მომავალი წლის ბიუჯეტით ჰერცეპტინის პროგრამა დაფინანსდება

gurianews.com

საზოგადოება

მომავალი წლის ბიუჯეტით ჰერცეპტინის პროგრამა დაფინანსდება

2015 დეკ 27 15:46:01

თბილისის მერია  მომავალი წლიდან მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას აპირებს  ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის. 2016 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსებაა გათვალისწინებული.

 განხორციელდება 3 ახალი პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით - 3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 250 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე, გაგრძელდება 2015 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაც.

2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ განათლება და 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.


ნახვა: 43


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...