"არსებობს ეჭვი, რომ "რუსთავი 2–ის" წინააღმდეგ წარმოებული დავის მიზანი მისი საქმიანობის შეჩერებაა"

საზოგადოება

"არსებობს ეჭვი, რომ "რუსთავი 2–ის" წინააღმდეგ წარმოებული დავის მიზანი მისი საქმიანობის შეჩერებაა"

3 ოქტ. 2015, 01:57:52

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შემაშფოთებელს უწოდებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

  "უკიდურესად შემაშფოთებელია უკანასკნელი თვეების მანძილზე „რუსთავი 2-ის", ყველაზე რეიტინგული და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგად ტელეკომპანია საქმიანობის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს, მის ყველა შტოს, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სახელმწიფოში პლურალისტური მედიის არსებობა, რაც სამართლიანი არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

არსებობს საფუძვიანი ეჭვი, რომ "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ წარმოებული კერძო სამართლებრივი დავის ძირითადი მიზანი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება ან თუნდაც შეჩერებაა. აღნიშნული სათავეს იღებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისგან. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ნეგატიური დამოკიდებულება და უკმაყოფილება კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საქმიანობის მიმართ. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ გამოხატა დაინტერესება "რუსთავი 2-ის" მფლობელობის საკითხისადმი, გააკეთა რა განცხადებები მისი "კანონიერი" თუ "უკანონო" მესაკუთრეების შესახებ. შესაბამისად, იქმნება რეალური შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, "რუსთავი 2-ის" მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების შესახებ, ხსენებული დაინტერესების ლოგიკური გაგრძელებაა.    

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2015 წლის 30 სექტემბერს მიიღო განჩინება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი შპს "საქართველოს" წილების დაყადაღების შესახებ. საქმე ეხება იმ წილებს, რომლებსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის მხრივ, კომპანიის წილები "რუსთავი 2-ში" დაყადაღდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინების საფუძველზე. ამდენად, ამჟამინდელი მდგომარეობით, დაყადაღებულია შპს "საქართველოს" ყველა წილი - ისინი, რომლებიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან.

უნდა განიმარტოს, რომ ყადაღა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად,მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას[1].

ამავე კოდექსის თანახმად, ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება, შეიძლება დაედოს ქონებას, ფასიან ქაღალდებს თუ ფულად სახსრებს, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხა პირთან.[2]

2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა არა მოპასუხეს, არამედ მოპასუხის მფლობელ კომპანიას, რომელსაც კავშირი არ აქვს სასარჩელო მოთხოვნასთან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსის უგულებელყოფა. კერძოდ, დაყადაღებული ქონება არ იყო რა კავშირში მოპასუხე კომპანიასთან, მის გასხვისებას შეუძლებელია რაიმე საფრთხე შეექმნა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი შპს "საქართველოს" წილების დაყადაღების თაობაზე მიმართვა უკავშირდება ხსენებული კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებას,  იმ საკუთარი წილების გასხვისების შესახებ, რომელიც არ იყო დაყადაღებული იმჟამინდელი მდგომარეობით. ამ შინაარსის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრს მიმართეს 2015 წლის 29 სექტემბერს.  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „საქართველოს" კუთვნილ ქონებაზე დადებული გარიგება ითვალისწინებდა მეორე მხარის მიერ მხოლოდ რუსთავი 2-ის საწესდებო კაპიტალის ზრდას დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისთვის. ამგვარი მოცემულობით, აშკარაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყადაღა, მოსარჩელისა და სასამართლოს ხელში იქცა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების, ფინანსური რესურსების შეზღუდვისა და შედეგად, საქმიანობაში ხელშეშლის საშუალებად. მით უმეტეს, რომ ტელეკომპანიას არ გააჩნია ფინანსური ვალდებულებების აღების სამართლებრივი შესაძლებლობა. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების განცხადებით, შემოსავლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაც ითვალისწინებდა ტელეკომპანია „საქართველოს" წილების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინების შემდეგ კი, აღნიშნული შესაძლებლობაც აღარ არსებობს.

იმავდროულად, ეჭვს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრისათვის 2015 წლის 29 სექტემბერს მიმართვის საფუძველზე, 2015 წლის 30 სექტემბერს უკვე იქნა მიღებული განჩინება, ხსენებული ხელშეკრულების საგნის - ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღების შესახებ.

გარდა ამისა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის", ანუ მოპასუხის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა პრეტენზია მოსარჩელის განცხადების განმხილველი მოსამართლის მიმართ. როგორც 2015 წლის 6 აგვისტოს, ისე 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებები ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების შესახებ, მიღებული იქნა ხსენებული მოსამართლის მიერ.

ზემოხსენებულის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებას პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან არ მიწოდებია დამაჯერებელი არგუმენტები თუ განმარტებები, რომელიც არსებულ ეჭვებს გააქარწყლებდა.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობის მეშვეობითაა შესაძლებელია ყველა შეხედულება და პოლიტიკური პერსპექტივები იქნეს გაჟღერებული. ხოლო დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების უპირობო საფუძველს, კანონის უზენაესობასთან ერთად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის არსებობა წარმოადგენს."




 ახალი ამბები
  • ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“ პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.    საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა. და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ). როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად? თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია. _რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში. _პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი. კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან. _პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით. ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს. საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ. _ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ. პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ ... ...
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?