სანტა კლაუსის ქრისტიანული საფუძვლები და საშობაო ტრადიციები

საზოგადოება

სანტა კლაუსის ქრისტიანული საფუძვლები და საშობაო ტრადიციები

24 დეკ. 2015, 20:39:04

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს - სანტა  კლაუსის ქრისტიანული საფუძვლები და  საშობაო  ტრადიციები. 

"გურია ნიუსი" აღნიშნულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"შობა-ახალ წელს მილიონობით ბავშვი სანტა კლაუსისგან საჩუქრებს ელოდება. თეთრწვერა მოხუცი კეთილ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს - ასეთი არის წარმოდგენა სანტა კლაუსზე. დასავლეთის ქვეყნებში ოჯახურ დღესასწაულად უფრო მეტად შობა ითვლება. გარდა იმისა, რომ შობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ თანამედროვე სანტა კლაუსის სახე ქრისტიანულ რელიგიაში ცნობილ წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოსი წმინდა ნიკოლოზი 257 წელს მცირე აზიაში ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. იგი მცირე ასაკიდანვე ეუფლებოდა რელიგიურ განათლებას. მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ოჯახის ქონება მემკვიდრეობით მას დარჩა. წმინდა ნიკოლოზს იცნობდნენ როგორც კეთილ ადამიანს და მის ქველმოქმედებაზე არაერთი ლეგენდა არსებობს.

ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდა ნიკოლოზმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს. წმინდანის ხსენების დღე 6 დეკემბერია (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ძველი სტილით 19 დეკემბერს აღნიშნავს), რამაც მისი სახელი შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს კიდევ უფრო დაუკავშირა. დღესაც, ხორვატიასა და უნგრეთში, ასევე ჰოლანდიაში საჩუქრებს შობასთან ერთად სწორედ 6 დეკემბერს ჩუქნიან ერთმანეთს. წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება.

შუა საუკუნეებში წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულები და ადგილობრივი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირდა. ვიქტორიანულ ეპოქაში არაერთმა ავტორმა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები თავიანთ ნაწარმოებებში ასახა. 1823 წელს დაიწერა დასავლეთში ცნობილი ლექსი "წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა". ზოგიერთი მას ჰენრი კლარკს, ზოგი კი ჰენრი ლივინგსტონ უმცროსს მიაწერს. პირველად სწორედ ამ ლექსში იქნა გამოსახული სანტა კლაუსი, რომელიც ირმებშებმული ეტლით ესტუმრება სახლებს და ბუხრის წინ დატოვებულ წინდებში ტოვებს საჩუქრებს.

სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში - მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj).

შეერთებულ შტატებში საშობაო საჩუქრების ავტორი გერმანული წარმოშობის მიგრანტების მიხედვით, კრის კრინგლე იყო. ეს სახელი დღესაც გამოიყენება, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. გერმანელების გარდა, წმინდა ნიკოლოზის ისტორიები კონტინენტზე ჰოლანდიელმა მიგრანტებმაც ჩაიტანეს. ნიუ იორკში მცხოვრები ჰოლანდიელი ახალმოსახლეები წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ყოველი წლის 6 დეკემბერს აღნიშნავდნენ. ინგლისურენოვანი მოსახლეობა მონაწილეობას მათ დღესასწაულებშიც იღებდა.

ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზს Saint Nikolaas-ს უწოდებდნენ, თუმცა სწრაფად საუბრისას ხშირად ეს სიტყვა როგორც Sinterklaas-ი აღიქმებოდა. ინგლისურენოვან მოსახელობას კი ეს სიტყვა ესმოდა როგორც სანტა კლაუსი. (წმინდა ნიკოლოზი - Saint Nicolas; ჰოლანდიურად - Sint-Nicolaas - Sinterkaas - Santa Claus). ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ამერიკაში სანტა კლაუსი იგივე წმინდა ნიკოლოზი და საჩუქრები არა წმინდა ნიკოლოზის დღეს, არამედ შობის დღესასწაულს უკავშირდება. სანტა კლაუსის თანამედროვე სახე - თეთრწვერა მოხუცი, რომელიც წითელ ხიფთანშია გამოწყობილი სულაც არ ჰგავს ადრინდელ სანტა კლაუსს. ამერიკულ პრესაში სახელწოდება სანტა კლაუსი პირველად 1773 წელს გაჩნდა. ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინის მიხედვით, სანტა კლაუსი მსუქანი ირლანდიელი მეზღვაური იყო, მწვანე ფორმაში ჩაცმული. თავად ირვინი ირლანდიელი იყო და ამიტომ ბევრი მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილ სანტას მის მიერ გამოგონილად თვლის. სანტას პირველი ილუსტრაცია თომას ნესტის (Thomas Nast) მიერ 1863 წელსაა შესრულებული. ამ სურათზე სანტა ამერიკის დროშის ფერებშია გამოწყობილი. გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს შტატებში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.მისი ნახატი ძალიან პოულარული იყო. უკვე 1881 წლის ილუსტრაციაში სანტა კეთილი მოხუცია, რომელსაც თან საჩუქრები დააქვს და ჩიბუხს ეწევა.    

თანამედროვე სანტას იერსახე დიდად არის დაკავშირებული კოკა-კოლასთან. 1931 წელს მხატვარმა ჰადონ სანდბმლომმა (Haddon Sundblom) გამოიყენა ნესტის ილუსტრაცია და მასზე დაყრდნობით შექმნა კოკა-კოლას სანტა. იგი პროდუქტის ლოგოს ფერებშია გამოწყობილი და ჩიბუხის ნაცვლად კოკა-კოლა უჭირავს. სწორედ ასეთი სახის სანტა კლაუსი გავრცელდა თანამედროვე მსოფლიოში და ის პოპ-კულტურის ერთ-ერთ სახედ  იქცა.

მიუხედავად ე.წ. "კოკა-კოლას სანტას" პოპულარობისა, რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.  მიუხედავად იმისა, რომ სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე სათავეს შეერთებულ შტატებში იღებს და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ისევ აქტიურად იყენებენ სანტა კლაუსის ადგილობრივ როგორც სახელს, ასევე მის - სახეს, ჩაცმულობას. შობის დღესასწაული საშობაო ზღაპრის (ქრისტეს შობის ამბავი), სანტა კლაუსისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი ტრადიციები სათავეს ქრისტიანული რელიგიიდან იღებენ და ადგილობრივი კულტურების დამახასიათებელი ნაწილია.

საშობაო ტრადიციები

დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი ტრადიცია და სიმღერა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სათავეს ადგილობრივი კულტურიდან იღებს, უმეტესობა კი ისევ ქრისტიანულ თემატიკაზეა შექმნილი. ასე მაგალითად, ცნობილია სიმღერა "შობის 12 დღე" (The 12 Days of Christmas). სიმღერა ეხება ცნობილ ტრადიციას, როდესაც შობის დღესასწაულს 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, 12 დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ის დაიწერა მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკე მრევლში. 1558-1829 წლების ინგლისში კათოლიკე ეკლესია ლეგალური არ იყო და მის მრევლს წესებისა და კათოლიკური მრწამსის დაცვა ფარულად უხდებოდა. ეს ლექსი სწორედ ასეთ გარემოში დაიწერა და მიზნად ისახავდა ქრისტიანული სიმბოლოებისა და ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემას. ყოველი დღე და ციფრი ქრისტიანულ სიმბოლოს განასახიერებს, ასე მაგალითად: პირველი დღე - ჯვარცმულ ქრისტეს, სამი ფრანგული ქათამი სამ ღვთიურ საჩუქარს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს, 4 მოჭიკჭიკე ჩიტი განასახიერებს 4 სახარებას, 7 გედი განასახიერებს სამების 7 საჩუქარს (კორინთელების მიმართ წერილი, 12:8-11, რომაელების მიმართ წერილი 12) და ა.შ.

ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებში, ასევე ჰოლანდიაში, შობის მეორე დღეს (26 დეკემბერი) აღნიშნავენ ე.წ. "საჩუქრების დღეს" (ინგლისურად Boxing Day). ტრადიციის მიხედვით, შუა საუკუნეებში ეკლესიებში ღარიბი ხალხისთვის გამზადებული იყო შესაწირი ყუთები. 26 დეკემბერს ამ ყუთებს ხსნიდნენ და გაჭირვებულებს საჩუქრებს ურიგებდნენ. ჰოლანდიაში ნივთებს აგროვებდნენ გოჭის ფორმის თიხის ყუთებში და მათ საშობაოდ ამტვრევდნენ. ეს ტრადიცია ამ ქვეყნებში დღემდეა შემორჩენილი და ადგილობრივი კულტურის სახეს წარმოადგენს. გარდა ამისა, შვედეთში 26 დეკემბერს აღინიშნება წმინდა სტეფანეს დღე. ის იყო შვედი მისიონერი, რომელიც მე-9 საუკუნეში წარმართებმა აწამეს. გადმოცემის მიხედვით, მას ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები უყვარდა. ამ დღეს ზოგიერთ გერმანულ სოფელში ცხენების დოღი იმართება. ეს და სხვა დღესასწაულები ნაწილია შობისშემდგომი 12 დღიანი დღესასწაულისა.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, საბერძნეთი, რუსეთი შობის დღესასწაულამდე 40 დღით ადრე იწყება საშობაო მარხვა. გარდა რელიგიური თემატიკისა, შობის დღესასწაული საერო და ადგილობრივი ტრადიციებითაა გაჯერებული. ოჯახურ გარემოში დღესასწაულის შეხვედრა, სასაჩუქრე წინდების გამზადება, საშობაო ზარებით კარის ან ბუხრის მორთვა, ელფების მინიატურული თოჯინებით, სათამაშოებით ნაძვის ხის ან ეზოს მორთვა მრავალ ქვეყანაში შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

საიტზე whychristmas.com თავმოყრილია საშობაო თემატიკის ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია ნახოს არაერთი ქვეყნის საშობაო ტრადიცია, გაეცნოს მათ კულტურას და გაიგოს ძალიან ბევრი რამ შობის დღესასწაულზე, მის მნიშნველობასა და სიმბოლოებზე. აქვეა საქართველოს განყოფილება, სადაც კარგადაა ნაჩვენები ჩვენი საშობაო წეს-ჩვეულებები. საიტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ალილოს ტრადიციას, თოვლის პაპას, რომელიც თავის კოშკში ცხოვრობს და ახალ წელს ბავშვებს სტუმრობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნების საშობაო ტრადიციების პოპულარიზაციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად", _ აღნიშნულია "მითების დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდათბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...