პრემიერ-მინისტრმა რუსთაველის და ეროვნული პრემიების ლაურატები დააჯილდოვა

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა რუსთაველის და ეროვნული პრემიების ლაურატები დააჯილდოვა

24 ნოე. 2015, 17:57:26

მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ხელოვანებსა და მეცნიერებს მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში იჩენენ.

საქართველოს ეროვნული პრემიები  ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს  - ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს - სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის "ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების"; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს - ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის - "როგორც გენებოთ".

მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ - ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი - ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის - "ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები"; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - "ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა"; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - "ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში"; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...