წლის კურიოზული მითები და დეზინფორმაცია

საზოგადოება

წლის კურიოზული მითები და დეზინფორმაცია

2016 იან 4 15:55:57

უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში რუსული მედია დიდ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს საინფორმაციო/პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად. უკრაინის მთავრობის დემონიზაცია, მათი ფაშისტებად წარმოჩენა, ისეთი სურათის დახატვა თითქოს უკრაინაში რუსულ კულტურას ფიზიკურადაც ებრძვიან რუსული პროპაგანდის რჩეული თემებია. მედია რეალობას ზოგჯერ ძალიან სცილდება და საქმე ისევ კურიოზულ ვითარებამდე მიდის.

ვებ-პორტალი Russia Lies უკრაინის შესახებ რუსულენოვანი მედიის მიერ გავრცელებულ 60 ყველაზე გახმაურებულ ტყუილს შორის არაერთ კურიოზულ მითს ავრცელებს.

არყის ხეების ისტორია

2012 წლის 23 ოქტომბერს უკრაინულ სატირულ ონლაინ გამოცემა "The Onion" (UA Review) - ში გამოქვეყნებული სახუმარო მასალა რუსულ მედიაში სერიოზულად აღიქვეს და 2014 წლის ივნისში ფართოდ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქალაქ ლვოვში უკრაინელმა ნაციონალისტებმა არყის ხეების მოჭრა დაიწყეს. გამოცემის მიხედვით, აქტივისტებმა ხეები რუსული კულტურის გავლენის შესამცირებლად მოჭრეს.

კოსმოსიდან გადაღებული მზის ამოსვლის სურათი

პრორუსული მედიის ცნობით, 2015 წლის 9 თებერვალს უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ დონეცკის დამბობვის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ის ნატოს სამხედრო თანამგზავრმა კოსმოსიდანაც კი დააფიქსირა. ზოგიერთმა მედიამ ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტიც კი განიხილა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ბირთვული არსენალი არ გააჩნია. საილუსტრაციოდ გამოყენებული სურათი არავითარ კავშირში არაა აფეთქებასთან. ის გადაიღო ნასას ასტრონავტმა და მასზე მზის ამოსვლაა აღბეჭდილი.

იემენის საელჩოს "დაწვის" ისტორია

ცნობილმა საინფორმაციო არხმა Russia Today 2015 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია,თითქოს კიევში იემენის საელჩოს შენობა იწვოდა. გამოცემის მიხედვით, ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი 300 კვადრატულ მეტრს იყო მოდებული. Russia Today-ს სავარაუდოდ ყურადღებიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ უკრაინაში იემენის დიპლომატიური წარმომადგენლობა საერთოდ არ არსებობს. ის მოსკოვში მდებარეობს. ივლისის თვეში კი კიევში საოფისე ფართს გაუჩნდა ცეცხლი.

ავსტრია და სლოვენია, რომელიც სერბეთს არ ესაზღვრება

რუსული მედია ევროპას ხშირად აკრიტიკებს. ერთ-ერთი თემა - ევროპული ტოლერანტობა და ფასეულობებია. ეს ფასეულობები უფრო მეტად ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება, თუმცა 2015 წლის ნოემბერში რუსულმა მედიამ ევროპის კრიტიკა სწორედ ტოლერანტობის ნაკლებობის გამო დაიწყო. ერთ-ერთი რუსული გამოცემა 2015 წლის ნომბერშიიუწყებოდა, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროპის ქვეყნები უარს ამბობენ სირიელი დევნილების მიღებაზე და საზღვრებს ამ მიზნით ერთმანეთთანაც კი კეტავენ. მაგალითად, თითქოს სლოვენია და ავსტრია სერბეთთან საერთოს საზღვრის დაკეტვას აპირებდნენ. ზოგიერთმა მედიამ "მოვლენებსაც გაუსწრო" და ინფორმაცია გამოაქვეყნა ისე, თითქოს ამ ორ ქვეყანას სერბეთთან უკვე ჰქონდა საზღვარი ჩაკეტილი.ერთი შეხედვით საქმე სუბიექტურ შეფასებასთან და კარგად დაფარულ პროპაგანდასთან გვაქვს, თუმცა საკმარისია დავხედოთ რუკას, რომ ვნახავთ მარტივ სიმართლეს: ავსტრია და სლოვენია სერბეთს არ ესაზღვრებიან.

 ადოფლ ჰიტლერის გამოსახულებიანი "უკრაინული გრივნას" ისტორია

რუსულმა ტელეარხმა Россия-1 საინფორმაციო გადაცემაში Вести 2015 წლის იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ფულის ერთეულის გრივნას ახალ კუპიურებზე ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი გამოჩნდებოდა. ცხადია, რომ მსგავსი სახის კუპიურა არ დაბეჭდილა. საინფორმაციო გადაცემის დიდი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინის მთავრობის ნაცისტურ პოლიტიკას დაეთმო. საქმე ჰაინრიხ ჰიმლერისა და პრემიერ იაცენუკის ფიზიკურ მსგავსებამდეც კი მივიდა.

 ...

ანტიდასავლური პროპაგანდა უცხო არც ქართული მედიისთვის არ არის. ტელევიზიიდან, ბეჭდური თუ ონლაინ მედიიდან დასავლეთის შესახებ არაერთი მცდარი წარმოდგენა და აზრი ვრცელდება.

"საახალწლო" მითი გოჭების დაკლვის აკრძალვის შესახებ

2014 წელს ევროინტეგრაციის თემაზე ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი 1 წლამდე გოჭების დაკვლას კრძალავდა. მითის საფუძველი ფეისბბუკზე გავრცელებული სახუმარო პოსტი გახდა, რომელიც ბევრმა მედია საშუალებამ სანდო და სერიოზულ ინფორმაციად მიიჩნია და გადაუმოწმებლად გაავრცელა. თუმცა, როგორც გაირკვა, ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებს და ამით საახალწლო სუფრა "გადაგვარებას" გადაურჩა.

დეზინფორმაცია საუდის არაბეთში ქმრების მიერ ცოლების ჭამის ლეგალიზაციის შესახებ

კურიოზულ ვითარებამდე მივიდა "ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოვიდა განაცხადებით, რომ აშშ-ს პარტნიორ საუდის არაბეთში ნებადართულია ქმრების მიერ ცოლების შეჭმა. მისი განცხადებით, ისლამი მსგავსს ქმედებას აკანონებს. ამ მითის მთავარი გზავნილი იყო, ის რომ ამერიკის პარტნიორ ქვეყნაში მსგავსი ქმდება ნებადართული და წახალისებულია. მსგავსი ჭორის საფუძველი კი მაროკოელ ბლოგერს ეკუთვნის, რომელიც სატირული წერილებით გამოირჩევა და მისი ერთ-ერთი ასეთი ხუმრობა რუსულმა მედიამ ფართოდ აიტაცა.

წყარო

დეზინფორმაცია მანქანის მართის გამო ქალებისთვის თავის მოჭრის შესახებ

ისევ საუდის არაბეთს უკავშირდება "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" წევრ გიორგი ახვლედიანის განცხადება, რომ საუდის არაბეთში ავტომობილის მართვის გამო ქალებს თავებს აჭრიან, ხოლო ამერიკა მსგავსს ქმედებებს ახალისებს. მართალია, საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ ავტომანქანის მართვა, თუმცა მსგავსი სასჯელი არ არის დაწესებული.




 ახალი ამბები
  • ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.  საქმეზე ხუთი ბრალდებული: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ ... ...
  • შსს-მ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს (R)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს.  მოხსენება "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა.  ფორუმის მეოთხე პლენარულ სესიაზე მარიამ ტურაშვილმა  უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მარიამ ტურაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა  გამოიყენა ბლოქჩეინის ტექნოლოგიები  სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით უცხოეთის სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ. „ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნის - ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის.  ასევე შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.  ღონისძიებაში 150 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ  17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ... ...
  • მოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვესმოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • „თქვენი სახლი აქ იქნება“_ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა„აქ იქნება თქვენი სახლი, მოგიწვევთ და ყველაფერზე გესაუბრებით“, _ ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში ჟურნალისტებს. პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ურთიერთობას სხვა ფორმატითაც გეგმავს. „მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი off record. საკითხებზე, რომელიც საჭიროა თქვენ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, რომ იმ წამსვე გახდეს საჯარო ინფორმაცია. მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამგვარი ფორმატი ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში ამ ფორმატში მუშაობა დავიწყოთ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...