რატომ მოიმატა უფასო სასადილოში ბენეფიციარების რიცხვმა

საზოგადოება

რატომ მოიმატა უფასო სასადილოში ბენეფიციარების რიცხვმა

2015 დეკ 16 20:05:59
2016 წელს მზუნველობამოკლებულთა ერთჯერადი კვებისთვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში 100 000 ლარია გამოყოფილი. ასევე, ცნობილი ხდება, რომ 144 ადამიანის ნაცვლად, მომავალი წლიდან უფასო სასადილოს მომსახურებით 155 ადამიანი ისარგებლებს.

ელიკო ქარჩავა უფასო სასადილოს გახსნის დღიდან სტუმრობს. სოციალურად დაუცველი ქალბატონი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს: _ დაჟანგული ჭიშკრის მეტი არაფერი მაქვს. სახლში სამნი ვართ _ შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ, სახლში არავინ ვმუშაობთ. ამ თვის ბოლოს შვილიშვილს ველოდებით. უფასო სასადილოში მხოლოდ მე მიწევს კვება,  სოციალური დახმარება მომიხსნეს და ახლა მითხრეს, თავიდან უნდა გადამოწმდესო. იმედია, შვილიშვილი რომ მეყოლება, ხელისუფლება რაიმე დახმარებას მოგვცემს. ეს საკვები ვის ყოფნის, მაგრამ ეს რომ არ იყოს, რა იქნებოდა, არ ვიცი, _ გვითხრა ელიკო ქარჩავამ.
მ. თ. უფასო სასადილოში ოთხი წელია დადის: _ უფასო სასადილო ადრე გაიხსნა, მაგრამ მე ბოლო ოთხი წელია, რაც დავდივარ. პენსიონერი ვარ, დილით სახლში მივირთმევ, რაც მაქვს და შუადღისას აქ მოვდივარ. პენსიონერი ვარ და მარტო ვცხოვრობ. პენსია არ მყოფნის, მაგრამ ეზოში მაქვს წაბლის ხე, თხილი, ხეხილი და ვყიდი, _ გვითხრა მ.თ.-მ.
ალბერტ ფარსადაშვილი ოზურგეთელი მსახიობია, ახლა ის უმუშევარია, სასადილოში ბევრი მეგობარი ჰყავს და ყოველდღე დადის გამოსაკვებად: _ უმუშევარი მსახიობი ვარ. სახლში მარტო ვცხოვრობ. არ ვიცი, თქვენ მიცნობთ თუ არა, მაგრამ წლების განმავლობაში კულტურის და თეატრის სფეროში ვმუშაობდი. ვიყავი პარკისა და კულტურის სახლის დირექტორი, შემდეგ მუშაობა დავიწყე თეატრში. ბოლო პერიოდში თოჯინების თეატრის თანამშრომელი ვიყავი, თუმცა, ბოლო ორი წელია, არ ვმუშაობ. მოვდივარ ყოველდღე უფასო სასადილოში და ვიკვებები შეძლებისდაგვარად. ხან ახლო ნათესავები მოდიან ჩემთან და მოაქვთ პროდუქტი, _ ამბობს ბატონი ალბერტი.
უფასო სასადილოს მენეჯერი ოლეგ შარაშენიძე ამბობს, რომ 2016 წელს ბენეფიციართან რიცხვი იზრდება:
_ ახალი წლიდან 155  ბენეფიციარი გვეყოლება და ამისთვის ვემზადებით. მანამდე კი ტენდერი გამოცხადდება და ვნახოთ, რა იქნება. 
_ რატომ გაიზარდა ბენეფიციართა რიცხვი? ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალური ფონი გაუარესდა?
_ ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. ჩემი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ ბენეფიციარებს, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მივაქციო და შუადღეზე ცხელი კერძები დავახვედრო. ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემს ვალდებულებებზე ვფიქრობ. ისე, ჩემის აზრით, ბენეფიციარების მომატება არ ნიშნავს იმას, რომ საგანგაშო მდგომარეობაა ქალაქში სოციალური კუთხით _ უბრალოდ, თანხა გაიზარდა ბიუჯეტში, _ გვითხრა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, ტენდერი, სამი თვით, სხვა კომპანიამ მოიგო და სასადილოდან სამი მუშახელი დაითხოვეს. ჩვენ დავინტერესდით, მოემატებათ თუ არა ხელფასი მომავალი წლიდან დარჩენილ თანამშრომლებს:
_ ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცი. როგორც გითხარით, ახალი ტენდერისთვის ვემზადებით და შეიძლება სხვა მოიგოს. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. თუ მე გავიმარჯვებ, შეიძლება ისევ დავამატო თანამშრომლები, რადგან ყოველდღე უწევთ მუშაობა _ ახალი წელი მათთვის არ არის და დასვენების დღეები, _ ამბობს შარაშენიძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სოციალური ფონი გაუარესდა:
_ მე ვიყავი უფასო სასადილოში. გავესაუბრე ბენეფიციარებს, სასადილოს თანამშრომლებს და ყველას, იქ ვინც იყო. ბენეფიციარები უმუშევრები არიან და მხოლოდ ერთჯერადი კვების იმედი აქვთ. 2016 წელს მზრუნველობამოკლებულთა რიცხვი იზრდება და  აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ,  როგორი სოციალური ფონია. ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დაპირებას რომ ასრულებდნენ, მაშინ ასეთი უმძიმესი მდგომარეობა არ იქნებოდა, _ გვითხრა ნათია შარაშენიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ ბენეფიციარების რიცხვის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში სოციალური ფონი დამძიმდა:
"ქალაქ ოზურგეთში სოციალური ფონი ნამდვილად არ გაუარესებულა. ფაქტი, რომ მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა, ეს მხოლოდ მერიის მხრიდან დაფინანსების გაზრდას ნიშნავს _ შევძელით, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი მივიღოთ", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...