პოლიტიკოსების სიმართლე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა

საზოგადოება

პოლიტიკოსების სიმართლე - FactCheck.ge-ს მიმოხილვა

12 ოქტ. 2015, 14:09:36

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. პრემიერის თქმით, მთავრობაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ განათლების ბიუჯეტი 50%-ზე მეტით გაიზარდა. ასევე გაიზარდა პედაგოგების ხელფასები.

განათლების სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 840.8 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2012 წლის მონაცემებს 31%-ით აღემატება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 55.6%-ით არის გაზრდილი. აქვე უნდა ითქვას, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და ამ მხრივ 2015 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. ბიუჯეტის მატება ეტაპობრივად ხდებოდა და ცხადია, სამი წლის განმავლობაში გაზრდილი ბიუჯეტი ჯამურად სამი წლის წინანდელ მაჩვენებელს აღემატება. რაც შეეხება ხელფასებს, 2015 წლის 14 სექტემბრიდან ახალი სქემის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელფასი ორ ეტაპად, ჯამში 34%-ით გაიზრდება. პირველ ეტაპზე პედაგოგთა საბაზო ანაზღაურება 16%-ით (50 ლარით) გაიზარდა. ზრდა შეეხო მასწავლებელთა კატეგორიის დანამატსაც.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადება სიმართლე.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებაც გადაამოწმა. სოფრომაძის თქმით, სამინისტროს ჯანდაცვაზე გამოყოფილ თანხებს ძალიან ეკონომიურად იყენებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2013-2014 წლებში საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრები 88 მლნ ლარიდან 470 მლნ ლარამდე გაიზარდა. დაფინანსების არსებული სქემით, პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიები პროგრამიდან გამოთიშულნი არიან. მსგავსი ქმედებით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო კერძო სადაზღვევო ბაზრის კონკურენტად გვევლინება, ის ასევე სრულად იღებს დაზღვევასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს. მსგავსი პრაქტიკა ხარჯების მართვის ეფექტურ მექანიზმად ვერ ჩაითვლება.

საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის 2%-ს შეადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ხარჯები უფრო მაღალია და მშპ-ის 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მაღალ ხარჯებს ეკონომიკაში ჯანდაცვის მაღალი წილი, ჯანდაცვის სერვისების ფასები, ხარისხი და ამ ქვეყნების მაღალი ფინანსური შესაძებლობები განაპირობებს. ასევე, პროგრამის ეფექტურობის შეფასებისას მთავარი არა ხარჯების ეკონომიური, არამედ ეფექტიანი ხარჯვაა, რაც ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ზრდას გულისხმობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა სოფრომაძის ნახევრად სიმართლე.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი გიგა ბუკიას განცხადებას ეხებოდა. ბუკიამ განაცხადა, რომ ყურძენზე დაბალი ფასი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული. მსოფლიო კრიზისის დასტურად მან ნავთობზე შემცირებული ფასი მოიყვანა. მისი თქმით, 2 წლის წინ ბარელი ნავთობი 120 დოლარი ღირდა და წელს ფასი 45 დოლარამდე ჩამოვიდა, ფასმა 220%-ით დაიკლო.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მაშინ გვაქვს, როდესაც მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა (განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები) სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე არიან, მცირდება ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და იზრდება უმუშევრობა. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, უმეტესი ქვეყნებისთვის 2015 წელი 2014 წელზე უკეთესი იქნება. მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები აქვს (მაგ. რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. მსოფლიოში ყოველ წელს მოიძებნება ქვეყნები, სადაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია.

ნავთობის მსოფლიო ფასი 53%-ით და არა 220%-ით შემცირდა. 220%-ით შემცირება შეუძლებელია. ნავთობის ფასის შემცირებას სხვადასხვა ობიექტური მიზეზი ჰქონდა და ის მსოფლიოში პროდუქციის წარმოების შემცირების და აქედან გამომდინარე ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო არ შემცირებულა, როგორც ეს 2009 წელს მოხდა.

შესაბამისად, გიგა ბუკიას განცხადება მცდარად შეფასდა.

ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებაც გადაამოწმა. მისი თქმით, დღეს, როცა რუსეთის ბაზარი ღიაა, ყურძენი ღირს უფრო ნაკლები, ვიდრე 2012 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი დახურული იყო.

2012 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურული იყო, ყურძენი (წითელიც და შავიც) მართლაც 1 ლარი ღირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გადამუშავებულ ყურძენში სახელმწიფო საწარმოების წილი საკმაოდ მაღალი – 65% იყო და ალბათ იგივე განმეორდება წელსაც. 2015 წელს, რუსეთის ბაზრის პირობებში, თეთრი ყურძენი 60 თეთრი და შავი კი – 85 თეთრი ღირს. 2012 წელთან შედარებით თეთრი ყურძნის ფასი 40%-ით, შავის კი 15%-ით არის შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადება სიმართლე.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების სიზუსტეც გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ ლარი გამოიყო, დაკმაყოფილებულია 153 ოჯახი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კუთხით გარკვეული სამუშაოების გაწევაზე მედიაში არსებული ინფორმაციაც მეტყველებს. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით გასულ წელს კომისია შეიქმნა, რომელიც ეკომიგრანტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობს. კანონპროექტის მომზადებასა და მიღებამდე კი, ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭების გარემოებები მინისტრის 779-ე ბრძანებით რეგულირდება.

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ წელს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ ლარი გამოიყო. ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 153 ოჯახი და წლის ბოლომდე კიდევ 50 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. მთავრობის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ადასტურებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ანგარიშიც. ასევე, ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია დევნილთა სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსმაც დაადასტურა.

შესაბამისად, მთავრობის ანგარიშში მოყვანილი ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...