ნოზაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს

საზოგადოება

ნოზაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს

7 მარ. 2012, 21:58:54
"გურიის გუბერნატორზე, ოზურგეთის რაიონულ პროკურორზე და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე" ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ნოზაძე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. თუმცა, ამ "აღიარების" შემდეგ ის "გურია ნიუსის" კითხვებს აღარ პასუხობს. სავარაუდოდ, "გულახდილობის" შემდეგ, მას აუკრძალეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

"გურია ნიუსმა" ნიკოლოზ ნოზაძეს იმ შეკითხვებით მიმართა, რაც გურიის მოსახლეობას აინტერესებს, თუმცა, მან პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს ის შემთხვევაა, როცა კითხვებს გაურბიან, რადგან არ იციან, რა უპასუხონ. მკითხველს კი გვინდა იმ ინტერვიუს ნაწილი გავახსენოთ, სადაც ნოზაძე მაღალჩინოსნებზე საუბრობს: _ გუბერნატორი აკონტროლებს ასი პროცენტით ყველაფერს. მის გარეშე არაფერი არ ხდება. ანგარიშს ვაბარებთ თათბირზე, რომელიც თვეში ერთხელ ტარდება. ჩვეულებისამებრ, რომელსაც პოლიციის სამმართველოს, უშიშროებისა და სხვა სამმართველოების უფროსები ესწრებიან.

_ პროკურორიც ესწრება?

_ კი, ყველა. ანგარიშს აბარებს გუბერნატორს.

_ და როგორ აკონტროლებს თქვენს საქმიანობას გუბერნატორი?

_ შეთანხმებით, ოფიციალური წერილების საფუძველზე. მაგალითად, გუბერნატორმა დამავალა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი, უკანონოდ მოჭრილი დიდი რაოდენობის ხე-ტყე აგვეწერა. აღნიშნული ხე-ტყე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ალბათ, შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ, _ ეს კომენტარი ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა ნოზაძემ ჩვენს გაზეთთან საუბარში.

"გურია ნიუსმა" ნიკოლოზ ნოზაძეს რამდენიმე კითხვით ისევ მიმართა, თუმცა მან არც კი მოგვისმინა, ისე გადაგვამისამართა პრესცენტრთან.

_ ჩვენ გვყავს პრესცენტრი და მიმართეთ იმას. თუ რაიმე გაინტერესებთ პრესცენტრს უნდა დაუკავშირდეთ.

_ კონკრეტულად ვისგან გაქვთ ეს მითითება?

_ ხელმძღვანელობისგან გვაქვს მითითება, ბრძანების საფუძველზე.

_ თუ შეიძლება, გვაჩვენეთ ბრძანება.

_ არ გვაქვს.

_ მაშინ მითხარით, რა ნომერი ბრძანების საფუძველზე არ პასუხობთ კითხვებს?

_ არ ვიცი. ეხლავე დავრეკავ და გეტყვით, ვის დაუკავშირდეთ. მე გამაფრთხილეს, რომ არანაირი კონტაქტი ჟურნალისტებთანო. აი, თქვენ მითხარით, თქვენ რომ დაგავალებთ ხელმძღვანელობა, იმას ხომ აკეთებთ? დარწმუნებული ვარ, პირნათლად შეასრულებთ ხელმძღვანელობის დავალებებს. მეც ვცდილობ, რომ პირნათლად შევასრულო ჩემი ხელმძღვანელობის დავალება.

_ ვინ არის თქვენი ხელმღვანელი?

_ არ იცით ვინ არის ჩვენი ხელმძღვანელი? ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი.

_ და მან აგიკრძალათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა?

_ არა, მან კი არ ამიკრძალა, ისე მითხრეს. აკრძალვით არა, უბრალოდ, პრესცენტრს დაუკავშირდითო.

_ თქვენ ვერ გამცემთ კითხვებზე პასუხს?

_ განა ვერ გაგცემთ პასუხს, კი, ვიცი, როგორ არა, მაგრამ ასეთი მითითება მაქვს და რა ვქნა? მე არ ვიცი, რა საკითხზე ხართ. იქნებ არ ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური და ვერ გიპასუხებთ.

_ ამბობთ, რომ თქვენს უფროსს არ უთქვამს თქვენთვის, ჟურნალისტებს არ შეხვდეთო, თუ შეიძლება დამისახელეთ კონკრეტულად ვინ აგიკრძალათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა?

_ ისე მითხრეს.

_ მე მოვედი იმ კითხვებით, რაც მოსახლეობას აინტერესებს და გურიას ეხება.

_ კი ბატონო მაგრამ რა ვქნა? მე ვერ მიგიღებთ უკითხავად.

რაკი ბატონ ნიკოლოზს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აკრძალული აქვს, მკითხველს ვთავაზობთ იმ კითხვებს, რომლებიც ნიკოლოზ ნოზაძესთან გვქონდა და რომლებზე პასუხებიც მეტად საინტერესო იქნებოდა მოსახლეობისთვის:

_ ზამთარი მიიწურა და როგორია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის შეფასება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის თაობაზე?

_ მოსახლეობის რა რაოდენობა დაკმაყოფილდა შეშით და რა რაოდენობის თანხა შემოვიდა ბიუჯეტში?

_ რამდენად აკონტროლებს აღნიშნული სამსახური კერძო პირთა მიერ შეშის გაყიდვას, გზებსა და გზაჯვარედინზე?

_ გამოყენებული იქნა თუ არა მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად ყოფილი საკოლმეურნეობათაშორისო ტყეები, გახორციელდა თუ არა საკოლმეურნეო ტყეების გადმოცემა, დაფიქსირდა თუ არა საჯარო რეესტრში საკოლმეურნეო ტყის ფონდის მიწები და რამდენი შეშა იქნა მოჭრილი მოსახლეობისთვის?

_ საჯარო სკოლები რამდენად იქნა დაკმაყოფილებული საშეშე მერქნით და რა ოდენობის ხე-ტყე იქნა გამოყოფილი?

_ როგორ ხდება გამოყოფილ ტყე-კაფებში ხე-ტყის დამზადება და ვინ აკონტროლებს ტყის რესურსების გამოყენებისას უსაფრთხოების წესებს?

_ გახორციელდა თუ არა გურიაში უკანონო ჭრები და რა სანქციები გატარდა უკანონო ჭრების აღსაკვეთად?

_ როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში და დაბებში ქარსაფარი ზოლები გაიჩეხა. თუ ახორციელებს სამსახური ამ ზოლებში ჭრებთან დაკავშირებულ რაიმე ღონისძიებებს?

_ როგორც ვიცით, მუნიციპალიტეტის გამგეობა პრეტენზიას აცხადებს ქარსაფარი ზოლების საკუთრებაზე. როგორ და რა წესით ხდება მათი გამოყენება? რამდენად არის ჩართული სააგენტო ამ პროცესებში?

_ ქარსაფარ ზოლთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სახერხი საამქროები, რადგან ძირითადი ნედლეული მათთვის წიწვოვანი ხეები იყო. ამ მიმართებაში თქვენმა სამსახურმა აღმოაჩინა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტები და რამდენი სახერხი დაჯარიმდა, რამდენს შეუჩერდა ლიცენზია, რამდენს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე?

_ რამდენად არის ჩართული აღნიშნული სამსახური ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებულ ჭრებთან?

_ აქვს თუ არა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილება, რომ აკონტროლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გაცემული ცნობის კანონიერება?




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?