სოფლებში არსებული საექიმო ამბულატორიები "მედალფას" დაექვემდებარება

საზოგადოება

სოფლებში არსებული საექიმო ამბულატორიები "მედალფას" დაექვემდებარება

2012 მარ 30 14:10:00
გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში არსებული საექიმო ამბულატორიები, 1 აპრილიდან კერძო კომპანიის შპს "მედალფას" დაქვემდებარებაში გადავა. ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" შპს "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ანთაძემ დაუდასტურეს. მათი განცხადებით, გურიაში მოქმედი ყველა სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფომ მართვაში კერძო კომპანიას გადასცა და ამ კომპანიამაც სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება.

აღნიშნულმა ცვლილებამ, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში მომუშავე ფიზიკური პირების უკმაყოფილება გამოიწვია. ცვლილების შესახებ სოფლის ექიმებს შპს "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ განუცხადა. თუმცა მედიცინის მუშაკებმა ხელშეკრულებებს ხელი არ მოაწერეს, უფრო მეტიც, გაფიცვის მოწყობა გადაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ხელფასი ნაკლები ექნებოდათ და ყველაზე დაზარალებული ამ შემთხვევაში ექთნები დარჩებოდნენ. თუმცა, იმ დღეს სიტუაციის განმუხტვას გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ცდილობდა. ლევან ანთაძის თქმით, გუბერნატორმა ექიმებს და ექთნებს შეპირდა, (?) რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და მათ ხელფასები არ მოაკლდებოდათ.

"გურია ნიუსს" არაერთი განაწყენებული ექიმი და ექთანი ესაუბრა:

_არ ვიცით, რა ხდება, თუმცა გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არისო. ჩამოსული იყვნენ შპს "მედალფას" მმართველები და ასე გვითხრეს, პირველი აპრილიდან თქვენ დაექვემდებარებით "შპს მედალფას"და იქნებით ჩვენი პირადი თანამშრომლებიო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ექიმები 2 საათზე ვიყავით დაბარებული. დილით იყვნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის წარმომადგენლები. იყო გუბერნატორიც. ჯერჯერობით, ვართ ადგილზე და ველოდებით რას დაგვირეკავენ, _გვითხრეს ექიმებმა.

_გადავყავართ მათ დაქვემდებარებაში, ექთნების ხელფასი მცირდება, კარგს არაფერს ველოდებით. ჯერჯერობით, მხოლოდ დაპირების იმედად ვართ და არ ვიცით, რა იქნება, _გვითხრეს ექთნებმა.

ალეკო თავბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნარუჯის ექიმი: სოფლის ამბულატორიები _ ჯანდაცვის ეს რგოლი სამართავად გადასცეს კერძო კომპანიას. ამან გამოიწვია ის, რომ შპს "მედალფამ" განაცხადა, ფინანსები, რომელსაც ამბულატორიებისთვის გვირიცხავენ, შესაძლებლობა არ გვაქვს, აქედან მოგცეთ ხელფასიო. "მედალფამ" ის თანხაც შეგვიმცირა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები გვიხდიდნენ გარკვეული რაოდენობით. თავიდან იყო 60 თეთრი, მერე 48 თეთრამდე შეამცირეს, ბოლოს 12 თეთრი იყო და ახლა საერთოდ გააუქმა. ჩვენ ვუთხარით, რომ არ მოგვწონს ეს პირობები.

_არც ჩვენ გვინდოდა ის, რაც მოხდა, მაგრამ დაგვავალეს და რა ვქნათო, ჩვენ კერძო სტრუქტურა ვართ და მეტს ვერაფერს შემოგთავაზებთო, _ გვითხრეს.

_ბატონო ალეკო, ვინ გითხრათ ეს?

_ეს სიტყვები, ჩვენთან შეხვედრისას, ზაზა ჯაფარიძემ თქვა. რატომ დარჩა ასე ჰაერში გამოკიდებული სოფლის ამბულატორიები? ყველა ქვეყანაში ძირითადი აქცენტი სოფლის ამბულატორიებზეა გადატანილი. ასე კვალიფიციური დახმარება ეწევა პაციენტს. ეს პირველი რგოლი ჩვენთან მოიქნიეს. ვერ გეტყვით, რატომ. გეკითხებით, პასუხი ვინ უნდა გაგვცეს? ამასთან დაკავშირებით გაფიცვის მოწყობაც გადაწყვიტეს. გუშინ ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერა უნდა მომხდარიყო, "მედალფასთან" შეერთების გამო და ამ ყველაფერმა აღშფოთება გამოიწვია. ექიმებმა და ექთნებმა არ მოაწერეს ხელი. ბატონი გუბერნატორიც იქ იყო, რომელმაც განაცხადა, დაწყნარდით, გვადროვეთ და ყველაფერს გავარკვევთო.

_ბატონო ალეკო, თქვენი აზრით, მოაწერენ თუ არა ექიმები ხელს ახალ ხელშეკრულებას?

_როგორც გითხარით, ხელი არავის მოუწერია. ჯერ არავინ შეგვხმიანებია, ველოდებით, რა იქნება, წინაწარ ვერაფერს გეტყვით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსმა" რამდენჯერმე სცადა ვალერი ჩიტაიშვილთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს გუბერნატორმა არ უპასუხა.

"გურია ნიუსი" ასევე დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანია "ალფას" და ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურებს, რომლებმაც ჩვენს კითხვებს მოუსმინეს და გვითხრეს, რომ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და მოგვიანებით დაგვირეკავდნენ. თუმცა ისინი არ შეგვეხმიანნენ და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

შპს "მედალფას" გენერალური დირექტორი ზაზა ჯაფარიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო.

_ყველაფერი არის ისე, როგორც იყო, ოღონდ მართვაში გადმოეცა კერძო კომპანიას. ცნობილია, რომ კერძო კომპანია უკეთ მართავს სტრუქტურას, ვიდრე სახელმწიფო.

_ანუ, ბატონო ზაზა, თქვენ უკეთესი მენეჯმენტი გაქვთ, ვიდრე სახელმწიფოს?

_რა თქმა უნდა. აბა რატომ გადმოგვეცა სასწრაფო? იმიტომ, რომ მენეჯმენტს უკეთესად აწარმოებს კერძო კომპანიები. ამას კი არ ვიგონებ, ეს არის ცნობილი ფაქტი. ასე ხდება ბევრ სფეროში.

_ბატონო ზაზა, მაშინ რატომ აპროტესტებენ ექიმები და ექთნები ამ გადაწყვეტილებას? თქვენი აზრით, მათ არ იციან, კერძო კომპანიაში უკეთესი პირობები არის თუ არა? მედიკოსებმა ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას.

_ამას დრო უნდა, რომ გაიგონ. (?) თავიდან ადამიანი ხანდახან ვერ იგებს იმას, რასაც სთავაზობენ. ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მივესალმებით ამას.

_ბატონო ზაზა, თქვენ ექიმებს შეხვედრაზე განუცხადეთ, რომ ჩვენც არ გვინდოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ დაგვავალეს და მეტი გზა არ გვაქვსო. . . ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და იქნებ, გვითხრათ, ვინ დაგავალათ?

_ ვინ დაგვავალა და სახელმწიფომ, ეს იყო სახელმწიფოს ნება. პირველი აპრილიდან სოფლის ექიმების ინსტიტუტი იქნება კერძო კომპანიის ქვემდებარე, _გვითხრა ჯაფარიძემ.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შპს "მედალფას" გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან ანთაძესაც ესაუბრა.

_სოფლის ამბულატორიები ისევ ისე მოემსახურება სოფელს, როგორც ადრე. არაფერი არსად არ გადასულა, რასაც სახელმწიფო უკვეთავდა ფიზიკურ პირებს, ექიმებს და ექთნებს, უშუალოდ გურიის რეგიონში, ისე შეუკვეთავს შპს "მედალფა" მათ. ჩვენ ვიქნებით ვალდებული სახელმწიფოს წინაშე ჯანდაცვის საქმანობაზე, თუმცა სახელმწიფო პროგრამა რჩება ისევ ისე.

_ბატონო ლევან, როგორც ვიცით, ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმები და ექთნები განაწყებული არიან. მათ პროტესტის ნიშნად გაფიცვის მოწყობაც გადაწყვიტეს. არ მოაწერეს ხელშეკრულებებს ხელი, სიტუაცია კი ჩიტაიშვილმა განმუხტა?

_გაფიცვის რა მოგახსენოთ, უკმაყოფილება ექთნების მხრიდან ნამდვილად იყო, რადგან მათ შეიძლებოდა შეხებოდათ ხელფასის კლება. 75 ამბულატორიაა და მართვას, ელემენტარულად, სჭირდება ხარჯები, რომელიც გაწერილი არ არის. თვითონ პროგრამის არსი მოიცავდა ფიზიკური პირების შეკვეთის მიცემას და შესრულებას. მცირდებოდა ექთნის ხელფასი, მაგრამ მათ შორდებოდათ კომუნალური გადასახადები. ამიტომ ექთნების მხრიდან, ნამდვილად იყო უკმაყოფილება, ფორმდებოდა ხელშეკრულება, მოვიდა გუბერნატორიც, რომელმაც დაპირდა მედპერსონალს რომ სიტუაციას გაარკვევდა. სთხოვა მათ, რომ თავი შეეაევებინათ ასეთი ხმაურისგან და ექთნებს რომ დღეს ხელფასები არ უმცირდება ეს ჩიტაიშვილის აქტიური ჩარევის შედეგი და დამსახურებაა.(???)

_ესე იგი, ბატონო ლევან, ექთნებს და ექიმებს ხელფასი არ შეუმცირდებათ?

_არა, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო. ასევე იქნება ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც.

_თქვენი აზრით სიტუაცია დარეგულირებულია ?

_ სამედიცინო ცენტრში დასარეგულირებელი არაფერი არ ყოფილა და არ არის. ყევლაფრი დარეგულირებული და მოწესრიგებულია. როგორ მომსახურებასაც ღებულობს გურიის მოსახლეობა ჩვენს ახალ სამედიცინო ცენტრში, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მომსახურება დასავლეთ საქართველოში სხვაგან არსად არის.




 ახალი ამბები
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს.აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ... ...
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...