სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო

საზოგადოება

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო

2015 ოქტ 30 17:13:56

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

_  "საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური იწყებს საქმის წარმოებას სხვა ქვეყნის მოქალაქე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამის დასკვნას, პრეზიდენტის #237 ბრძანებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.

2015 წლის 30 მაისს, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ეს ბრძანებულება, 2015 წლის 30 ოქტომბრის 12 საათის მდგომარეობით, კვლავაც არის გამოქვეყნებული ვებ-გვერდის იმავე მისამართზე. თუმცა, მოგვიანებით, მედიაში ასევე გაჩნდა განსხვავებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება გვიანდებოდა.

ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური და იყო თუ არა ის კვლავ ძალაში.

საქართველოს სახელმწიფო კანონის უზენაესობას ეფუძნება. საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას და ყველა თანასწორია კანონის წინაშე.

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობის არმქონე პირად ანუ აპატრიდად იქცევა და შესაბამისად აღარ იქნება არც ერთი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ (იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი). ამგვარი ნაბიჯები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1961 წლის მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ფარგლებში აღებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით დაწყებული პროცედურა არ დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, და საქართველოს ეს მოქალაქე არ დარჩებოდა ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები.

2015 წლის 22 სექტემბერს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმართა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე.

წერილის უპასუხოდ დატოვების გამო, 2015 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს უკრაინაში და ითხოვა შუამდგომლობა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან, რათა გამოგზავნილიყო ოფიციალური პასუხი.

2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გამოუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, "მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის #301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია.

მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს, 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.

აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
ამის შემდგომ, სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს"
, - განაცხადა თეა წულუკიანმა.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...