სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

2016 იან 14 15:05:49

ლიანა ჩხაიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში ცხოვრობს. სამი სულისგან შემდგარი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მხოლოდ პატარა მიწური სახლი გააჩნიათ, რომელსაც ეზოში გამდინარე წყლებისგან საძირკველი გამოცლილი აქვს და ჭერიდანაც წყალი ჩამოდის.

"წლებია, ასეთ გაუსაძლის ყოფაში მიწევს ცხოვრება. ეზო ჩვენ არ გვაქვს და სახლი. მიწისქვეშა წყლებისგან მიწა ყველგან დამსკდარია, გავლა ჭირს. მე თავად უმძიმესი ოპერაცია მაქვს გადატანილი, მეუღლეც ავადმყოფია, რომ მოკვდეს, დასასვენებელი ადგილი არ მაქვს _ პატარა ქოხის ერთ ოთახში ვცხოვრობთ სამი სული ადამიანი.

რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, რამდენ ვინმეს მივმართე, თუმცა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოვლენ, სურათებს გადაიღებენ და წავლენ _ ამით მთავრდება ყველაფერი. მითხრან, რა ნახეს აქ მოსაწონი, ნუთუ შეიძლება ადამიანმა ასეთ პირობებში იცხოვროს?! ადრე დამპირდნენ, ქირით გადაგიყვანთო, საბუთებიც შემაგროვებინეს, თუმცა, მერე ყველა დოკუმენტი დამიკარგეს. კიდევ კარგი, რომ არ გადავედი ქირით, ცდილობენ, "შეგიქციონ" და მერე დაგტოვონ ისე. თუ მომხედავენ, დამეხმარებიან და სახლს შემიძენენ, ხომ კარგი, თუ არადა, ერთ დღეს დაგვემხობა ეს სახლი თავზე _ სახურავი ამას არ უვარგა და საძირკველი; მეწყრისგან ძირი ერთიანად გამოთხრილი აქვს. ახლა, თოვლი რომ იყო, სოფლის ახალგაზრდობა დამეხმარა და თოვლისგან გადამიწმინდა ეს მიწური.

სოციალურად დაუცველი ვარ, შეშის მოთხოვნით განცხადებაც დავწერე, მაგრამ ამ დრომდე არაფერია. ავადმყოფ ქალს თავი და ოჯახი დღიური მუშაობით გამაქვს _ ზოგს მიწას ვუბარავ, ზოგსაც სახლს ვულაგებ და სულ ესაა ჩემი ოჯახის შემოსავალი სოციალურ დახმარებასთან ერთად.

ერთადერთი, რასაც ვითხოვ, სახლია, არავინ არასოდეს არაფრით დამხმარებია. ესაა ცხოვრება და სიცოცხლე, ახალ წელს სახლში მჭადის ფქვილი რომ არ გექნება და ზეთი? ნახონ, რა პირობებში მიწევს ცხოვრება და გადაწყვიტონ, მეკუთვნის თუ არა დახმარება, ჩემზე გაჭირვებული არის ვინმე ამ სოფელში?!", _ ამბობს ჩვენთან საუბარში ლიანა ჩხაიძე.

ლიანა ჩხაიძის პრობლემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს დავუკავშირდით, საიდანაც შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ: "ქალბატონს შევთავაზეთ ქირით უზრუნველყოფა და მან უარი განაცხადა. დევნილთა და განსახლების სამინისტროში მუნიციპალიტეტმა გადააგზავნა ინფორმაცია სახლის მდგომარეობის შესახებ. შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას და თავად დაუკავშირდება ბენეფიციარს. მუნიციპალიტეტის გამგეობა ქალბატონს დახმარებას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გაუწევს".




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...