რა ღონისძიებები იგეგმება მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2015-სთვის

საზოგადოება

რა ღონისძიებები იგეგმება მცხეთობა-სვეტიცხოვლობა 2015-სთვის

13 ოქტ. 2015, 23:41:35

ხვალ, 14 ოქტომბერს, საქართველოში, მცხეთობა-სვეტიცხოვლობა და კვართის დღესასწაული აღინიშნება. ასევე, მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენების დღეცაა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს, მცხეთობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო და ეს თარიღი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.

ხვალ, მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აღავლენს, რომელიც დილის 10:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, მცხეთის მერია მცხეთელებს და ქალაქში ჩასულ სტუმრებს საზეიმო განწყობას დილიდანვე შეუქმნის. საზეიმო ღონისძიებები დილის 10:00  საათიდან დაიწყება და გვიანობამდე გასტანს.

მცხეთობაზე  მისულ სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ-სანახაობითი  ღონისძიებების ნახვა. ასევე, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, მცხეთაში საღამოს 20:00 საათზე  დაგეგმილია გალა-კონცერტი ნინო სუბლატის, ბენდი "THE Mins" და "The Light Room"-ის მონაწილეობით.

როგორც "გურია ნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს,  მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-მცხეთის მიმართულებით უფასო საქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებს არც გასულ წლებში ემსახურებოდათ და, შესაბამისად, არც წელს დაინიშნება.

"გურია ნიუსი"  აქვე გთავაზობთ სვეტიცხოვლობა-მცხეთობისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამას:

10:00 – 14:00  საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

 ქ.მცხეთის ცენტრალური მოედანი- დ. აღმაშენებლის ქუჩა

1.10:00-18:00  ხალხური რეწვის და სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-  გაყიდვა                          

   11:30  "სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2015"-ს საზეიმო გახსნა

2. 10:00-18:00  საბავშვო გასართობი, სხვადასხვა სახის ატრაქციონები

3. 10:00-18:00   საშემოდგომო, სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვა

სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები :

4. 12:00-16:00 ქართული ჭიდაობა, სპორტული ნარდი; მინი-ფეხბურთი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ქუჩის კალათბურთი (სპორტული შოუ)და სხვა. (გამარჯვებულთა დაჯილდოება პრიზებით, დიპლომებით, სიგელებით).

კულტურული ღონისძიებები

12:00-16:00  ადგილობრივი, ქ. თბილისის და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული ანსამბლები

16:00-20:00  გალა-კონცერტი

18:00-20:00 ნინა სუბლატი, ბენდი "THE Mins" და "The Light Room".

20:00 საზეიმო "ფოიერვერკი"




 ახალი ამბები
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?