რას ეძებდნენ ინსპექტორები ჩოხატაურში?

საზოგადოება

რას ეძებდნენ ინსპექტორები ჩოხატაურში?

2010 დეკ 15 18:05:50
გურიის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გასულ კვირაში  მეწარმეებს სალარო აპარატებს უმოწმებდნენ. პროცედურის არსი იმაში გამოიხატება, რომ ოზურგეთიდან ჩასულმა ინსპექტორებმა მეწარმეებს აუდიტორ თემურ ტყეშელიაძის სამუშაო კაბინეტში სალარო აპარატების მიტანა მოსთხოვეს, თუმცა რისთვის,  მეწარმეებისთვის არ უთქვამთ. საგადასახადო სამსახურის ინსპექტორებმა ახსნა-განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს _ ისინი მეწარმეების შეკითხვებს არ პასუხობდნენ.
"მათ შესაბამისი შემოწმების აქტიც არ შეუდგენიათ, არც შემოწმების უფლების მიმნიჭებელი არანაირი საბუთი წარმოუდგენიათ", _ გვითხრეს მეწარმეებმა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ინსპექტორების ამ ქმედებამ მათ საქმიანობას საფრთხე შეუქმნას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ინსპექტორებმა სალარო აპარატებზე დროის ჩვენება შეცვალეს, რათა ქვითარზე დაფიქსირებული და რეალური დრო ერთმანეთს არ დაემთხვეს. ამ მოტივით კი შესაძლებელი გახდება, მეწარმეები კანონდარღვევისთვის დააჯარიმონ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე საგადასახადო ინსპექციის ამ ქმედებას უკანონოს უწოდებს.
მისი თქმით,  _ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების ჩატარების საფუძვლების შესახებ, დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მიიღოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების დედნები ან დამოწმებული ასლები, საგადასახადო მოთხოვნა; აგრეთვე, ქმედებათა გახორციელებისას, მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოკითხული მცირე მეწარმეები ჩვენთან საუბარში იხსენებენ, რომ მათთან საგადასახადო ინსპექტორები დაახლოებით, სამი თვის წინ იყვნენ და მხოლოდ ის შეამოწმეს, ჰქონდათ თუ არა სალარო აპარატი. მათივე თქმით, სამუშაო დღის სრულ ქვითარს ძალიან იშვიათად ითხოვენ. რაც შეეხება იმას, რომ ინსპექტორები ასე მყარად დამსხდარიყვნენ და რაიმე სამუშაო ეწარმოებინათ, მსგავს შემთხვევას გამოკითხული მეწარმეები ვერ იხსენებენ.
"რა უფლება აქვთ, ჩვენს აპარატთან იმუშაონ?", _ გვითხრა ერთ-ერთი მინი-მარკეტის მეპატრონემ.
პოლიტიკური პარტიის "ეროვნული ფორუმის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ შინაარსობრივად, საგადასახადო სამსახურის საქმიანობა ბიზნეს-ტერორის ხასიათს ატარებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა, საგადასახადო ინსპექცია, საფინანსო პოლიცია, შესაბამისი საგამოძიებო სტრუქტურები, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენენ. ამიტომ ყველაფერი, რაც ამ სფეროში ხდება, ერთ ვერტიკალზეა აწყობილი, რომელიც თავის მხრივ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ექვემდებარება:
_ ამ ორგანოების საქმიანობა შინაარსობრივადაც ატარებს ბიზნეს-ტერორის ხასიათს. ამჟამად შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, ისინი არ ერიდებიან არანაირ ძალისმიერ მეთოდს თანხების მობილიზების მიზნით. მიუხედავად, სააკაშვილის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ადმინისტრირების შერბილებისა, საფინანსო და საგადასახადო კონტროლის სამსახურები კვლავ ჩვეული მეთოდებით საქმიანობენ, ირღვევა მეწარმეთა უფლებები და თუკი ვინმე გაბედავს და გააპროტესტებს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებს, მთელი ეს სისტემა მას უპირისპირდება. ხშირ შემთხვევაში საქმე მეწარმეთა დაპატიმრებამდეც მიდის, _ ამბობს გოგიბერიძე.
მისივე თქმით, აქ საუბარია არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე: _ მთელი ამ სიტუაციის ტრაგიზმი სწორედ იმაშია, რომ მცირე მეწარმეები, რომლებიც ყოველდღიურ საარსებო საშუალებას საცალო ვაჭრობით შოულობენ და ერთგვარ დასაქმებულებად იწოდებიან, ეს საშუალებაც ესპობათ და უკვე მასიურად უერთდებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ისედაც უსაზღვროდ დიდ რიგებს.
"გურია ნიუსი" რამდენიმე დღეა, გურიის საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის ანტონ ბარამიძის კომენტარის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ამაოდ _ მან სატელეფონო ზარებს, ჩვენს მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგაც არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...