"უნდა ვიცოდეთ, რომელი მწარმოებლის მედიკამენტი შემოდის ბაზარზე"

საზოგადოება

"უნდა ვიცოდეთ, რომელი მწარმოებლის მედიკამენტი შემოდის ბაზარზე"

6 იან. 2016, 17:07:56

კლინიკა “ინტერმედის” კარდიოლოგმა თამარ მანჯგალაძემ. მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები ვეღარ ახერხებენ წამლების შეძენას, რადგან მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირებულია: ,,მედიკამენტები ძალიან გაძვირდა და  ფასი ყოველდღიურად მატულობს. პაციენტები ვეღარ ახერხებენ შესაბამისი წამლის შეძენას უსახსრობის გამო და აქედან გამომდინარე, ექიმებსაც ძალიან უჭირთ მათთვის რეცეპტის გამოწერა. მედიკოსები ცდილობენ, რომ პაციენტის სახსრების შესაბამისად დანიშნონ მედიკამენტოზური მკურნალობა. მართლაც, ძალიან რთული სიტუაციაა ამ მრივ, და კარგი იქნება, თუ როგორმე დარეგულირდება შექმნილი პრობლემები. სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს, მისაღებია, ამავე დროს უნდა გამკაცრდეს ხარისხზე კონტროლი, ასევე აუცილებელია, ჯენერიკების შესახებ  პაციენტებში გაიზარდოს ინფორმირებულობის დონეც. ასეთ დროს, ჯენერიკების მიმართ ნდობა გაიზრდება და მისი ხარისხიც ეჭვის ქვეშ აღარ იქნება’’.

ოჯახის ექიმმა ანა ანთაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და დღეს არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა: ,,ყველა მედიკამენტი გაძვირებულია. პაციენტები, ფიზიკურად, ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას და მკურნალობას. მართლაც, რომ კატასტროფულ სიტუაციაა ამ მხრივ. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო დაარეგულირებს პრობლემებს და ინიციატივას, რომელიც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს, მივესალმები. ამათან, მედიკამენტების ხარიხზე კონტროლის გამკაცრებით ინდური წარმეობის მედიკამენტების მიამრთ ნდობა ამაღლდება და პაციენტი მის ხარისხსა და ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აღარ დააყენებს“.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა  და ჯენერიკ პრეპარატების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საზოგადოებრივი დამცველის“ და ,,ჯანმრთელი სამყაროს“ დამფუძნებელმა ირინა ფუტკარაძემ ისაუბრა: “საქართველოს მედიცინის ერთ–ერთი უდიდესი პრობლემა და გამოწვევა არამხოლოდ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა, არამედ   უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული მედიცინისთვის მედიკამენტების მოხმარების მაღალი პროცენტულობა. 100 პროცენტიდან დაახლოებით 65–70 % შემთხვევებში მკურნალობის გეგმაში მედიკამენტოზური მკურნალობის წილია. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი  საინფორმაციო კამპანია აქვს ჩასატარებელი, შეიმუშაოს რეკომენდაციები  სხვადასხვა საერთაშორისო, თუნდაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად. იქნებ როგორმე დავწიოთ მედიკამენტების როლი მკურნალობაში, რაც ძალიან მაღალია და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია“.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა  ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ–ერთ გამოწვევად რჩება. „მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს აპელირებას ამ საკითხზე. მაგრამ არის მეორე მხარე – ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ვიცით, რომ მედიკამენტები ძალიან ძვირია და ფასი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. შემომტანს წამალი ისედაც მაღალ ფასში შემოაქვს და თუ ვალუტის კურსთან მიმართებაში ცვლილებები მოხდება,  ეს წამლის ფასის კატასტროფულ მატებას გამიწვევს. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება, მერწმუნეთ, არ დაარეგულირებს ამ პრობლემას, რადგან ქართული ბაზრის დიდი ნაწილი ისედაც მოიცავს ჯენერიკებს და საკმაოდ ძვირი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს საერთაშორისო ბაზრები. წამყვან ევროპულ  ქვეყნებს, მათ შორის, ინგლისსა და გერმანიას, ამ მიმართულებით  დაწესებული აქვს ფასნამატის ზედა ზღვრები და იქ შემომტანმა იცის, რომ რომელ პრეპარატზე რა ფასია მისაღები და მასზე ძვირად ვერ შემოიტანს მედიკამეტს ბაზარზე. წარმოიდგინეთ, ეს ხდება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია მაღალ დონეზეა და ბიზნესი თავისუფალ გარემოში მუშაობს.  სახელმწიფომ რომ დააწესოს ზღვარი, ბუნებრივია შემომტანი კომპანია ან კერძო პირი დაარეგულირებს პრობლემას. ასეთი ლიბერალური მიდგომა, როგორიც დღეს მედიკამენტების ბაზარზე არის, მიუღებელია. ეს არის შესასწავლი თემა, არსებობს აპრობირებული, კარგად გამოცდილი მეთოდები, რომელთა დანერგვაც შეიძლება, რაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას მოაგვარებდა ქვეყანაში“.

როდესაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, იქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხარისხის პრობლემაც. დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბუნდოვანია  რეალურად რა ხარისხის მედიკამენტი შემოდის. მაკონტროლებლები მხოლოდ ეყრდნობიან იმ დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც შემოდის ბაზარზე მედიკამენტები.

აქედან გამომდინარე, უნდა გაძლიერდეს შიდა კონტროლის მექანიზმები. შეიძლება ასიათასობით მედიკამენტის კონტროლი და შესწავლა არ მოხდეს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ შერჩეული იქნას მედიკამენტები რიგითობის ან რაიმე სხვა მეთოდით და იქნას შესწავლილი?! ვრცელდება ინფორმაცია ინდური წარმოების მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოტანის შესახებ. ვინც ცოტა ღრმად არის ჩახედული მედიკამენტების მწარმოებლებთან მიმართებში, მან იცის, რომ ინდოეთში არის მღალი სტანდარტის წარმოებები და მართლაც ძალიან სერიოზული წამლების წამოება ხდება იქ. ხელაღებით იმის თქმა, რომ არცერთი ინდური წამალი არ ვარგა, არ შეიძლება. უნდა ვიცოდეთ რომელი მწარმოებლის მედიკამენტი შემოდის ბაზარზე და მხოლოდ შემდეგ ვიმსჯელოთ. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ ზრუნავენ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ბუნებრივია, პოზიტივია, მაგრამ უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს ეს საკითხი“, – განმარტა ირინა ფუტკარაძემ.




 ახალი ამბები
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...