რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციაში: სახელმწიფოს და საზოგადოების ხედვა

gurianews.com

საზოგადოება

რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციაში: სახელმწიფოს და საზოგადოების ხედვა

2015 დეკ 5 17:16:50

2015 წლის 4 დეკემბერს  სახალხო დამცველმა მორიგი  საჯარო დებატები გამართა  თემაზე - "რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციაში: სახელმწიფოს და საზოგადოების ხედვა|. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარლამ ხათრიძე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

დებატების მთავარი  განსახილველი საკითხები  პოლიციელების მხრიდან არასათანადო  მოპყრობის ფაქტებს და სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის არაეფექტურ გამოძიებას შეეხო. განიხილეს ასევე დაკავებულ პირთა დაკითხვის წესი და სხეულის დაზიანების დოკუმენტირების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების ხარვეზები.

სახალხო დამცველის  აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა გამოძიების არაეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 9 წინადადება გაუგზავნა, თუმცა არცერთ ამ საქმეზე შედეგი არ დამდგარა; მან ასევე, ინტერესთა კონფლიქტად შეაფასა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება. ეკატერინე ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ობიექტურობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ უარყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ მხოლოდ 2015 წელს 2000–ზე მეტი პოლიციელის საქმე განიხილა დისციპლინური წესით და არაერთი მათგანი დასაჯა.

დებატებზე განიხილეს დაკავებისას და დაკავების პირველი წუთებიდან დაკავებული პირის წამებისაგან და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა დაკავებული პირი დაკავებისას ან დაკავების შემდგომ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული პირის მიმართ ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე. ამასთან, პოლიციის სამმართველოების შენობებში არ არის სათვალთვალო კამერები და შესაბამისად, შეუძლებელია დაკავებული პირის მიმართ მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება, რომელიც გამოძიებისათვის გადამწყვეტი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს. საუბარი აგრეთვე შეეხო დაკავებისას ძალის გადამეტების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის თანამშრომლების სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვის მიზანშეწონილობის საკითხს.




 ახალი ამბები
  • ორი ურთიერთგამომრიცხავი სკანდალური ჩანაწერი _ ჯაფარიძეს სუბელიანთან კითხვა არ გასჩენიამთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული 6 ივლისით დათარიღებული ფარული ჩანაწერი, რომელის ფიგურანტი პირები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან, თავდაყირა აყენებს 11 ოქტომბრით დათარიღებული ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომლის ავთენტურობა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უკვე დაადასტურა.  6 მაისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში ვიქტორ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს თუ არა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ შემონახული კომპრომატები, რაზეც სუბელიანი პასუხობს, რომ არა! „საზოგადოება ხომ დაიჯერებს?“_ აღნიშნავს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი. _ თუ 6 ივლისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი უარყოფს ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე კომპრომატის არსებობს, გაურკვეველია, რატომ ამტკიცებს საპირისპიროს 11 ოქტომბრით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში _ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობს. _ ბატონო ვიქტორ, მივყვეთ ქრონოლოგიურად, 6 ივლისს გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები არ გააჩნია. 11 ოქტომბრით დათარიღებულ  ფარულ ჩანაწერში კი ხელისუფლებას პირდაპირ ფაქტების გასაჯაროვებით ემუქრება. რატომ  იკვეთება  ორ ფარულ ჩანაწერში სუბელიანის ურთიერთსაპირისპირო პოზიცია? ან თქვენ 6 ივლისის შემდეგ, რა ფაქტების გასაჯაროვებით იმუქრებოდა სუბელიანი კითხვა აღარ გაგიჩნდათ? _ ხომ არის რაღაც, რაზეც თქვენც არ გიჩნდებათ კითხვები?! არ მიჩნდებოდა შეკითხვა. ვთვლი,  მაქვს უფლება, რომ  მივიღო კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გავამხილო. მეორეც, გეუბნებით, რომ სისულელეს მელაპარაკებოდა  და რა დამეჯერებინა?! კიდევ შევალ, კიდევ ჩაწერონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. მე ვიცი, რომ მართალი ვარ კანონის წინაშე. აწი ვისაც რა უნდა ის ჩაწეროს და იკითხოს. რამდენჯერაც მეტყვის არა მარტო მირზა სუბელიანი, არამედ სხვა პატიმარიც იმდენჯერ მივალ. კიდევ რომ დამირეკოს და მითხრას, შემოდი, ცუდად ვარო, კიდევ შევალ. თუ ვინმეს ჩაწერა უნდა, კიდევ ჩაიწერონ. მოვალე ვარ კონსტიტუციით, როცა პატიმარი  ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მივიდე და შევხვდე“ ,_გვითხრა ჯაფარიძემ. მთავარ კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ორი ფარული ჩანაწერის შინაარსი ერთი მეორეს?   _ განმარტება მთავარ პროკურატურას, ჯერჯერობით, არ ... ...
  • “ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია ახლიდან დადგეს“ _ ნათელაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზედღეს ოზურგეთში საპრეზიდენტო კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა. “გურია ნიუსმა“ მას პროკურატურის მიერ სუბელიანის და ჯაფარიძის  ახლახან გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შესახებ სთხოვა კომენტარი. “ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ის შეხედულება, რომ სახელმწიფო იმართება კრიმინალური მეთოდებით და შეუძლიათ, შევიდნენ პატიმართან და ძალადობით, სარდაფში ჩაყვანით, წამებით, შანტაჟით აიძულონ ახალი დადგმა სიუჟეტისთვის. ილაპარაკონ იმ ძველი რიცხვით, რაც მათ აწყობთ. ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია, ახლიდან დადგეს იმ კამერაში თავის გადასარჩენად სასარგებლო სიუჟეტი, რათა განემუხტათ ხალხის მრისხანება. მინდა ვთქვა, რომ ხალხის რისხვას ვერაფერი  შეაჩერებს“, _ გვითხრა შალვა ... ...
  • ზვიად ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში მცხოვრებ ზვიად ანდღულაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ის ამჯერად  ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რის შემდეგაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, რადგან ყოველგვარი ფინანსური რესურსი ამოწურა. ახლა საცხოვრებელ სახლსაც ყიდიან. ოჯახი მთლიანად კეთილი ადამიანების იმედადაა. მივცეთ ახალგაზრდა კაცს ცხოვრების გაგრძელების შანსი. ზვიადის დასახმარებლად ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში: ანგარიშის ნომერი: GE80LB0711121700536000 მიმღები: ლიანა ... ...
  • ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები თავს ვერ იკავებენ და მაინც მლანძღავენ (R)ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის. „ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა წესს, არიან ჩამოყვანილები სხვა ქალაქებიდან. მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა. თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე...პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც გამოძიების ვერსიით გლდანის ციხეშია ჩაწერილი, ერთმანეთს კი მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებიან. ჩანაწერში აღარ ჩანს მესამე პირი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. საგამოძიებო უწყება ამ ჩანაწერის გავრცელებით სავარაუდოდ, შეეცადა გაებათილებინა მანამდე გავრცელებული ჩანაწერი და იქ სუბელიანის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ინსცენირებული იყოს. ჩანაწერში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით 6 ივლისით თარიღდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ მოქმედებს და ფიქრობს, რომ მისი ბრალდების შესაბამის უმაღლეს სასჯელს განუსაზღვრავე. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ თუ მასთან თამაშს გააგრძელებენ პასუხსაც მიიღებენ. სუბელიანი ამავე ჩანაწერში იმეორებს, რომ პირობა სასჯელის ერთ წელზე აქვს მიღებული. მოზარდების მკვლელობის საქმე კი მისი ძალისხმევით გაიხსნა. ვიქტორ ჯაფარიძე მას რამდენჯერმე უმეორებს, რომ განერვიულებულია და ურჩევს დამშვიდდეს. ჩანაწერის ბოლო ნაწილში, ჯაფარიძე სუბელიანს ეკითხება, მართლა აქვს თუ არა ჩანაწერები გახმაურებულ საქმეებზე, მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებზე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ, რაზეც სუბელიანი ამბობს , რომ ის იტყვის და დაიჯერებს საზოგადოება, მერე ამტკიცოს ხელისუფლებამ რომ ფაილები არ არსებობს. „ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ. „კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? - სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა...ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი. სუბელიანი ჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა მოკლული მოზარდის მამაზეც საუბრობს, ის ზაზა სარალიძეს მოსყიდულს უწოდებს და მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლების ოპონენტებმა გარიგება არაერთხელ შესთავაზე, მათ შორის ნიკა გვარამიასაც ასახელებს. საუბრის ბოლოს, სუბელიანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, „გონკებშია“ და ძალიან უჭირს სამარტოო საკანში ჯდომა. წყარო: რუსთავი2 ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?