თბილისი-მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად (ფოტო)

საზოგადოება

თბილისი-მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად (ფოტო)

2015 ოქტ 26 02:42:25

სოციალურმა პროექტმა "თბილისი-მარათონმა", რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართა არაერთი ადამიანი მიუხედავად პროფესიისა და საქმიანობისა ქველმოქმედებისთვის გააერთიანა.

წელს "თბილისი-მარათონი" ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა. თბილისის ზღვის ნაცვლად, სტარტი, ფინიში და სხვა პუნქტები რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ განათავსეს. ღონისძიების გამო კი, გზები გადაიკეტა.

როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, სალომე ქარელმა განუცხადა, მარათონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს მარათონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეხმარებით სხვადასხვა ადამიანებს, რის გამოც ვთვლი, რომ ხშირად უნდა ჩატარდეს. მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ყველა უწყება და ზოგადად მოხალისეები. საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ცდილობს აქტიურად ჩაერთოს მსგავსი ტიპის აქციებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა გაწიოს,"_ აღნიშნა ქარელმა.

 "მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩვენ მეორედ ვმონაწილეობთ თბილისი-მარათონში. ვართ ერთ-ერთი სპონსორი და შეჯიბრშიც ვიღებთ მონაწილეობას,"_ აღნიშნა "ვიტამინ ველის" დირექტორმა, ალექსანდრე მაჩიტიძემ.

"სმარტის" სახელით  მოასპარეზე გიორგი ოძელაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხალხი უნდა მიხვდეს ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანო ალკოჰოლი და სიგარეტი.  

"სმარტის სახელით "თბილისი-მარათონზე" პირველად ვასპარეზობ, თუმცა ადრე, სამჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამჯერად 21 კოლიმეტრი გავირბინე და 27-ე ადგილზე გავედი. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, ვფიქრობ, სავალდებულოა. სასურველია, მარათონები ყოველკვირა ჩატარდეს. სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მოწევა და დალევა სასარგებლო არ არის", _ აღნიშნა გიორგი ოძელაშვილმა.

თითქმის ყველა მონაწილე, რომლებიც მარათონში ასპარეზობდნენ, აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.

 "გარბენში "პროკრედიტ ბანკის" სახელით ვასპარეზობ. 10 კილომეტრი გავირბინე, ავიღე მედალი, რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. ვისურვებდი, მსგავსი ტიპის ღონისძიებები უფრო ხშირად ჩატარდეს, რადგან ადამიანებს კეთილი საქმის გასაკეთებლად აერთიანებს", _ამბობს ნინო კორჯიაშვილი.

როგორც სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერმა "გურია ნიუსთან" თქვა, რომ კომპანია  აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

"თბილისი-მარათონში მესამე წელია რაც ვმონაწილეობთ. ერთ-ერთი გენერალური სპონსორი ვართ, მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ყოველთვის ვერთვებით მსგავს აქტივობებში", _ აღნიშნა თამარ კალანდარიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, მარათონის პარალელურად ხალხის განწყობაზე "ქავერ-ბენდი" ზრუნავდა.

როგორც ბენდის ბასგიტარისტმა "გურია ნიუსთან" აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მუსიკოსების მონაწილეობა აუცილებელია.

" მსგავსი ტიპის ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა ჯერ არც კი გვქონდეს გაცნობიერებული. მუსიკოსების ჩართვა საქველმოქმედო ღონისძიებებში აუცილებელია, რადგან ბევრი კარგი მუსიკოსია, რომელსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობს და ვთვლი, რომ ისინი უნდა გამოჩნდნენ და საზოგადოებამ დააფასოს. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ხელს უწყობს,"_ აღნიშნა ჯაბა აბრამიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს,  მარათონის გამარჯვებულები  ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა.

"მარათონმა წარმატებით ჩაიარა. გამარჯვებულთა შორის არიან, როგორც ჩვენი თანამემამულეები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავს პრიზიორები. სპეციალურად ამ მარათონში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უცხოეთიდან სამასზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდა ამ მარათონზე, რომელიც გაორმაგდება და ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება",  _ განაცხადა ნარმანიამ.

ჰაიდელბერგ ცემენტის" მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი "თბილისი-მარათონი" უკვე მეოთხედ გაიმართა. წელს "თბილისი-მარათონის" ღონისძიების მარშრუტი თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავდა. "თბილისი-მარათონმა" სტარტი დღეს დილით აიღო.

"თბილისი-მარათონმა" წელს  ორი სახის გარბენი მოიცვა: ნახევარმარათონი (21.1კმ) და 10 კმ-იანი გარბენი. მარათონი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგების დათვლა მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის "Official Timekeeping and Data Processing" სისტემით განხორციელდა. 
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 
რაც შეეხება მარათონის გამარჯვებულებს, მამაკაცებში, 10 კილომეტრზე გარბენში გამარჯვებული სომხეთის მოქალაქე ელვანდ ბომბეთეჩიანი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, ქართველმა მონაწილეებმა თეიმურაზ ბაითაურმა და ჯეირან ხოფერიამ დაიკავა.

ამავე მანძილზე, გოგონებში გამარჯვებულები კი,  თამარ გელოშვილი (1 ადგილი), სტეფანი გორგოვსკი (მეორე ადგილი) და მარიამ დარახველიძე (მესამე ადგილი) გახდნენ.

რაც შეეხება ნახევარმარათონში (21კმ) გამარჯვებულ მონაწილეებს, გოგონებს შორის, პირველი ადგილი ვაილა ავალიანმა, მეორე ადგილი - თინათინ პაპუაშვილმა, მესამე კი, ბესა ბერბედკინომ დაიკავა.

ვაჟებს შორის ამავე დისტანციაზე კი,  გამარჯვებულები გახდნენ: დავით ხარეზიშვილი (პირველი ადგილი), ანატოლი ოლეინიკოვი (მეორე ადგილი), მიხეილ მასუნიანი (მესამე ადგილი).

"თბილისი-მარათონი" მომავალ წელსაც გაიმართება.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...