ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს

2015 დეკ 6 15:54:56

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე თვის წინ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ერთ-ერთ წინაპირობად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა და მათი სეგმენტის გაფართოება დაასახელა.  ამასთან, ისიც განაცხადა რომ  პირველადი მოხმარების მედიკამენტები ზამთრის დადგომამდე გაიაფდებოდა.

თუმცა ფასების შემცირება არ მომხდარა. აღნიშნული დაპირება ხუთშაბათს მინისტრმა კიდევ ერთხელ გასცა. მისივე თქმით, მომავალი თვის განმავლობაში შესაძლებელია რომ ეს პროექტი დაიწყოს.

რაც შეეხება, მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარცხელია განმარტავს: „ფასების შემცირება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლისა. ძალიან ბევრი დღეს არსებული ფარმაცევტული კომპანია ამის წინააღმდეგია, ვატყობ მე ამას მათ გამონათქვამებში. მათ ძალიან აწუხებთ ეს საკითხი. მინდა ძალიან კონკრეტულად გიპასუხოთ: არავინ არავის არ ლობირებს და ამას არც აპირებს. ქვეყანაში შექმნილია ისეთი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები, რომ ძალიან ბევრ კომპანიას ქვეყანაში შემოსვლა მოუნდა.

ჩვენ ამას სიამოვნებით მივიღებთ, მობრძანდნენ, იმუშაონ და როცა კონკურენცია იქნება, ფასებიც დარეგულირდება. ფასების შემცირებაზე ჯენერიკების თემა მიბმულია. მათი რაოდენობა თუ გაიზრდება, ფასებიც შემცირდება. ჯენერიკები დღესაც შემოდის ქვეყანაში და თან ძალიან დიდი რაოდენობით. ის კომპანიები, რომლებიც ვითომ ებრძვიან ჯენერიკებს, თავიანთ პორტფელში ეს პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ. ასე რომ, ჩვენ ახალს არაფერს არ ვაკეთებთ”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მედიკამენტების განვადების საკითხსაც შეეხო. პროექტი, რომელსაც  კომპანია „ჯიპისი" ახორციელებს მან ნეგატიურად შეაფასა:

_ „მე არ ვარ ამის მომხრე. ჩვენ ამის მაგალითი გვქონდა, როცა პენსიებიდან აძლევდნენ განვადებებს. ამის გამო უამრავი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს. ზოგადად, მე ამის მომხრე არ ვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ არ ვერევით კომპანიების ბიზნეს პროექტებში. ამიტომ, მათ აქვთ უფლება, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება, დააანონსონ და დაიწყონ" _ აღნიშნავს კვარაცხელია.

 მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ  თუ კომპანია მედიკამენტს უპროცენტო განვადებით გასცემს, მაშინ შეიძლება ეს  სოციალურ პროექტად მიიჩნიოს საზოგადოებამ:  მსგავსი პროექტი ადრეც იყო, საუბარია სოციალურ სახლებზე.

_ ეს იყო სახალხო ბანკისა და სახალხო აფთიაქის პროექტი, თუმცა, მაშინ ამან ვერ იმუშავა. ახლა მსგავსი, ახალი პროექტის დაწყება სურთ. მე არ ვარ ამ საკითხში ღრმად ჩახედული, უბრალოდ ვიცი იდეა. არ ვიცი, უპროცენტოდ აძლევენ, ან ვინ აძლევს, ან საიდან აძლევენ? ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდა? თქვენ გაქვთ ნანახი? არც მე მაქვს ინფორმაცია. რომ ვნახავ, შემდეგ უფრო მეტის თქმის საშუალება მექნება. ძალიან საინტერესოა დეტალები. აუცილებელია, ვიცოდეთ ყველა მედიკამენტზე ვრცელდება განვადება თუ მხოლოდ პირველადზე? აქ ორი სხვადასხვა თემაა. თუ ისეთ დასახელებებზეა, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და უნდათ, რომ განვადებით ასეთი წამლები უკეთესად გაყიდონ, ეს სხვა თემაა. მე მსგავსი მოდელი არსად არ გამიგია. ის, რომ სადაზღვევო კომპანიები უფინანსებენ, გასაგები და კარგია. ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოა ამაში ჩართული, ესეც გასაგებია, განვადებით რომ წამალი ვინმეს გაეცეს, ეს მართლა არ ვიცი, არ გამიგია" _ აღნიშნავს კვარაცხელია.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...