"გვარამია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააკავონ“

საზოგადოება

"გვარამია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააკავონ“

2015 ოქტ 29 19:39:39

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე. როგორც შსს–ში აცხადებენ, გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.|

ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერით საგანგებო განაცხადება გააკეთა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები ყაზარმულ მდგომარებაზეა გადაყვანილი და შესაძლებელია, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მიიღოს ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი „რუსთავი 2“ იქნება.

„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით ნაქვამი არ არის. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარებაზე და შესაძლებელია, მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება „რუსთავი 2“, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი“, – აღნიშნა გვარამიამ, რომლის განცხადებით ამ ქვეყნის მომავალი გადის „რუსთავი 2“ –ზე.

ჟურნალისტის კითხვაზე - რა შეიძლება გახდეს სპეცრაზმის „რუსთავი 2“– ში შესვლის სამართლებრივი საფუძველი? - ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ სამართლებრივი საფუძველი არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც მოსამართლე ურთმელიძეს სჭირდება.

„დღევანდელი ხელისუფლება გასულია კონსტიტუციის და სამართლის მოთხოვნებიდან, დღითიდღე კარგავს ლეგიტიმაციას, შესაბამისად, ნებისმიერ ვითარებაში ეს არის მოსალოდნელი და ამის რისკი მაღალია. ფორმალური წინაპირობა ამისა შეიძლება გახდეს მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ხაზგასმით ვამბობ, არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით, რამდენადაც მოსამართლე ურთმელიძის ყველანარ გადაწყვეტილებას აპრიორი ვიხილავთ როგორც უკანონოს, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგს“, – აცხადებს გვარამია.

მისივე თქმით, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და კომპანიაში არ შეუშვებენ იმ პირებს, ვინც კომპანიას დაასრულებს და ეთერში დატოვებს იმას, რაც უნდა ხელისუფლებას. ეს კომპანია არის ხალხის სამსახურში, სიმართლის სამსახურში. გვარმია ირწმუნება, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა უფლებას გამოიყენებს და დაიცავს მოქალაქეების თავისუფლებას. გვარამია მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა „რუსთავი 2“, არამედ სიტყვის თავისუფლება და ამ ქვეყნის ღირსეული თავისუფალი მომავალი, „რუსთავი 2“–ის ამ ქვეყნის მთავარი და მთავრობისგან დამოუკიდებელი ერთადერთი არხი მედიის სადარაჯოზე დადგნენ.

„დაიცავით ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი შვილების ღირსეული და თავისუფალი მომავალი. დადექით ჩვენს გვერდით ხვალ პირველი საათიდან. იმდენად, რამდენადაც არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიუხედავად გვარამიას ამ განცხადებისა, რომელიც ყოველ სასამართლო პროცესზე აანონსებს პროცესის დასრულებას, მან როგორც იურისტმა კარგად იცის, რომ დღეს სასამართლო პროცესი დიდი ალბათობით, ვერ დასრულდება, რამდენადაც მხარეებს არ დაუსრულებიათ პროცესუალური ნორმებით განსაზღვრული საკუთარი გამოსვლები. აქედან გამომდინარე, იურისტები და ექსპეტრები აცხადებენ, რომ ნიკა გვარმია მიზანმიმართულად ძაბავს ვითარებას და ცდილობს პროცესების ესკალაციას, რაც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“.

იურისტი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გვარამიას განცხადებას კავშირი არ აქვს თავისუფალ სიტყვასთან, რადგან მისივე თქმით, გვარამია თავად გადის კონსტიტუციური სივრციდან, როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში იგეგმება სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა.

„გვარამია გავიდა კონსტიტიუციური სივრციდან და მისი ეს განცხადება არის იმ სერიალების ახალი ნაწილი, რომელსაც მისი რეჟისორებით გვაყურებინებდა, როგორიც არის ე.წ. ჯაშუშების საქმე, მოდელირებული ქრონიკა და ა.შ. ჩვენ გვახსოვს გვარამიას განცხადებაც და იმედში სპეცრაზმის შევარდნა.

„რუსთავი 2“–ს არავინ არ უვარდება, თუმცა, ამას თვითონ ითხოვს გვარამია თავისი განცხადებებით და ქმედებებით. გვარამიასა და მისი ჯგუფისგან მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

იურისტის განცხადებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოიწვიოს დაპირისპირება.

„გვარამია გადავიდა მარაზმში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამართალდამცავები გარკვეულ პროვოკაციაზე წამოიკიდოს და ის დააკავონ. იმედს ვიტოვებ, რომ გვარამიას მსავსი ტიპის პროვოკაციას არ წამოეგება სამართალდამცავი უწყება. ნაციონალებს აქვთ გარკვეული რესურსი, რომ აღჭურვონ ადამიანების კატეგორია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადსხვა ადგილებში იწვრთნებიან ადამიანები. დიახაც ამიტომ არის დამოტაჟებული ის სათვალთავლო კამერები, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაცია იყოს დაფიქსირებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის ისტერიული ფონი რაც ახლავს სასამართლო პროცესს, კარგად დაგეგმილი ქმედების შედეგია. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ასეთი ისტერიული ფონი, მით უფრო კმაყოფილი რჩება ამ აურზაურის დამკევთი.

„მათთვის მოსალოდნელი იყო იმ ფირების გამჟღავნება, რომელსაც ბოლო დღეებია ადგილი აქვს. ამიტომაც, ცხადია, რომ ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი, კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩვენი მოსახლეობისათვის ნაკლებად დასაჯარებელებია საუბარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. საინტერესოა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რა ჰქონდათ სათქმელი ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ გამოთქვეს? ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უკვე ჩამოყალიბებული იქნებოდა „რუსთავი 3“, „რუსთავი 4“ და „რუსთავი 5“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ოინები და თვლის, რომ გვარამია სამართლებრივი სივრციდან გავიდა.

„ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობით არის გაქნილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც კარგად აქვს ათვისებული საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვადასხვა სქემა. მას უპყრია „რუსთავი 2“– ის მთელი საინფორმაციო სივრცე და ცდილობს კვლავ სიცრუის ტირაჟირებას და გულაჩუყებული მანდილოსნების მხარდაჭერით შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც მოწონებული იქნება მისი დამკვეთების მიერ.

ჩვენ გვხსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ამ ბატონმა და მისმა ხელისუფლებამ, ლამის, სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა. რასაკვირველია, გვარამიას არ სურს ჩაფუშული ბუშტივით დარჩეს. მის ჩანაფიქრში, ალბათ, იქნება ის, რომ უფრო გმირული შედეგი მისცეს ამ მარცხს და სწორედ, რომ ამიტომაც არის ამდენი სათვალთვალო კამერების გარშემო მოქცეული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...