სამართლიანი სასამართლოს იდეა დღეს დასამარდა - ხატიაშვილი

საზოგადოება

სამართლიანი სასამართლოს იდეა დღეს დასამარდა - ხატიაშვილი

2015 დეკ 25 21:26:29

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს და საზოგადოებას მიმართავს.

ხატიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ მოსამართლეს დანიშვნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამსამართლიანი სასამართლოს იდეა დაასამარა“

"თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია  ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პირველი პირი დგას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, იბრძვის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვისა და  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

სამწუხაროდ, დღეს, განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მიერ მიღებულმა სკანდალურმა გადაწყვეტილებამ  სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თვალში აღიქმებოდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ–ერთ საყრდენად, მხადაჭერამ მისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის  თაობაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფას იმ პირთა მიერ, ვისაც აკისრიათ ვალდებულება იდგნენ ამ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე.

აღნიშნული მიმაჩნია, რომ არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საშინებ და საფრთხის შემცველი პრეცედენტი მოქმედი ხელისუფლების მართვის პერიოდში.

ბატონო პრეზიდენტო,

 რამოდენიმე დღეში თქვენ უნდა წარმოგიდგინონ მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით გამოიჩინოთ პრინციპულობა, რათა დღევანდელი მოვლენების ერთ–ერთი შემოქმედი ქალბატონი თეა წულუკიანი  არ მოხდეს პარლამნტის წინაშე ნომინირებული მინისტრების სიაში. როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი თეა წულუკიანი ახორციელებდა საქართველოში  სასამართლო რეფორმას რამოდენიმე წლის განმავლობაში,  რითაც იგი ასე  ძალიან ამაყობდა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია , რომ მის მიერ გაწეულმა სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი და ფიასკოთი დასრულდა, შედეგად სასამართლო „რეფორმის გატარებამ“  გამოიწვია მურუსიძის და  „მურუსიძეების“ მოსვლა სასამართლო სისტემაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაასამარა ჩვენი ოცნება ქვეყანაში დამკვიდრებულიყო სამართლიანი სასამართლო.

 ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ  არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  3 წევრმა, კერძოდ– ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და  კახაბერ  სოფრომაძემ მხარი დაუჭირეს მურუსიძის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ  ელემენტარულად ერთი წევრი მაინც არ დაუჭერდა მხარს ლევან მურუსიძეს ის  ღე არ იქნებოდა არჩეული მოსამართლის თანამდებობაზე.

თქვენთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებდა, ამიტომ  ივანიშვილმა საბოლოოდ  წაგვართვა იმ ადამიანებს სამართლიანი სასამართლო, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით სასამართლო ხელისუფლების ძალადობას სამოქალაქო საზოგადობაზე.

თეა წულუკიანმა 3 წლის განმავლობაში  ვერ  მოახერხა  წარმოედგინა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტისთვის წარედგინა ისეთი კანონპროექტი, რომლის ამოქმედება საქართველოში დაასრულებდა საააკაშვილის რეჟიმის იმ მოსამართლეების ფარფაშს, რომელნიც წლების განმავლობაში იყვნენ რეჟიმის მთავარი საყრდენი და შეპყრობილნი იყვნენ დაუსჯელობის სინდრომით.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოსტზე ნომინირება პარლამენტის წინაშე  იქნება  ირინა ენუქიძის შეურაცხყოფა.

 თქვენ რამოდენიმე წლის წინ დააჯილდოვეთ ქალბატონი ირინა ენუქიძე, მსურს შეგახსენოთ ირინა ენუქიძის მეუღლის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა  ირინა ენუქიძის დაჯილდოვების შემდეგ –„ამ ჯილდოს არავითარი აზრი არ ექნება,  თუ ლევან მურუსიძე დაინიშნება მოსამართლედ“.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა დღევანდელი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების  ერთ–ერთი შემოქმედი თეა წულუკიანი კვლავ არ იქნას არჩეული იუსტიციის მინისტრად.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი პრინციპულობა  დაგვეხმარება სამოქალაქო  საზოგადოებას, რათა საქართველოს ეღირსოს ისეთი იუსტიციის  მინისტრი, რომელიც  ბოლოს მოუღებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო სექტორზე ძალადობას,  განახორციელებს ეფექტურ სასამართლო რეფორმას და ქვეყანაში დასაბამს მისცემს  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და განამტკიცებს კანონის უზენაესობის ხელშეუხებლობას“, _ აღნიშნულია ხატიაშვილის მიმართვაში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საზოგადოებასაც მიმართავს და მოუწოდებს, ერთად იბრძოლონ "ყველა კანონიერი მეთოდით, რათა ამ ქვეყანაში დამთავრდეს უკანონობა, ძალადობა, ადამიანების წამება. აღნიშნული შეუძლია მხოლოდ სამართლიან სასამართლოს".




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...