"უცხოელებმა ჩააქრეს, ჩვენ ავანთეთ"

საზოგადოება

"უცხოელებმა ჩააქრეს, ჩვენ ავანთეთ"

2015 ნოე 9 17:30:32

"როდესაც მიხეილ სააკაშვილმა შემოიღო ეს ელექტრონული ტენდერები, გამოძიებით უკვე კარგა ხანია დადგენილია, რომ მაშინ სერვერი პირდაპირ მიერთებული იყო იუსტიციის სამინისტროსთან. ეს იყო "დემოკრატიის აყვავება" _ ნახეთ, რა კარგია ელექტრონული ტენდერიო, მაგრამ მასში მონაწილეობდნენ ერთი და იგივე ფირმები, რომლებიც "ნაცმოძრაობასთან" იყვნენ "გადასკვნილები". ახლა ჩვენ შევინარჩუნეთ ის კანონმდებლობა და მე გეუბნებით, როგორც გუბერნატორი, რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დავდექით _ ტენდერში შემოდის მატყუარა, აფერისტი ფირმები და დროში ჭიანურდება ბევრი კარგი საქმის გაკეთება. ტენდერი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, არ უნდა შექმნას პრობლემები და ფირმებმა დროზე შეასრულონ თავიანთი ვალდებულება," _ ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს გააკეთა.

2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 110 ტენდერი გამოცხადდა. თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტები გაიყო და თვითმმართველ თემებად ჩამოყალიბდა, გამგეობის სტრუქტურა ხელახლა დაკომპლექტდა.

2104 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 20 ტენდერი, რომელთაგან შედგა 15. 2015 წელს გამოცხადდა 90 ელექტრონული ტენდერი, აქედან შედგა _ 70, მიმდინარეობს _ 5.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი ამირან გირკელიძე ელექტრონულ ტენდერებს დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ეს არის გაცილებით კომფორტული და მარტივი საშუალება, როგორც დამკვეთებისთვის, ასევე, მიმწოდებლებისთვის: "2010 წლის დეკემბრიდან ტენდერები მხოლოდ ელექტრონულად ტარდება. ახალი სისტემის მთავარი პრინციპი მაქსიმალური გამჭვირვალობაა. ელექტრონული ტენდერების უპირატესობა არის ის, რომ არის საჯარო, შესაძლებელია ტენდერის მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვება, შენიშვნების გაკეთება, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. რაც მთავარია, ელექტრონული ტენდერი არის მიუკერძოებელი, ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას. სატენდერო პროცედურის ყველა დოკუმენტი იტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და პროცედურისთვის თვალყურის დევნება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ელექტრონული ტენდერის დროს კანონით დადგენილი ყველა პროცედურა დაცულია; სახელმწიფოს შეუძლია კორუფციის კონტროლი. ბაზარი უკეთესად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველებსაც და მიმწოდებლებსაც მეტი ინფორმაცია აქვთ შესყიდვებთან დაკავშირებით. თუ ყველა მიმწოდებელს ექნება სრული ინფორმაცია შესაძლო გაყიდვების შესახებ, კონკურენციაც გაიზრდება", _ ამბობს ამირან გირკელიძე.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია _ ტენდერის შინაარსის, მონაწილეებისა და სტატუსის შესახებ, ღიაა. დროებით დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სტუმრის სტატუსით მოსარგებლე ვიზიტორს მიმწოდებლისა და შემსყიდველისგან უფლებრივად მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ სტუმარს არ შეუძლია რაიმე იყიდოს ან გაყიდოს. თუმცა, შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის, ტენდერში მონაწილე მხარეებზე, ყველანაირ დოკუმენტაციასა და გადაწყვეტილებებზე. სისტემაში ძიება მრავალი პარამეტრის – სატენდერო განცხადების ნომრის, შესყიდვის ობიექტის, შემსყიდველი ორგანიზაციის, მიმწოდებლის, ტენდერის მიმდინარე სტატუსისა და ტიპის, საქონლის ან მომსახურების, ტენდერის გამოცხადების თარიღის, თანხის ოდენობის მიხედვით შეიძლება. ელექტრონული ტენდერის მთავარი პრინციპები _ გამჭვირვალობა, ხარჯების შეკვეცა და სიმარტივე ზრდის კონკურენციას. იზრდება დაინტერესებულ მიმწოდებელთა არეალი. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ნაკლებია ეჭვები და კითხვები გამჭვირვალობიდან გამომდინარე.

_ უარყოფით ფაქტორად მივიჩნევ მხოლოდ ერთ დეტალს _ საგულისხმოა ის, რომ ტენდერის მიმდინარეობისას, ელექტრონული ვაჭრობისას ხშირად ადგილი აქვს არარეალურად დაბალი ფასით მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებში ითხოვს ექსპერტის დასკვნას შემოთავაზებული ფასით სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობის ადეკვატურობის შესახებ, პრეტენდენტები (პოტენციური შემსრულებლები) აღწევენ მოთხოვნილი დასკვნის მიღებას. საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში და შესყიდვების გახორციელების წესში შეტანილ იქნას ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს ფასის გარკვეულ ზღვრამდე დაწევას, რადგან არარეალურად დაბალი ფასი უარყოფითად მოქმედებს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე, _ აღნიშნავს ამირან გირკელიძე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი წლის მანძილზე სულ გამოცხადებულია 106 ტენდერი.

ქალაქ ოზურგეთის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა _ მერიის პრესსამსახურის დაპირებით, ბეგლარ სიორიძესთან დაკავშირებას ორშაბათს შევძლებთ.

შპს "ავტომატიკის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალბერტ მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი კომპანია ქალაქ ოზურგეთში ორი პროექტს ახორციელებს: _ ოზურგეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, აგრარულ ბაზართან ახლოს გავაკეთეთ სკვერი; ჭავჭავაძის ქუჩაზე, მატარებლის სადგურთან ვაკეთებთ ეზოს. ძალიან მალე დასრულდება ეს პროექტი. ორივე პროექტი 75 000 ათასი ლარის ღირებულებისაა. ბათუმის იუსტიციის სახლს ვანათებთ. ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა _ უცხოელებმა, რომლებმაც თავიდან ახორციელებდნენ ამ პროექტს, ჩააქრეს და ჩვენ ავანთეთ, _ გვითხრა ალბერტ მამალაძემ.

ალბერტ მამალაძის თქმით, შპს "ავტომატიკა" დასავლეთ საქართველოში, პირველ პროექტს ქალაქ ოზურგეთში ახორციელებს: _ კმაყოფილი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებით. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საქმე დროულად და ხარისხიანად შევასრულოთ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ელექტრონული ტენდერების სისტემა, ბუნებრივია, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია და იგი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობას და მეორე მხრივ, სატენდერო პროცედურების გამარტივებულ, დროულ ჩატარებას.

_ მეორე საკითხია, რამდენად არის ეს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ტენდერები ეფექტიანად ჩატარდეს _ ტენდერების ელექტრონული სისტემა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ამისთვის. საკმარისობა უზრუნველყოფს თავად სატენდერო პირობების სრულყოფა და სატენდერო კანონმდებლობის დახვეწა. ამ მხრივ, დღეს რიგი პრობლემები არსებობს. რამდენად გამჭვირვალე და ელექტრონიზებული არ უნდა იყოს ტენდერების სისტემა, თუ სატენდერო პირობები არ არის დახვეწილი და ოპტიმალურად შედგენილი, ეფექტიანი ვერ იქნება ჩატარებული ტენდერი. ასე რომ, ტენდერების სისტემის რეფორმირების პირველი ეტაპი გავლილია და ეს უდავოდ კარგია. ახლა შემდეგი ეტაპი საჭიროებს აქცენტირებას. ესაა, როგორც აღვნიშნეთ, სატენდერო კანონმდებლობისა და წესების მაქსიმალური სრულყოფა და გამარტივება, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ლევან კალანდაძემ.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...