ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს

საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს

2012 აპრ 4 17:11:08

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს პარლამენტის ინიციატივას ჟურნალისტთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შემოღების თაობაზე

საქართველოს პარლამენტში დეპუტატმა რატი მაისურაძემ წარადგინა პროექტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე", რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტების დაჯარიმებას 1500 ლარით, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოახდენენ "ბრალდებული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო ან ვიდეო გამოსახულების გაშუქებას".

აღნიშნული ინიციატივა დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევე, ადამიანის პატივსა და ღირსებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მითითებული არგუმენტებით ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას. ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელება არის მედიის თვითრეგულირების საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს ხელისუფლების რეგულირების სფეროში. მსგავსი მექანიზმი, შესაძლოა, გადაიქცეს ჟურნალისტების შეზღუდვის "კანონიერ" და "ეფექტურ" შესაძლებლობად.

დემოკრატიული ქვეყნების ეთიკის კოდექსები არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსების აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას გაშუქებისას იღებს ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული სინდისის შესაბამისად.

პირადი ცხოვრებისა და უდანაშუალობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი სასამართლო წესით უნდა განიხილებოდეს, რადგან ეს ინდივიდუალური ზიანის საკითხია და კონკრეტულმა საჯარო მოხელეებმა არ უნდა გადაწყვიტონ, დაირღვა თუ არა რომელიმე კონკრეტული პირის პირადი ცხოვრება, ასევე, ისარგებლებს თუ არა იდენტიფიცირებული პირი პასუხის უფლებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინიციატივა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...