ჩოხატაურის რამდენიმე სოფელი ისევ უშუქოდაა _ "დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა"

საზოგადოება

ჩოხატაურის რამდენიმე სოფელი ისევ უშუქოდაა _ "დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა"

2016 იან 1 00:06:54

დიდივანი, შუასურები, ზემო სურები, თავსურები, ზოტი, ჩხაკაურა, ქვაბღა, ქვენობანი, ბასილეთი, ვანზომლეთი ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე უშუქოდ დარჩა. მოსახლეობა დახმარებას "გურია ნიუსს" სთხოვს და "ენერგო პრო ჯორჯიას" უყურადღებობაში ადანაშაულებს:

_ თოვლი რომ მოვიდოდა ერთი კვირით ადრე იცოდა ყველამ. თუმცა "ენერგო პრო ჯორჯია", როგორც ყოველთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო ბოძები წაიქცა _ 10 თეთრი რომ დაგრჩეს გადაუხდელი შუქს გამორთავენ და ამდენი ხნის განმავლობაში ბოძების გამოცვლა ვერ მოახერხეს.

წუხელ მერე ამდენი სოფელია გამორთული და ამბის მკითხავიც კი არ გვყავს. ძალიან გთხოვთ თქვენ მაინც დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა. რამდენიმე საათში ახალი წელი დგება და ჩვენ ისევ შუქის მოლოდინში ვართ,  _ აღნიშნავენ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას მოქალაქეები.

განსაკუთრებით აღშფოთებულები არიან სურების ხეობაში მცხოვრები ადამიანები:

_ წელს გამოცვალეს ბოძები და ახლა ამბობენ ბოძები წაიქცაო. 70 სანტიმეტრმა თოვლმა თუ ვერ გაუძლო რა დანიშნებულება აქვს ბოძს? ეს იმის ბრალია, რომ მათ პასუხს არავინ სთხოვს, _ ამბობენ სურებლები, რომლემბსაც ამ დრომდე არა აქვთ პასუხი კითხვაზე მოხერხდება თუ არა ახალ წელს შუქის ჩართვა.

_ შევარდნაძის დროს ახალი წლის მოსვლა იმიტომ გვიხაროდა, რომ შუქი მოდიოდა?! მთავრობას არ უსაყვედუროთო და აბა რა გავაკეთოთ?! სადაა მთავრობა? რატომ არ სთხოვს ამ კომპანიას პასუხს? სტიქიის და თოვლის ბრალიაო _ ამ კომპანიისთვის სულ სტიქია და სულ პრობლემაა. ნიავის ამოვარდნაზეც კი შუქი ითიშება, _ აცხადებენ მოქალაქეები.

"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის გატიშვა სტიქიამ გამოიწვია. მისივე თქმით დიდთოვლობის გამო რამდენიმე ბოძი წაიქცა და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დვალიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის,  სურების ხეობის გარდა ყველგან მოხერხდა ელექტროენერგიის ჩართვა, თუმცა ჩვენს მიერ გადამოწმებული, დაზუსტებული ინფორმაციით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფელი ისევ უშუქოდაა.

კომპანიის ჩოხატაურის ოფისის მენეჯერი ვანო ჭარბაძე გვიმტკიცებს, რომ ზოტში  და ჩხაკაურაში შუქი ჩაირთო, თუმცა, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ იქ მცხოვრები ადამიანები.

სოფელ ზოტის მაჟორიტარი დეპუტატის უშანგი ართმელიძის თქმით კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაცია სიმარრთლეს არ შეესაბამება და ზოტელები ორი დღეა შუქის მოლოდინში არიან.

ჭარბაძე ამბობს, რომ კომპანიის თანაშმრომლები მთელი დღეა მუშაობენ და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს:

_ მეც სამსახურში ვარ და ყველა ჩემი თანამშრომელი დაზიანებულ ობიექტებზეა გასული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალ წელს არცერთი ოჯახი არ დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე, _ ამბობს ჭარბაძე.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?