მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში

gurianews.com

საზოგადოება

მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში

2015 ოქტ 19 20:49:58

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, იგი დებატებში იწვევს "რუსთავი 2"-ის რეალურ პატრონს, მიხეილ სააკაშვილს".

როგორც ხალვაში აცხადებს, სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის წართმევა-ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებით გააჩნია.

"კერძო საკუთრების სამართლიანად, სასამართლოს გზით დაბრუნების საქმეში ჩემი ბრძოლის დასაწყისშივე, დავაში "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, რომელიც გამუდმებით აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვის შესახებ. მინდა ყველას გასაგონად და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის გასაგონად განვაცხადო, რომ მის გეგმას განხორციელება არ უწერია.

უკვე დღესავით ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს: "რუსთავი 2"–ის რეალური მეპატრონე, ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გეგმავს "რუსთავი 2"-ის დახურვას დ ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას "ნაციონალური მოძრაობისთვის".

სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რეალურად სიტყვის თავისუფლება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა მათთვის რომ ცარიელი სიტყვებია, ეს ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის.
ვაცხადებ ღიად და საჯაროდ – მიშა სააკაშვილს "რუსთავი 2"–ს არ დავახურინებ!

ყველა კანონიერ გზას მივმართავ და სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვებისთანავე ვუზრუნველყოფ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის განუხრელი დაცვით!
აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიე "რუსთავი 2"–ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები.

როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად და "რუსთავი 2"–ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი.
მე დღის წესრიგიდან ვხსნი ყარამანაშვილებთან ტელე–დებატების საკითხს. მათ, ცხადია, არჩიეს არ გამოჩენილიყვნენ.
სასაუბროდ ვიწვევ "რუსთავი 2"–ის რეალურ პატრონს, მიშა სააკაშვილს.

მიშა სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"–ის წართმევა–ჩამორთმევის პერმანენტულ პროცესთან დაკავშირებით მის მიმართ გააჩნია.

ამ თემასთან დაკავშირებით მისი დუმილი მხოლოდ იმის დასტურია, რომ სათქმელი არაფერი აქვს. და თუ აქვს, კეთილი ინებოს და ჩემთან, მის მიერ ყოვლად უსამართლოდ დატერორებულ ადამიანთან, დაჯდეს პირდაპირ ეთერში.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – მიშას "რუსთავი 2"–ს არ დავახურინებ!

დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან სიმართლე ერთია და ის ჩვენს მხარესაა. სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვების და "რუსთავი 2"–ის დაბრუნების შემდეგ კი ეს ტელეკომპანია მართლაც გახდება თავისუფალი პარტიული ზეგავლენისგან და დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების მსახურებას. ამუშავდება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური საქმიანობის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას", _ აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს.


ნახვა: 45


 ახალი ამბები
  • ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდა, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები. მერაბ ჭანუყვაძე: „სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს. კერძოდ, ტყის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. გურიაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 15 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლაც. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“. ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. ... ...
  • “დაბრძანდით, ერთი დაბრძანდით“ - საკრებულო სხდომა ხმაურით დაიწყო“დამნაშავეები სხედხართ ახლა საკრებულოს დარბაზში და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებთ“, _ თქვა საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე. “ნაცმოძრაობის“ წევრები დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ “ქართული ოცნებისგან“, რასაც მცირეხნიანი კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. ამავე თემაზე: "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სხდომაზე კითხვა დასვა _ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატ ბესო ქათამაძის სცემის ფაქტზე "ქართული ოცნება"? ასევე, დაინტერესდა, სად იმყოფებოდა საკრებულოს თამჯდომარე. "ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", _ თქვა მჟავანაძემ. "ბატონი დავით დარჩია იმყოფება თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე და ამის გამო არ ესწრება სხდომას", _თქვა დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მცირე კამათის შემდეგ  "ნაცმოძრაობის წევრებმა" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... ...
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...
  • ,,არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ, უარგუმენტოდ“_მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ამასთან, მარგველაშვილმა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ,,საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ,  უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭრასთან მიმართებით, როდესაც პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე“,_განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...