ნანა კაკაბაძე: "ომბუდსმენის ანგარიში ფასადურია"

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: "ომბუდსმენის ანგარიში ფასადურია"

30 მარ. 2012, 11:14:58
ევროპის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, რომელსაც 26 ათასამდე პატიმარი ჰყავს. ხოლო ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის უფლება არ აქვთ. ქვეყანაში მხოლოდ სახალხო დამცველის ინსტიტუტს აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის უფლება. ომბუდსმენმა 2011 წლის ანგარიში უკვე გამოაქვეყნა და საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა შესასწავლად. ომბუდსმენი ანგარიშში პატიმრების უფლებებზეც საუბრობს. რა მნიშვნელოვანი საკითხები არ მოხვდა და რა შეფასება მოჰყვა ომბუდსმენის ანგარიშს, ამ საკითხზე "გურია ნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში რამდენად რეალურად არის ასახული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები?.

_ სახალხო დამცველი მართლაც მიუთითებს რიგ პრობლემებზე, მაგრამ საერთო ჯამში, სამწუხაროდ, ეს არ არის რეალობის ამსახველი.

_ რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ანგარიში?

_ ჩემთვის ასეთი ანგარიში არის ფასადური, რომელიც ერთის მხრივ, აწყობს ხელისუფლებას. თითქოს, ხელისუფლება იღებს ომბუდსმენის კრიტიკას. მეორე ხელს აძლევს სახალხო დამცველს, რომელიც კომფორტულად არის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები ანგარიშში კითხულობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ შენიშვნებსაც. მაგრამ პრობლემა არის გაცილებით სერიოზული, მოითხოვს აქტიურ და რეალურ ქმედებებს ომბუდსმენისგან. მათ შორის, კონკრეტული პირების საკითხის დაყენებას პარლამენტის წინაშე. სახალხო დამცველმა ერთხელ მიპასუხა, რომ არ აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება. მან ძალიან კარგად იცის, რა იგულისხმება პარლამენტის ტრიბუნიდან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში. შეასრულებს თუ არა ხელისუფლება, ეს სხვაა. მაგრამ მან უნდა თქვას, ვინ არის ამაში დამნაშავე.

_ რას გულისხმობთ ფასადურში?

_ ობმუდსმენს ამ სიტუაციაში ამაზე რბილი ანგარიშის გაკეთება არ შეეძლო, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში. თუ ორი- სამი წლის წინ, ჯერ კიდევ არსებობდა მითი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლებისა, ეს მითი თანდათანობით დაიმსხვრა. მითუმეტეს, ქვეყნის შიგნით ყველამ ყველაფერი იცის. ამაზე რბილი ანაგრიში გამოიწვევდა სერიოზულ თავდასხმებს სახალხო დამცველზე.

_ რა პრობლემები არ არის ასახული სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში?

_ ანგარიშში მკაფიოდ არ არის ნათქვამი, რომ პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა არის ხელისუფლების პოლიტიკა და არა დარღვევების ცალკეული შემთხვევები. როგორც თვითონ წერს, დღეს, საქართველოს ციხეები არა მხოლოდ გადატვირთულია, არამედ პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ისე, თუ ჩატარდება კვლევა, დადგინდება, რომ არა მარტო ევროპაში, შეიძლება, საქართველო მსოფლიოში პატიმარტა რაოდენობით პირველ ადგილზე იყოს. ეს იმ პოლიტიკის ანარეკლია პრეზიდენტმა პარლამეტის ტრიბუნიდან რომ ბრძანა: "ყველანი ციხეში. ნულოვანი ტოლერანტობა". ქვეყანაში ყოველ მეორე ოჯახს პატიმარი ან პრობაციონერი ჰყავს. სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამის წინააღმდეგ უნდა ილაშქრებდეს, რაც არ წერია ანგარიშში. გადატვირთულ ციხეებში საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ პოლიტპატიმრებს. მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, სახალხო დამცველს გაეკეთებინა შედარებები. ამიერკავკასიის რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტპატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ. ომბუდსმენს ხელისუფლებისთვის უნდა ეთქვა, რომ ის ყალბი პიარი, თითქოს, საქართველო დემოკრატიის ოაზისია, ეს არის ტყუილი. რეალობა ასეთია, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე პოლიტპატიმართა, პატიმართა და ბავშვების გარდაცვალების რაოდენობით და ა.შ.

_ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ პატიმრების მიმართ დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან არის ცუდი მოპყრობა, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული მათი ვინაობა.

_ სწორედ ეს არის მთავარი. ანგარიშში არ არის საუბარი კონკრეტული პირების დანაშულზე. არ ვიცი, ომბუდსმენი პარლამენტში დააყენებს თუ არა ამ პირების იურიდიული პასუხისმგებლობის და მინისტრის პილიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. თუ დააყენებს, ძალიან კარგი, მაგრამ მის ანგარიშში ეს არ ჩანს. თავს არიდებს საუბარს იმაზე, რაც დღეს ციხეებში ხდება, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არ საუბრობს იმაზე, რომ რევოლუციამდე პატიმართა რაოდენობა 6000 ადამიანს არ აღემატებოდა. დღეს კი ოფიციალური მონაცემით 26000 პატიმარი გვყავს. არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო კავკასიის რეგიონში, რომელსაც გამჭვირვალე ციხეები ჰქონდა, სადაც მონიტორინგი ტარდებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მეთვალყურეების მხრიდან. კავკასიაში, განსხვავებით აზერბაიჯანისა და სომხეთისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ ტარდება მონიტორინგი. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის უფლება არ აქვთ. მონიტორინგის უფლება საქართველოში მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს, თუმცა ჩანს, რომ არასაკმარისი და არასრულფასოვანია. ეს უფლება უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 2003 წელს, რევოლუციამდე მონიტორინგის უფლება არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჰქონდათ, მაგრამ 2004 წელს ეს უფლება გაუქმდა. ამაზე არ საუბრობს. ჩვენ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც მონიტორინგი არ არსებობს, რაც არის საფუძველი იმისა, რომ დღეს ციხეებში არის წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და გარდაცვალების ასეთი მაღალი რიცხვი. ის რაც ხდება და ვიცით, ოფიციალური მონაცემებია, არაოფიციალურად კი, გაცილებით მძიმე სიტუაციაა. ანგარიშში არ არის საუბარი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეზე, რომელიც ამ მიმართულებით გატარდა, რაც ნამდვილად არ არის ლიბერალური კანონი. პირიქით, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ხელისუფლება, რაც შეიძლება მეტად ზღუდავს პატიმართა უფლებებს და არ საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც დააბრუნა გრძელვადიანი პაემნები, თუმცა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს არსებობდა სამ დღიანი პაემანი, რომელიც ამ რეჟიმმა აკრძალა. ახალი კანონით შესაძლებელია ერთდღიანი გრძელვადიანი პაემანი, თუმცა გრძელვადიანი რატომ ჰქვია, ვერ მივხვდი. იგი იმდენად ძვირად ღირებულია, რომ მასზე ხელმისაწვდომობა პატიმართა უმრავლესობისთვის შეუძლებელია. მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებაში მუშაობს გრძელვადიანი პაემანი. თუ ომბუდსმენი გამოაქვეყნებს რიცხვს, რამდენმა პატიმარმა ისარგებლა ამ პაემნით, ნათელი გახდება, რომ პატიმართა უმეტესობას არ აქვს საშუალება, ფასიანი პაემანი გამოიყენოს ოჯახთან შეხვედრისთვის. ეს კანონი არსებობს თვალის ასახვევად.

_ ანგარიშში საუბარია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

_ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებში ჯერ კიდევ არის პრობლემა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. განსაკუთრებით, ეპიდემიურ ხასიათს იძენს ტუბერკულიოზი, C ჰეპატიტი. რაც დრო გადის, ადმინისტრაცია ხელს იღებს ასეთი პატიმრების მკურნალობაზე. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სისტემაში უამრავი სხვა პრობლემებია: წამება, პენიტენციალური სისტემის მართვის ფორმა, კარცერების გამოყენება, როგორც წამების ოთახი. სერიოზული მონიტორინგის ჩატარების შემთხვევაში, ამის უამრავი ფაქტი დადასტურდებოდა. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს იქ არსებულ რეალობას, შემცირდეს ღირსების შემლახავი მოპყრობები, შეიქმნას პატიმრებისთვის ადამიანური პირობები, სისტემა უნდა გახდეს გამჭვირვალე. ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ეთმობა სახალხო დამცველის ანგარიშში. მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების საამებლად გაკეთებული.

_ ანგარიშში არის ჩამოთვლილი ქუთაისის და ზუგდიდის საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა, მოყვანილია რამდენიმე პატიმრის მაგალითი.

_ ჩამოთვლილი არის, მაგრამ არ არის განზოგადებული.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?