უავტორო პასუხი და ბევრი "თუმცა"

gurianews.com

საზოგადოება

უავტორო პასუხი და ბევრი "თუმცა"

2012 მარ 30 07:39:58
2011 წლის ივლისში, ჩოხატაურის იმდროინდელი გამგებელი, გია გიორგაძე და სახანძრო დაცვის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ოზურგეთელ და ლანჩხუთელ კოლეგებთან ერთად, პოლონეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტი 16 დღეს გაგრძელდა და როგორც პოლონეთიდან დაბრუნებულმა გიორგაძემ გვითხრა, გურულებმა სტაჟირება გაიარეს ქალაქ კელცეს საგანგებო სიტუაციების მართვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტში.

_ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ძირითადად, შეეხო კრიზისული სიტუაციების დროს თვითმმართველობის როლის ამაღლებას და კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვას. მოხდა გაცნობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლონურ ვარიანტთან, რომლის მიხედვითაც, ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სახანძრო სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებსა და პოლიციას. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა ქალაქ კელცეს საგანგებო სიტუაციების და უსაფრთხოების დეპარტამენტის საორგანიზაციო სტრუქტურების გაცნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის რაიონული ჯგუფის საქმიანობის, კომპეტენციების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება საქართველოში შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბრისას, 2011 წლის 25 ივლისს გია გიორგაძე.

იმდროინდელმა გამგებელმა დააზუსტა, რომ "პოლონურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ამ ინოვაციის დამეგობრებულ ქვეყნებში დანერგვას: _ შემდგომი თანამშრომლობისა და დახმარების გაგრძელების მიზნით, პოლონური მხრიდან, გურიის რეგიონისთვის შემოთავაზებული იქნა საჭირო ტექნიკა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა. ეს ვიზიტი, შინაარსით და შემდგომი პერსპექტივის მიხედვით, შედეგიანი იყო ".

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა, პოლონური ვიზიტის შედეგი ჩოხატაურში არავის უნახავს. გია გიორგაძე ახლა გამგებლის მოადგილეა. როდესაც, გასული წლის ივლისში დაპირებულ ტექნიკაზე ვკითხეთ, ასეთი პასუხი მივიღეთ: "ტექნიკა? არ ვიცი. როცა ვიყავით, რაღაც საჭირო ინსტრუმენტები (?!) გამოგვატანეს".

_ ბატონო გია, თქვენ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, ამბობდით, რომ საჭირო ტექნიკა, მალე ჩამოვიდოდა. როდის იქნება ეს "მალე"?

_ არ ვიცი. ალბათ მალე იქნება, _ გვითხრა გიორგაძემ.

ამ "მალეს" მოლოდინში, კი მხოლოდ სახელშეცვლილი აწ უკვე "სახანძრო-სამაშველო" სამსახურის ტექნიკა სასწრაფოდ შეცვლას საჭიროებს. მეხანძრეები, ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ იმ ტექნიკით, რომელიც ჩოხატაურს გააჩნია, ხანძრის ჩაქრობა, რამდენიმე თვეში შეუძლებელი იქნება. სამსახურის ახალი უფროსი, ავთო ვასაძე კი, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს და გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თეონა ჩიგოგიძესთან გვამისამართებს.

ჩიგოგიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 2011 წლის 23 მარტიდან 2012 წლის 23 მარტის ჩათვლით, რეგისტრირებულია 38 სახანძრო გამოძახების ფაქტი. აქედან, 31 გამოძახების შემთხვევაში, მოხერხდა ხანძრის დროული ჩაქრობა და ობიექტის გადარჩენა ზარალის გარეშე, 7 შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ამ 7 შემთხვევაში შედის, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხევში დამწვარი ორი სახლი და გასულ ზაფხულს, სახანძრო სამსახურის შენობასთან ახლოს მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობდა.

მოსახლეობა სახანძრო სამსახურს ხშირად საყვედურობს, რომ, ისინი შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მიდიან, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება. როგორც აღვნიშნეთ, შევეცადეთ დაგროვილ კითხვებზე პასუხი ავთო ვასაძისგან მიგვეღო, თუმცა უშედეგოდ. პრესსამსახურმა გაგზავნილ კითხვებზე პასუხი დროულად მოგვწერა, თუმცა, ჩვენთვის უცნობია, ვინ არის იმ პასუხების ავტორი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:

_ ხშირად ისმის საყვედურები იმის შესახებ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური დროულად ვერ ახერხებს ხანძრის ადგილზე მისვლას. რა არის ამის მიზეზი და სათანადოთ არის თუ არა აღჭურვილი ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახური საჭირო ტექნიკით?

_ სახანძრო-სამაშველო სამსახურების სრულყოფილი ტექნიკური აღჭურვილობა იმდენად ძვირადღირებული ფუფუნებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქი თუ ახერხებს ამის უზრუნველყოფას. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას, ის მართალია მოძველებულია, თუმცა, ამ ბოლო დროს მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია შესაძლებლობის ფარგლებში. ამის დასტურია ისიც რომ, ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ მიმდინარე წელს მოხერხდა (?!) ამ სამსახურის ბიუჯეტის გარკვეული რაოდენობით გაზრდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეიარაღებაში ყავს სამი ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. რაოდენობის თვალსაზრისით, ტექნიკა შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად, თუმცა მათი ექსპლოატაცია გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება სახანძრო ტექნიკურ საშუალებებს და სპეციალურ აღჭურვილობას, ის ამჯერად განახლების სტადიაშია. სახანძრო-სამაშველო სამსახური ცდილობს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდეს ხანძრის ობიექტამდე და უმეტეს შემთხვევაში, ახერხებს ამას. რისი დასტურიცაა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურის მიერ გადარჩენილი 12 ობიექტი და 19 ღია ცეცხლის კერის ლოკალიზება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ, ჩვენი რაიონის ტერიტორია სიდიდისა და რელიეფის სირთულის მიხედვით, ერთ-ერთი რთული რაიონია და ძნელად მისადგომია სპეციალური ტექნიკისათვის, რის გამოც, არ არის გამორიცხული ერთეულ შემთხვევაში შეიქმნას გარკვეული პრობლემები. ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობა, მუშაობს სამცვლიანი რეჟიმის პირობებში და ყოველდღიურად ცვლაში იმყოფება შვიდი თანამშრომელი, _ ასეთია მიღებული პასუხი, რომლის ავტორი უცნობია, და მასში ბევრი "თუმცა" გვხვდება!


ნახვა: 470


 ახალი ამბები
  • სავალალო მდგომარეობა ოზურგეთის უპოვართა სასადილოშისურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში შევიდნენ. შემოწმების შემდეგ სასადილო დაიხურა. სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული ამბობს, რომ სასადილოში კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. “გეგმიური ინსპექტირების გადამოწმება იყო. აქ გაკეთებული საჭმელი საფრთხის შემცველია. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატიული ადგილის მოძებნა უნდა დაიწყოს, იმდენად სავალალო მდგომარეობა უპოვართა სასადილოში“, _ გვითხრა ნინი შეწირულმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გააკეთებს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხვალ სად მოუწევს 170 ბენეფიციარებს კერძების ... ...
  • „ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ ჩვენთან მოსვლა" - მაგული ბუზიაშვილი (R)ცისია  - 17 წლის, მარიამი - 14 წლის, ანა - 10 წლის, ერეკლე - 7 წლის, სალომე და ბარბარე წლინახევრის ტყუპები. შუადღემდე პატარებს ბებიები უვლიან, შუადღის მერე კი სკოლიდან დაბრუნებული უფროსი შვილების „ცვლა" იწყება. დედა შესვენებაზე ხანდახან შემოირბენს სახლში ტყუპებთან და მერე ისევ სამსახურში გარბის. ხშირად შესაძლოა, გვიანობამდე მოუწიოს სამსახურში ყოფნა. -         სამუშაო საათების შემდეგ მოქალაქეები თუ იქნებიან, ხომ არ მივატოვებთ, რა თქმა უნდა, ვრჩებით და ვემსახურებით, - ამბობს მაგული ბუზიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის ფილიალის უფროსი ოპერატორი. მუშაობა 1997 წელს, ჯერ კიდევ მიწის მართვის სამმართველოში დაიწყო, 2004 წლიდან კი საჯარო რეესტრის გუნდის წევრი გახდა. -         მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ჩვენი თანამშრომლები, ხელმძღვანელობა მართლაც ერთი დიდი ოჯახი ვართ და მუდმივად ვგრძნობ მათ ყურადღებას და თბილ დამოკიდებულებას. ოჯახის შემდეგ ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი სამსახური დგას და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მოქალაქეების ნაკადი მართლაც დიდია. მათთან ურთიერთობაში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ, სიამოვნებდეთ ჩვენთან მოსვლა. ამიტომ სამსახურში დაღლა არ უნდა შემეტყოს, მიუხედავად საშინაო საქმეებისა და ბავშვების მოვლისა. მუშაობის დაწყებიდან სხვადასხვა ეტაპი და საფეხური გაიარა, სამი წელი გორშიც უწევდა სამსახურში სიარული, მაგრამ მისთვის არც ეს გამხდარა დაბრკოლება და სამსახურისა და ოჯახის საქმეებს მაშინაც ართმევდა თავს. -         გვაქვს პატარა ბაღიც, მცირე მეურნეობა, მოგვყავს მოსავალი, რომ ოჯახს მცირე დამატებითი შემოსავალი მაინც ჰქონდეს. მხოლოდ წელს დავამუშავეთ ტრაქტორით, აქამდე კი ხელით ვმუშაობდით. დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში წასვლამდე ვთესავდი და ვუვლიდი ბაღს", - მორიდებულად საუბრობს, თავის შექებას ერიდება და ამ ყველაფერში თითქოს, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.  სალომე და ბარბარე ერთმანეთს ეცილებიან, ორივეს დედას კალთაში უნდა. ცოტა ხანში უფროსი ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ბარბარე უფროს დასთან, ცისიასთან ინაცვლებს - უახლოესი მეგობრები არიან. სალომე გვათვალიერებს და თან დედას არ სცილდება. -         ბავშვების აღზრდაში ჩემმა მეუღლემ უდიდესი როლი შეასრულა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა და პატარების მოვლა მას უწევდა. ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მეუღლის მამას, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. დილა იწყება შეძახილებით „ჩქარა, არ დაგაგვიანდეთ". დედა ცდილობს, ყურადღება თანაბრად გაანაწილოს ბავშვებზე. -         გოგოები მუსიკაზე დადიან, ერეკლე ანსამბლში ცეკვავს. მარიამს ექიმობა უნდა, ცისიას იურისტობა, ერეკლეს სტიქაროსნობა. კარგად სწავლობენ, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ზრდილობიანი ბავშვები არიან. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა სკოლაში, მშობელთა კრებებზე მისვლა.  მარიამმა და ანა დედას თხოვნით ფორტაპიანოზე მცირე ზომის ნაწარმოებები შეასრულეს, ერეკლემ რაჭული სიმღერა გვიმღერა. მეუღლე - კობა კორკოტაძე სამსახურიდან ბრუნდება და პატარა სალომე ხელებში აფრინდება. -         ორი პატარა ერთად მართლა რთული მოსავლელი ყოფილა - ღამით მორიგეობით ვაძინებდით და ვუვლიდით, მაგრამ ეს ამავე დროს უდიდესი ბედნიერებაა, - ამბობს მაგულის მეუღლე. თავად ისიც მრავალშვილიანი ოჯახის შვილია - ექვსი და-ძმიდან კობა უმცროსია. მის ერთ ძმას ასევე 6 შვილი, მეორეს - 4, ერთ-ერთ დას კი 5 შვილი ჰყავს. -         ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, მართლაც ძალიან ბევრი ვართ და არის დიდი ჟრიამული. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და მათ შორის ტყუპები. შესვენების შემდეგ მაგული ისევ სამსახურში ბრუნდება, პატარები დედას გამოეტირნენ, მაგრამ უფროსებმა დაამშვიდეს და აივანზე გამოშლილები სახლში შეაბრუნეს. საღამომდე კვლავ მოქალაქეების მომსახურებას გააგრძელებს. საღამოს კი ისევ დიდი ოჯახი და  დიდი მხიარულება ელის.  ... ...
  • ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდადღეს, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მის საფლავთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებდნენ. ზაზა დამენია _ საქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირი, აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული ... ...
  • „ნუ იქნებით კურდღლები“ _ ნათელაშვილი ტაქსისტებს მიმართავს„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსების ლიცენზირების საკითხს აპროტესტებს და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა,  შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტაქსების მძღოლებსა და მათი ოჯახების წევრებს მშივრებს დატოვებს. „ხელისუფლება ასიათასობით ტაქსისტსა და მათი ოჯახის წევრებს მშიერს ტოვებს. კალაძე -ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაყვანაზე. მათ შორის, ამ სფეროში შეუდგა რეგულაციებს, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, რომლებმაც თვითდასაქმებით მოიპოვეს სარჩო. ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული დატოვოს ქვეყანა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს არც მეტი და არც ნაკლები საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი ყაჩაღ ტყემალაძის შვილი, უმცროსი ტყემალაძე. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ზუსტად ახდა. ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდნენ და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირეს ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც უშიშროების დავალებით ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ საარჩევნო პერიოდში,“_განაცხადა ნათელაშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასევე ტაქსისტებს გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ და ინტერესების დაცვისთვის საბრძოლველად მოუწოდა. „მივმართავ ტაქსისტებს. მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები. თქვენი ინტერესის დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით, ქუჩის გადაკეტვებით და არა რომელიმე პარტიამ ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და მერე მოგეხმარებათ ყველა. როდესაც ასე შეშინებული ხართ ბუჩქებში შემძვრალი და აი, აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე არაფერი არ გეშველებათ არასოდეს აღმაშენებელი, რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფე, რომ დაბრუნდეს საიქიოდან“,_განაცხადა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ დაჯარიმდებიან. ამავე თემაზე: სად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის ... ...
  • ვინ და რატომ აძლევს სასტუმრო „ველმონდის“ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ვადასსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება. როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას“,_ წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...