"საარჩევნო უბანი, ჩემთვის არ აღმოჩნდა ადაპტირებული"

საზოგადოება

"საარჩევნო უბანი, ჩემთვის არ აღმოჩნდა ადაპტირებული"

2015 ნოე 19 21:37:02

თამუნა შავაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისპირში ცხოვრობს. თამუნა ეტლითმოსარგებლეა და სახლიდან ხშირად ვერ გადის. ბოლო არჩევნებში აქტიურად ჩაერთო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოჯახის წევრების დახმარებით მივიდა საარჩევნო უბანზე.

" ძალიან მინდოდა, რომ 2012 წელს მე თვითონ წავსულიყავი საარჩევნო უბანზე და ოჯახთან ერთად მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. რაც შეეხება 2013-2014 წლის არჩევნებს,  ჩემთან მოიტანეს გადასატანი ყუთი. ჩვენს სოფელში გზების პრობლემა არსებობს და აქედან გამომდინარე ნაკლებად მაქვს სურვილი გავიდე სახლიდან. ადგილზე მირჩევნია მოვიდეს, არც მე ვწვალობ და არც ჩემი ოჯახის წევრები. სურვილის მიხედვით მოხდა ეს ყველაფერი." - გვითხრა თამუნა შავაძემ.

თამუნა ლურსმანაშვილი  ოზურგეთში ერთ-ერთი აქტიური გოგონაა. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს იცავს და ფიქრობს, რომ ყველას აქვს უფლება არჩევნებზე თავისი ხმა დააფიქსიროს.

" რადგან ვამბობთ, რომ ყველას გვაქვს უფლება ჩვენი ხმა დაფიქსირდეს არჩევნების დღეს, აქედან გამომდინარე,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემო უნდა იყოს მისაწვდომი.

მოგეხსნებათ ეტლით მიწევს გადაადგილება. 2014 წელს ჩემით დამოუკიდებლად მინდოდა მიმეცა ხმა. წავედი, მაგრამ საარჩევნო უბანი, რომელიც სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ჩემთვის არ აღმოჩნდა ადაპტირებული. ჩემი მეგობრების დახმარების გარეშე ვერ მივეცი ხმა დამოუკიდებლად. 2016 წლის არჩევნებზე ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული"- გვითხრა თამუნამ.

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ზვიად თენიეშვილი ამბობს, რომ  საარჩევნო პერიოდისთვის   არსებობს  დაზუსტებული სიები,  თუ სადაა საჭირო  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის  შესაბამისი კაბინის  ან პანდუსის  გაკეთება.

" არჩევნების დღეს საარჩვენო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ინვეტარით მოხდეს უბნის აღჭურვა . მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე დაახლოებით 16 უბანთან დაკავშირებით  გვქონდა ინფორმაცია და შესაბამისად ადაპტირებული იყო, როგორც საარჩევნო კაბინები, ასევე უბანში შესავლელში იყო პანდუსები.

2016 წლისთვის კი იგეგმება ყველა უბანი ადაპტირებული იყოს, რასაც კანონიც ითვალისწინებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები უზრუნველყოფენ საარჩევნო უბნების ადაპტირებას."- თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზვიად თენიეშვილმა.

სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი 2016 წლისთვის ახალი ანგარიშით წარდგება, რომელიც უფრო მეტად რეკომენდაციების სახით იქნება შემოფარგლული:

"ჩვენ ამ კუთხით სპეციალურ ანგარიშს ვამზადებთ, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მაქსიმალურად გვინდა, რომ ის პერიოდი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე არის დარჩენილი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ  ჩვენ შევისწავლოთ მდგომარეობა სისტემურად და შესაბამისი რეკომენდაციებით მივმართოთ ცესკოს. ვიცი, რომ რომ ცესკო არის დაინტერესებული არსებული პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება და  აქედან გამომდინარე ,  ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ეს საკითხი. "- ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ორგანიზებით, რომელშიც  ჩართულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წევრები.

"მოგახსენებთ, რომ ქალაქი ოზურგეთი  მიეკუთვნება იმ ქალაქთა რიგს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის თვალსაზრისით არსებობს რიგი პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში არ არის შექმნილი ინკლუზიური გარემო და შესაბამისად, ირღვევა შშმ პირთა უფლებები. ჩვენ, ვაცნობიერებთ ამ პრობლემას და ზოგ ჩვენგანს პირადადაც გვაქვს მასთან შეხება.  აღნიშნულ თემაზე გვქონდა არაერთი სამუშაო და საჯარო შეხვედრა საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები შეგვპირდნენ, რომ ქალაქის მომავალ ინფრასტრუქტურულ პროეტებში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები და ისინი განახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს, რათა მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული  საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების შეძლებისდაგვარად ადაპტაცია შშმ პირთა საჭიროებებისადმი.

სხვა მრავალ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობასთან ერთად,  პანდუსით არ არის აღჭურვილი თქვენი სამინისტროს საკუთრებაში არსებული ოზურგეთის თეატრის შენობა.  მართალია, სხვა მოქალაქეთა დახმარებით ეტლით მოსარგებლე თუ სხვა  პირებმა, ვისაც კიბეზე გადაადგილების პრობლემა გააჩნია, შესაძლოა, მოახერხონ თეატრის შენობაში შესვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარებულია, რადგან მსგავსი  მიდგომა შშმ პირებს უქმნის განცდას, რომ ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან  სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში და ვერ გრძნობენ თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრად.“ - ნათქვამია წერილში, რომელიც კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძის სახელზე შედგა და ამ დღეებში სამინისტროში გადაიგზავნება. წერილი ასევე გადაეგზავნება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს  დავით სერგეენკოს.

"სხვა მრავალ,  საზოგადოებრივი დანიშნულების შენობასთან ერთად,  პანდუსით არ არის აღჭურვილი თქვენი სამინისტროს საკუთრებაში არსებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის სერვისცენტრი. მართალია, თანამშრომლები თავად ჩამოდიან ქვემოთ და ქუჩაში ემსახურებიან ეტლითმოსარგებლე თუ სხვა  პირებს, ვისაც კიბეზე გადაადგილების პრობლემა გააჩნია (მადლობა მათ ამ სამსახურისთვის), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარებულია, რადგან მსგავსი  მიდგომა შშმ პირებს უქმნის განცდას, რომ ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან  სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში და ვერ გრძნობენ თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრად."- ნათქვამია წერილში.

შენიშვნა: ფოტო ეკუთვნის  media.ge-ს



 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...