„ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ“

საზოგადოება

„ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ“

2015 ოქტ 19 23:46:08

ვაზიანის დასახლების 1600-ზე მეტი ოჯახი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. დასახლების ტერიტორია, სადაც როგორც ეკომიგრანტები, ასევე ლტოლვილები და უსახლკაროები ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე წელია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელად ისინი მდინარის წყალს იყენებენ, რომლის სათავეც, სოფლის ზემოთ, მუხროვანის ტერიტორიაზეა. წლის სათავე და სოფლამდე გაყვანილი მილები საშინლად დაბინძურებულია, რის გამოც, მოსახლეობამდე ფოთლებითა და სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურებული წყალი მიდის.

იმის გამო, რომ ადგილობრივების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბია, სასმელი წყლის ყიდვას ვერ ახერხებს და დაბინძურებული წყლის მოხმარება უწევთ. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, უკვე შედგენილია პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ, კიდევ 4 სოფლის წყალმომარაგების პრობლემას გადაჭრის, თუმცა, როდის დაიწყება მისი განხორციელება, ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია.

"გურია ნიუსი" ვაზიანის მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად საზოგადოებრივი მოძრაობა“ ქართული მისიის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, სასმელი წყალი ტერიტორიაზე საერთოდ არ მოდის, რადგან ვაზიანის ტერიტორია ნავთობით არის დაბინძურებული.

"რამდენჯერმე ვცადეთ სხვადასხვა ადგილზე ჭები გაგვეჭრა, თუმცა, არცერთგან სასმელად ვარგისი წყალი არ ამოვიდა. უკვე რამდენიმე წელია მდინარის წყალს ვიყნებთ. ხშირად წყალს ვერ ვყიდულობთ და სასმელადაც გამოგიყენებია, მაგრამ საშინლად დაბინძურებული მოდის, ხანდახან ჭიები, ხის ტოტოები და ფოთლები მოყვება", _ ამბობენ ადგილობრივები.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წინასაარჩევნო დაპირებად უკვე ორი ათეული წელია რჩება.

"არჩევნების წინ გვპირდებოდნენ წყალი ორ თვეში მოვაო, მის მერე რამდენმა არჩევნებმა ჩაიარა და მაინც იგივე მდგომარეობაში ვართ. მიჩვეულები ვართ, პირობა პირობად რჩება და არაფერი კეთდება. ეს არის მიტოვებული სოფელი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. წყალი არა მარტო მოსახლეობას, ბაღს და  სკოლასაც არ მიეწოდება", _ აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ვაზიანის დასახლებას, სადაც ძირითადად ლტოლვილები ცხოვრობენ, დაახლოებით, 6 წლის წინ სასმელი წყლის თითო წერტილი კორპუსების წინ დაუმონტაჟეს. ასეთი ტერიტორიაზე 11 წერტილია, საიდანაც მოსახლეობამ კორპუსებში წყალი თავიანთი ხარჯებით შეიყვანა, თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდი რაოდენობაა, სასმელი წყალი საკმარისი მაინც არ არის.

ე.წ. აჭარლების დასახლების (ტერიტორიაზე აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ავტ.) მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ვაზიანის დასახელაბში, ლტოლვილების კორპუსებს წყალი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეუყვანა.

ადგილობრივები გამოსავალს ქონების ლეგალიზაციაში ხედავენ, რის შემდეგაც იმედოვნებენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა მათაც მოუგვარდებათ.

"თუ არ დაგვიკანონეს ეს ტერიტორია, ვერაფერს ვერ შემოიყვანენ. ლტოლვილების დასახლებას წყალი იმიტომ შეუყვანეს, რომ ლტოლვილები არიან. ჩვენი მდგომარეობა კი არავის აინტერესებს. იმათ პრობლემებს მეტი ყურადღება ექცევა", _ აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

სოფელ ვაზიანის წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე, სულიკო ფურცელაძე  "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ ვაზიანი მარტყოფს არ გამოეყოფა, ადგილობრივების პრობლემა ვერ გადაიჭრება.

"წინასაარჩევნოდ ზურაბ მელიქიშვილი დაგვპირდა, სასმელი წყლის პრობლემას მოგიგვარებთო. დეპუტატად რომ დამჯდარიყო, მოგვარდებოდა ეს პრობლემა.  მაშინ თანხებიც ჩაიდო, გვპირდებოდნენ კიდეც, რომ მოაგვარებდნენ, თუმცა გეოლოგიური დასკვნებიც არ დაუდიათ, მის მერე ყურადღებას არავინ გვაქცევს. ტერიტორიაზე მლაშე წყალი მოდის, ისიც სამ დღეში ერთხელ და მთელ მოსახლეობას არც ყოფნის. სულ სოფელ ვაზიანში 65 ოჯახია.  გარდა ამისა, წყალი არ მიეწოდება აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების 106 ოჯახს. ასევე, ე.წ. გარადოკის დასახლებას. პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, სანამ ეს ტერიტორია რაიონს არ გადმოეცემა. ახლა ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს, ნაწილი თავდაცვის სამინისტროს, ნაწილი კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის. გარდა ამისა, ვაზიანი მარტყოფიდან ცალკე ერთეულად უნდა გამოიყოს. უკვე 5 000 კომლს აღემატება მთლიანი ვაზიანი. საზღვრები უნდა დადგინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება", _ ამბობს ფურცელაძე.

მატრყოფის ტერიტორიულ ორგანოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით კარგარეთელის განცხადებით, წყლის პრობლემა დგას როგორც ვაზიანში, ასევე ახალსოფელში, სააკაძეში, მარტყოფსა და ნორიოშიც.

"ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წელია სასმელი წყალი ძალიან ჭირს. თუმცა, პროექტი შედგენილია, რომლის მიხედვითაც, ხუთ სოფელს -  ახალსოფელს, მარტყოფს, ნორიოს, სააკაძეს და ვაზიანს, გაფილტრული სასმელი წყალი უნდა მიეწოდოს. ამჟამად, უწყლოდ არის 2500 ოჯახი სოფელ მარტყოფში, 125 კომლი - სააკაძეში, 1600 კომლი კი, მთლიან ვაზიანში.

სავარაუდოდ, როგორც ჩვენ ვიცით, ეს პროექტი მთავრობაშიც არის გადაგზავნილი და 2016 წელს ველოდებით პროექტის განხორციელებას.

აჭარლების დასახლება იღებს წყალს, მაგრამ საკმარისი არ არის მთლიანი დასახლებისთვის და ამასთანავე, დასალევად მაინცდამაინც არცთუ ისე ვარგისიანის ეს წყალი.

ამიტომ,  გარდაბანმა შეადგენინა პროექტი და წყლის შეყვანა მდინარე იორიდან იგეგმება ამ ხუთ სოფელში. მთელი 2015 წელი ამ სოფლებთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ძალიან ბევრი ვეცადეთ მთის წყაროებიც ვეძებეთ და მუნიციპალიტეტიც მზად იყო ნებისმიერი გზით შემოგვეყვანა წყალი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ", _ აცხადებს კარგარეთელი და დასძენს, რომ საუბარია, დაახლოებით, 4 500 000-ლარიან პროექტზე.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...