ცენტრალური გზები, სადაც ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

საზოგადოება

ცენტრალური გზები, სადაც ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

12 ნოე. 2015, 15:26:57

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა – ფარცხისი – მანგლისი – წალკა – ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94 – კმ110 (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კმ80–კმ136 მონაკვეთზე (მლეთა–რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწეინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის ან ლიპყინულის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია: დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების მოთხოვნებს; გამოიყენოთ ზამთრის შესაბამისი საბურავები და თან იქონიოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მეორე სკოლის თოთხმეტმა მოსწავლემ, უცხო ენაში საუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის   მეორ საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა 14-მა მოსწავლემ,  ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.  80 ქულიდან შემდეგი შეფასება დაიმსახურეს: ანა დოლიძე-78 ქულა მარიამ ვასაძე-78 ქულა მარიამ ჭკუასელი-78 ქულა თამარ თავართქილაძე-77 ქულა ელენე გოგიბერიძე-77 ქულა ანა მელუა-76 ქულა ლუკა ცხომელიძე-75 ქულა ანანო ვანიძე-75 ქულა თამარ ინარიძე-75 ქულა ანანო თევზაძე-72 ქულა ელენე სალუქვაძე-71 ქულა ანა პაიჭაძე-71 ქულა მარი ჩიკაშუა-70 ქულა მარიამ დობორჯგინიძე-70 ქულა „გურია ნიუსი“ ულოცავს  წარმატებულ მოსწავლეებს, ამჯერად აბიტურიენტებს, ძალიან კარგ შედეგს და უსურვებს ბედნიერ ... ...
  • ირინა ქავჟარაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...