ომის შემდგეგ მიღებული 850 მილიონი და სოციალურად უპასუხისმგებლო საბანკო სისტემა

საზოგადოება

ომის შემდგეგ მიღებული 850 მილიონი და სოციალურად უპასუხისმგებლო საბანკო სისტემა

2016 იან 15 20:25:15

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ სავალუტო კრიზისის ფონზე ქართული ბანკები და ბანკირები, მათი სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხით ნამდვილად არ გამოირჩევიან და ცივილიზებული საბანკო საზოგადოების წევრობასაც არ იმსახურებენ.

ჯანიაშვილი მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ამის თქმის მაგალითად თუნდაც 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი გამოდგება, როდესაც საქართველოს საბანკო სექტორმა მთავრობის დახმარებით 850 მილიონი დოლარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საბანკო სექტორში პრობლემები არა ომმა, არამედ არასწორმა საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია და ეს პრობლემები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გამოჩნდა.

მერაბ ჯანიაშვილის მოსაზრებას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველ ბანკებს სწორედაც რომ ვალდებულება აქვთ, კრიზისის დროს მომხმარებლების შეღავათი გაუწიონ. აი, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს:

2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს საბანკო სექტორმა მთავრობის დახმარებით მიიღო $850 მილიონი დოლარი, რაც გამოიყო საქართველოს კომერციული ბანკების მხარდასაჭერად სესხების, ფასიანი ქაღალდების და გარანტიების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საბანკო სექტორში პრობლემები არა ომმა, არამედ არასწორმა საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია და ეს პრობლემები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გამოჩნდა, საბანკო სფერომ ომის შემდეგ, როგორც ერთ–ერთმა დაზარალებულმა სექტორმა სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი დახმარება მიიღო. საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ. დოლარიდან 850 მილიონი დოლარი სწორედ ქართულ ბანკებს მოხმარდათ. 

ყველას ახსოვს, რომ მათ ომის შემდგომ მოსახლეობას მასობრივად მოსთხოვეს კრედიტების ვადაზე ადრე დაბრუნება. ამისათვის ისინი აქტიურად იყენებდნენ ხელშეკრულების ერთ–ერთ მუხლს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ფორსმაჟორის წარმოქმნის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს კლიენტს ვადაზე ადრე მოსთხოვოს სესხის დაბრუნება. ბანკებმა კრედიტების ვადაზე ადრე დაბრუნება საკრედიტო ბარათების მფლობელებსაც კი მოსთხოვეს, თითქოს ომი ფორსმაჟორი იყო მხოლოდ ბანკებისთვის და არა მათი კლიენტებისთვის. 

2008 წლის ომისა და კრიზისიდან მოყოლებული ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება, კრიზისულ პერიოდში ბანკები ფაქტობრივად იყვნენ ერთადერთი ორგანიზაციები, რომლებმაც დიდი სარგებელი ნახეს. 

2012 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ("ლიბერთი ბანკის" გამოკლებით) ბალანსებზე 116,2 მილიონ ლარზე მეტი დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხებოდა. თუ ამ მაჩვენებელს 4 წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ანუ სანამ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, 2008 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ბალანსებზე აღრიცხული დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 3,3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა. ანუ, ბანკების მიერ ქონების ჩამორთმევის ფაქტები (გამოხატული ფინანსურად) 2008 წელთან შედარებით 37-ჯერ არის გაზრდილი. 

რაც შეეხება ორ მსხვილ ბანკს "საქართველოს ბანკს" და "თი-ბი-სი"-ს, 2008 წლის მესამე კვარტალში მათ ბალანსებზე 2,3 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება აღირიცებოდა. 4 წლის შემდეგ 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი ამ ბანკების ბალანსებზე ჯამურად 82,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჩამორთმეული ქონება აღირიცხება. მაჩვენებელი 35-ჯერ არის გაზრდილი.

როგორ იქცევა ცივილიზებული საბანკო სისტემა? 2012 წელს ესპანური ბანკების ასოციაციის გადაწყვეტილებით და ყველა კომერციული ბანკების თანხმობით შეაჩერეს მოსახლეობის ბინებიდან გამოსახლება 2 წლის პერიოდით. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რამდენიმე დღით ადრე ქალის თვითმკვლელობა გახდა, რომელსაც ბანკის კრედიტის გამო ასახლებდნენ.

9 ნოემბერს, დილით, ბასკალდოში, 53 წლის ქალმა თავი მოიკლა - საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა. მას სასამართლოსგან წერილი ჰქონდა მიღებული გასახლების შესახებ. ამ ფაქტმა, მთელი ქვეყანა შეძრა.

2009 წლის 7 მაისი - თვითმკვლელობა კახეთში – წნორში მცხოვრებმა 40 წლის რობერტ ხოხონიშვილმა ტყეში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ახლობლების განცხადებით, ხოხონიშვილს ბანკის კრედიტი – 3 ათასი ლარი ქონდა დასაფარი და ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზიც. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

2011 წლის 31 მარტი - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა. 30 წლის ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა ის მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს. სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ბანკში ჩადებული ბინის დაკარგვა გახდა.

2011 წლის 31 მარტი  - ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა. ცხედარი საცხოვრებელი სახლის ახლოს მინდორში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა. მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ორი კვირის წინაც სცადა. მათი თქმით, გიორგი გასულ წლებში ჯარში მსახურობდა, რა დროსაც რუსეთ - საქართველოს ომში წაიყვანეს, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, ის სტრესულ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა.

2012 წლის 20 ივნისი - "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის წინ, მოქალაქე გ.ხ.-მ თვითმკვლელობის მიზნით ვენების გადაჭრა სცადა, მიზეზი აქაც საბანკო კრედიტი სახელდება.

2012 წლის 23 ივლისი - 50 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა სამგორის მეტრო სადგურში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფრიდონ ჯანჯღავა დაძრულ მატარებელს შეუვარდა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იპოთეკური სესხი გახდა.

მიუხედავად არაერთი სუიციდისა და სავალუტო კრიზისის ფონზე მოსახლეობის სოციალური ფონის დამძიმებისა, ქართული ბანკები და ბანკირები, მათი სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხით ნამდვილად არ იმსახურებენ ცივილიზებული საბანკო საზოგადოების წევრობას", _ აღნიშნავს ჯანიაშვილი.

წყარო




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...