ხვალიდან სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება

საზოგადოება

ხვალიდან სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება

2016 იან 14 23:05:12

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალიდან სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგს იწყებს. ჯანდაცვის სამსახურები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს, ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციებისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას შეამოწმებენ.

რას შეამოწმებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები, იქნება თუ არა სანქციები დარღვევებზე და რა გამოწვევების წინაშე დგანან სილამაზის და ტატუ სალონები?

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი აცხადებს, რომ შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური, პედიკიური. მონიტორები შეაფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას, ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

სილამაზის სალონების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა პროცედურის დაცვა, მათ შორის, სადეზინფეციო საშუალებების შესყიდვა და გამოყენება, ძალიან მაღალ ფასებთან არის დაკავშირებული, რის გამოც, შესაძლოა, ბევრმა სალონმა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს და დაიხუროს ან იქამდე გააგრძელოს საქმიანობა, სანამ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არ შეამოწმებენ.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სილამაზის სალონების მიერ წარმოებული პროცედურები, რომელთაც ინფექციების კონტროლის მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება ესაჭიროებათ, არც თუ მრავალრიცხოვანია. შესაბამისად, მათ დიდი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებები არ დასჭირდებათ. ამასთან, ნათია ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კოსმეტიკური და ესთეტიკური პროცედურები სისხლით გადაცემადი ინფექციების მაღალ რისკს უკავშირდება (მ.შ. ჰეპატიტები B და C), პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობაზე (მ.შ. სალონებში დასაქმებულ პირებზე) ზრუნვაა.

"შევისწავლეთ რა არსებული ვითარება, აღმოჩნდა, რომ ტატუ სალონებში ძირითადად ერთჯერად ნემსებს იყენებენ ანუ ამ კუთხით უფრო პრობლემურია მანიკიურის და პედიკიურის პროცედურები. ვერ გეტყვით, ეს ფინანსურად მათ რა დაუჯდებათ, მაგრამ გაცილებით მძიმეა იმ პირების მდგომარეობა, რომლებიც სალონებში დაინფიცირდებიან, ასევე, ძვირი ჯდება იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც ინფიცირდება ამ დაავადებებით, მაგალითად, C ჰეპატიტით. არის მედიკამენტები, რომლის ერთი ფლაკონის ღირებულება რამდენიმე ათასს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია ავწონ-დავწონოთ, რომელი უფრო ეფექტურია როგორც ეკონომიკურად, ასევე გამოსავლების თვალსაზრისით? სალონებმა შეასრულონ ის ელემენტარული პირობები, რისი შესრულების ვალდებულებაც მათ აქვთ, თუ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აღმოჩნდეს სერიოზული საფრთხის ქვეშ, ასევე,დაიხარჯოს კოლოსალური თანხები პაციენტების სამკურნალოდ?",_ აცხადებს ნათია ნოღაიდელი.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის პროგრამა დასჯაზე ორიენტირებული არ არის და მას უფრო სწავლებისა და რეკომენდაციების სახე აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე დარღვევებზე არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, დასჯის მექანიზმები მას შემდეგ შემოვა, რაც ეს სისტემა გახდება სრულყოფილი.

სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა.

სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა. სააგენტომ მთლიანობაში 477 სტომოტოლოგიური დაწესებულება შეამოწმა.

როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი "კომერსანტთან" ახადებს, შემოწმებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და ქართლში.

"ძირითადი დარღვევები ტექნიკურ რეგლამენტში გამოიხატა იმაში, რომ დეზინფექციის და სტერილიზაციის ნორმები იყო დარღვეული, ასევე სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია - შენახვა - გატანის პროცესია დარღვეული. ასევე არის სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები და ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის საშუალებების კუთხით დარღვევები", _ აცხადებს ნინო ხუციშვილი.

მისივე ინფორმაციით, დარღვევებზე ჯარიმები 500 ლარამდე მერყეობს და მისი დაკისრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

როგორც "სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი" ქეთი გოგილაშვილი აცხადებს, ზოგადად ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტებს გარკვეული კრიტერიუმები დაუწესდათ, რადგანაც 2005 წლიდან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებული იყო.

"2005 წლიდან სახელმწიფო რეგულაციები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საერთოდ გაუქმებული იყო, ეს ნიშნავდა, რომ არც კლინიკის გახსნა და არც დახურვა შეტყობინებას არ ექვემდებარებოდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო, თუ რამდენი სტომატოლოგი მუშაობდა, როგორი უნდა ყოფილიყო სტომატოლოგიის კაბინეტი და ა.შ.",_ აცხადებს ქეთი გოგილაშვილი.

მისივე თქმით, პროგრამის შედეგი ისაა, რომ სტომატოლოგიური კლინიკები უფრო მობილიზებულები და დაინტერესებულები არიან, რომ დააკმაყოფილონ სტანდარტები.

"სტომატოლოგთა ასოციაციის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირადად მან შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებში 2400-მდე სტომატოლოგი გადაამზადა. ქეთი გოგილაშვილის თქმით, სწორედ გადამზადების დროს დაფისქირდა მზარდი ინტერესი სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

"ტატუსალონებისა და სალონების შემოწმებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სალონებში არსებობს სპეცსტერილიზატორები, მაგრამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად ითვალისწინებენ სალონები წინასასტერილიზაციო პირობებს, რადგანაც ამის გარეშე სტერილიზაციას აზრი არ აქვს",_ აცხადებს ქეთი გიგოლაშვილი.

წყარო




 ახალი ამბები
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...