"ამდენი ადამიანის თხოვნა არავის აინტერესებს"

საზოგადოება

"ამდენი ადამიანის თხოვნა არავის აინტერესებს"

20 ნოე. 2015, 20:59:35

"ქალაქ ოზურგეთის მერს ბატონ ბეგლარ სიორიძეს!

ქალაქ ოზურგეთის ჭავჭავაძის ქ. # 12 -შ მცხოვრები მობინადრეთა კოლექტიური განცხადება:

ბატონო ბეგლარ, მოგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოტანილია განცახდება ბინის დახურვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ!

ჩვენი ბინა აშენდა 41 წის წინ. ბინა იმყფება ავარიულ მდგომარეობაში: სახურავიდან ჩამოდის წყალი, დაბზარულია კედლები და წყალი შემოდის. ამას თან ემატება ისიც, რომ სახლის ქვემოთ გაედინება მდინარე და საძირკველი სასწრაფოდ გასამაგრებელია. პირველ სართულზე განთავსებულია საოფისე ფართები, რომლის მეპატრონეებმა თვითნებურად გამოიღეს საყრდენი კედლები. ბინის ფასადი კი არ შეეფერება ქალაქის ინფრასტრუქტურას!

ქალაქ ოზურგეთში თითქმის ყევლა ბინა გადაიხურა ჩვენი ბინის გარდა, ჩვენი გულის ტკივილი არ გაითვალისიწინა ადგილობრივი ხელისუფლების  არცერთმა წარმომადგენელმა. ამიტომ  გვაქვს თქვენი დიდი თანადგომის იმედი და გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ უყურადღებოდ!"

აღნიშნული  კოლექტიური  განცახდება, რომელსაც ხელს 28 ოჯახი აწერს, ქალაქ ოზურგეთის მერიაში 2015 წლის 24 აპრილს არის შეტანილი.  მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები ქალაქ  ოზურგეთის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ:

გონერი დალალიშვილი:  "42 წლის განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას არც საძირკველი უნახავს ამ ბინის და არც სახურავი, ამის გარდა თუ ნახოთ თქვენ სხვაგან ასეთი ავარიული ბინა, ჩვენ გავჩერდებით, გვანახონ მსგავსი ბინა ასეთ მდგომარეობაში  და ენას არ ამოვიღებთ. სხვაგან მეორეჯერ გადახურეს უკვე, მიზეზი არ ვიცით.  რამდენი  წელია განცხადებას ვწერთ, ახალი განცხადებით ქალაქ ოზურგეთის მერიასაც მივმართეთ. ამბობენ  ბიუჯეტში ფული არ არისო, ჩვენთვის არ არის? ჩვენ განა ვერ ვხვდებით იმას, რომ რასაც აკეთებენ კარგია? მაგრამ რად გინდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, თუ მოსახლეობა გეყოლება განაწყენებული და მათ სახლში ჩამოვა წყალი? "

თამარ დარჩია: " ეს კორპუსი თუ არ დაიხურა დაიშლება, ამ ზამთარს ვერ გაუძლებს.   ამბავი მაინც რომ იკითხო,  არ შეიძლება? არავის ამბავი არ უკითხავს.   პასუხი გაგვცენ, რა დავაშავეთ ასეთი ამ ბინის მცხოვრებლებმა?  ეს მაინც გვითხრან, დაინგრევა ეს ბინა, გამოშლილია საძირკველი, გარედან აწვიმს, თავზე წყალი ჩამოდის, ფუნდამენტი გასამაგრებელი.  მოვიდეს  ვინმე და ნახოს ჩვენი მდგომარეობა, ამდენი ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, მერე გვიანი იქნება.  40  ოჯახი ცხოვრობს აქ.  ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სტიქიური უბედურებების გამო ბიუჯეტში თანხა არ გვაქვსო."

ლელა ბიწაძე: "ჩვენი საცხოვრებელი პირობები ხელისუფლებას  არ აწუხებს.  ნახეთ რა მდგომარეობაა ჩემთან სახლში? 21 საუკუნეში შეიძლება ვინმეს სახურავიდან წყალი ჩასდიოდეს?  გამიფუჭდა ყველაფერი,  არასრულწლოვანი ბავშვები მყავს, ტელევიზორიც რამდენჯერ გამოვცალე, ყოველ გაწვიმებაზე ტაშტებით დავრბივართ, იატაკიც ავყარე, ჭერი საშინელ მდგომარეობაშია,  ადამიანები არ არიან? მოვიდნენ და ადამიანებად ჩაგთვალონ  მაინც! "

მაკა ბილიხოძე: "ჩვენს ბინაში ძირითადად პენსიონერები ცხოვრობენ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ, ახლა უკვე გასაქანიც არაა, ზოგმა გააკეთა მეზობლების თანადგომით, ჩვენ არ ვართ ადამიანები?  ვითომ სტიქიააო, დარბიან ზევით ქვევით, რომ მერე "ფული გაათეთრონ", აბა ვიღაცას ერთ თუნუქს თუ გადაუძრობს ქარი, შეძრავენ ყველაფერს და ამდენი ადამიანის თხოვნა სულ არ აინტერესებთ?"

როდის გაითვალისწინებს  ოზურგეთის მერია  ჭავჭავაძის # 12 მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლების თხოვნას,  მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია აქვთ:  

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჭავაჭავაძის ქ.N12-ში მცხოვრები მობინადრეების ერთობლივი წერილი მიმდინარე წლის 24 აპრილს შემოვიდა. მობინადრეები, ქალაქის მერიის მხრიდან ხსენებული კორპუსის გადახურვას ითხოვენ. ქალაქის მერიამ წელს 23 საცხოვრებელი კორპუსი გადახურა და ამ მიმართულებით მუშაობას მოამვალ წელსაც გააგრძელებს. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქ. N12 არსებულ კორპუსის მობინადრეების მოთხოვნას 2016 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და აღნიშნული კორპუსის სახურავი მომავალ წელს გადაიხურება."




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...
  • ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი - გერმანიის ელჩიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა. „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს  მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის" მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია  იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ.  მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში.  ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ  ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ.  ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის   საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...