უამინდობა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება

საზოგადოება

უამინდობა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება

25 იან. 2016, 17:45:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-დან 31 იანვარის ჩათვლით   საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცუდი ამინდია მოსალოდნელი.

25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა.

 დასავლეთ საქართველოში   -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7.  გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.

28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა  შესუსტდება.




 ახალი ამბები
  • სიკვდილის ჯიბრზე გამარჯვება, სადაც გზამკვლევი ვარდებია: „თუ დააკვირდები, ყვავილების შეჯიბრს აღმოაჩენ...“ოზურგეთი, ექადიის უბანი და მაკა გობრონიძის ვარდები, _ მისამართი, რომელსაც გურიაში ქუჩის ან ნომრის დასახელებით არ იცნობენ, მაგრამ უფრო ადვილად მისაგნებია, ვიდრე ქალაქის რომელიმე ცენტრალური უბანი. ყველამ იცის, რომ ამ უბრალო გარემოში, სადაც ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლი დგას, ძალზე უპრეტენზიო და ფუტკარივით შრომის ლაბირინთებში ჩაფლული ოჯახი ცხოვრობს და მათ გვერდით, გულღიაობასა და უბრალოებასთან,  თითქოს, ადამიანურად წილნაყარი,   ორასზე მეტი ჯიშის ვარდი მეფობს.   ყოველგვარ რემონტს და ულტრამოდურობას შორს მყოფ ოჯახს და მის  მოზრდილ კარმიდამოში შესეულ ვარდებს   ენით აუღწერელი სიმდიდრე აფენია: მზის შესაშური ოქროსფრის შუქ-ჩრდილები,  კოკრების ფორმების ვირტუალური ვიზუალი, სიკაშკაშე და პირიქით, დაბინდული ფერების მიმზიდველი ხიბლი...  ამ გარემოს მხოლოდ ფუტკრის ზუზუნი და ცასწავალა ჩიტების უდარდელი მოძახილი ამუსიკალურებს. 2015 წელს დაიწყო ვარდების მოშინაურება. ეს ის დროა, როცა ეგონა, რომ იქამდე მხოლოდ თეთრი და წითელი ვარდი არსებობდა.   _მირანდა ბრეგაძესთან შევიძინე რედინტუიცია და კლეოპატრა. მერე „იელის ბაღების“ ჰოტკოკოა და ვერსილიაც მივამატე. აქედან დაიწყო ჩემი უსასრულო გატაცება ვარდებით, განსაკუთრებით იმ აღმოჩენით, რომ ამხელა ქალს მეგონა, ვარდი მხოლოდ წიტთლი ან თეთრი უნდა ყოფილიყო , - გულიანად იცინის ქალბატონი მაკა და ამბობს, რომ განსაკუთრებული შედეგი კერძო კოლექციებმა გამოიღო. _ვუცვლით ერთმანეთს ნერგებს. ძირითადად, ვაკალმებ. ყველა სამუშაო თითქმის ინტერნეტით ვისწავლე. ზოგმა იცის და არ გასწავლის. მე კი მსურს, თუ რამ ვიცი, ყველას გავუზიარო. განსაკუთრებით მიყვარს ეს ჩახუჭუჭებული ოსტინები. ოცი სახეობის მარი როუზი მაქვს. ასევე ჩემთან სახლობენ ბენკამენ ბრიტნი, გოლდენ სელებრეიშენი, კეტრინ მორლენი  და სხვები, რომელიც ჩემთვის ოჯახის ცოცხალ წევრებად იქცნენ.  ამათ, როგორც ადამიანებს, ისე ვესაუბრები. დამიჯერეთ, უკეთესი მკურნალი არ არსებობს, _  ეფერება,  „ტავზე“ -კოკრებზე   ხელს უსვამს, იხრება და სულს უბერავს ვარდებს მაკა-ქალბატონი. საინტერესო კუთხეში „ცხოვრობენ“:   „დეზდემონა“, „შექსპირი“, „გოეთე“... მაკას ახლა ძალიან სურს „ოტელოს“ სახეობა შეიძინოს და დარწმუნებულია, შეძლებს. _აბა, „დეზდემონა“ ამ ვარდების კორიანტელში ოტელოს გარეშე როგორ ვამყოფო? - კვლავ გულიანად იცინის ვარდების ტრფიალი  ქალბატონი და სასწრაფოდ საჩუქრად გამოაქვს უკვე კარგად მოსულიერებული ნერგი. მერე კი მისეული ლაღი  ტონით,   დაწვრილებით გიყვება, როგორ უდა გაახარონ, დააკალმონ ვარდები მარტივად და  თანმიმდევრულად. (რასაც ბევრი არ გაგიმხელს, თავადაც ბევრჯერ იწვნია . ავტ.)  და ახლა  რაკი კარგად დაამუღამა,  მზადაა მთელ სამყაროს გაუზიაროს თავისი გამოცდილება: _ხვიარა ჯიშებია თუ ფლორიბურდები (ერთ ღერზე ბევრი ყვავილი), ჩაის ვარდები თუ პულმენორიენტექსპრესი _ ჯერ მაინც ვერ ვუყურებ ბიზნესის კუთხით. გაყიდვა კი დავიწყე, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, როცა სხვას ვასწავლი, ვჩუქნი... თითქოს, სიცოცხლე მემატება.  ახლა გეტყვით. პირველი ყვავილობის ტალღა რომ გადაივლის, ივნისის ბოლოს,  კალამს ავჭრი სამ მუხლზე. მერე ხუთი სათით ვდებ სტიმულიზატორ კორნევინში. ერთი მწიკვი, დანის პირით აღებული,  ერთ ლიტრ წყალში იხსნება. შემდეგ კი გადაგვაქვს ღია გრუნტში, რომელსაც დიდი ამბავი არ უნდა. ოღონდ, ქვიშაც უნდა შევურიოთ მომზადებულ ნიადაგს, რომ მიწას „სუნთქვა“ არ გაუჭირდეს.. ვრწყავთ, როცა სჭირდება. ოღონდ არასდროს მორწყოტ სუფთა წყლით. ბლექჯეკი გახსენით წყალში - ერთი ამპულა ათ ლიტრს ყოფნის.  ადვილად გაიხარებს ნებისმიერი. ზუსტად ამდაგვარია ნოემბრის დაყვავილების შემდგომი  დაკალმებაც, ოღონ ნუ შეშინდებით, თუ კლასიკური სათბური არ გაქვთ _ ზემოდან გადაჭიმეთ ხის ტოტები რკალისებურად და გადახურეთ ცელოფნით, როგორც, ვთქვათ,  დათესილ ქინძს ვხურავთ. დრო და დრო შეუჭვრიტინეთ. წყალი როცა დასჭირდება, მიხვდებით. გაზაფხულზე გადარგავთ. ეგ არის და ეგ.  აუცილებლად მიაწოდეთ მიწას ბლექჯეკით გაჯერებული წყალი. ისეც მოუხდება და მით უფრო, თუ ნიადაგი გამომშრალია. იცით, თუ დააკვირდები, ყვავილების  შეჯიბრს მათ შორისვე  აღმოაჩენ. თითქოს, ერთმანეთის ინტერესით უკეთესდებიან, იფურჩქნებიან.. ადამიანებისგან განსხვავებით. თუ ეს განწოყობა გადმოგედო,  ყველა წინაღობას გადალახავ,  თვით სიკვდილსაც უკან მიაბრუნებ და სამოტხეში ყოფნას კანონზომიერად  გაიხანგრძლივებ  _ ასე მარტივად და შინარსიანად მოგვიყვა ქალბატონმა   მაკამ, როგორც თავად ამბობს,  თავისი „ვარდთმცოდნეობის“ შესახებ.   ყველაზე მთავარი _ მაკა გობონიძე თავისი გაწყობით და თავისი საქმიანობის გადმოცემით, ნებისმიერს, თუნდაც ყვავილებისადმი გულგრილს,  უცებ უჩენს სურვილს, ვარდების სამყაროს შემოქმედი თავადაც გახდეს. ქალბატონ მაკას, მიუხედაად იმისა, რომ ჯერ არანაირი დახმარება არ გაწევია რომელიმე სექტორის მხრიდან, ამბობს, რომ არ სურს ვინმეს შეწუხება და თავის ოჯახთან ერთად, როგორმე  მიკროსათბურის გაკეთებას  მაინც  მოახერხებს, რითაც მუშაობას გააუმჯობესებს. მით უფრო, როგორც თავად თქვა, დანაზოგით უკვე იყიდეს კარკასი და ცელოფანი. დანარჩენ საჭირო მასალასაც აწი შეიძენენ... და ბოლოს, ამ ღიმილიან ქალბატონთან შეხვედრის ფინალი უცნაურად დასრულდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა  ჩვენი შთაბჭდილება, რომ მაკა გობრონიძე ღვთიური ბუნებით დაჯილდოებული ქალბატონია, რომელსაც აკისრია საგანგებო ფუნქცია - სიცოცხლის სურვილი და ძალა ჩაბეროს სულიერსა თუ უსულოს... „თუ იცით, როგორ დაიწყო ქალბატონმა მაკამ ვარდების მოშენება?  იგი ავადმყოფობას ებრძოდა,  საკმაოდ რთულსა და მძიმეს. როცა თბილისისკენ აიღო გეზი,    ექიმებთან ვიზიტის შემდგომ,  ოზურგეთში დაბუნებულს, თითო ახალი ჯიშის ვარდი ჩამოჰქონდა, რგავდა და ახარებდა... მან სიკვდილის ჯიბრზე სასწაული მოახდინა. უმჯობესდებოდა მისი დიაგნოზი უკეთესობისკენ და მრავლდებოდა ვარდები.  მისი პატარა გოგონას რთული ოპერაციაც საუკეთესო შედეგით   დასრულდა... ოჯახს ერთი თეთრისთვისაც არ დაუწუწუნია. მხოლოდ ბანკების პროცენტიანი ვალის ამარა იბრძოდნენ.. ასე გაამარჯვებინა სოცოცხლეს, როგორც  საკუთარ თავში, ისე _  შვილში.  ეს ოჯახი მომავალშიც  ბევრ სასწაულს შეძლებს..“- გვიამბეს ექადიის უბანში...    „ერთი ოჯახი გურიაში აგროვებს განძს“ _ ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა ერთმა ჩვენმა კოლეგამ მაკა გობრონიძის ოჯახის შესახებ.   დავმატებდი ერთს_ დიახ, ოჯახი, რომელიც თავად საგანძურია, აგროვებს განძს ყველასთვის და ამიტომაცაა შედეგიც  გამორჩეულად სიცოცხლისუნარიანი. „გურია ნიუსი“    წარმატებებს უსურვებს  „ვარდთმცოდნეობაში“ განსწავლულ ... ...
  • „ინტელეგენტი და განათლებული ქალი იყო“გუშინ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 73 წლის ქალი ელა თალაკვაძეა. ელა წარმოშობით უკრაინიდან იყო. ის მეუღლესთან სულიკო თალაკვაძესთან ერთად წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. „რამდენიმე წელია ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად ბიძაჩემი სულიკო მეუღლესთან ერთად, ჯერ თბილისში და შემდეგ მშობლიურ ოზურგეთში. ჰყავთ ორი შვილი. ერთი ისრაელში ცხოვრობს და ერთი _ გერმანიაში. ელა კეთილშობილი, ინტელიგენტი და განათლებული ქალი იყო. ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედია არის. ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან“,_  აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ოჯახის ნათესავმა ეკა ჭელიძემ. „გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ... ...
  • მიმართვა ელჩს - ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანს ცხინვალის გავლით გატაცება ემუქრებაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან - ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. ორგანიზაციის განმარტებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო განიხილავს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. მშობლები - დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მამა კი - ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დედას - ოლივია ანოტონს მიენიჭა უფლება, ბავშვი წაიყვანოს ღამის თევით, რასაც საქმეში არსებული არაერთი მასალა მიუთითებს, რომ არასრუწლოვანი ეწინააღმდეგება, თუმცა კანონის გვერდის ავლით, პირადი ურთიერთობებისა და ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ოლივია ანტონმა შეძლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის - ნინო იობაშვილის, გიორგი კუპრეიშვილისა და ეთერ ცხაკაიას (რომელიც, ამჟამად გათავისუფლებულია, მათ შორის დასახელებული საქმის გამო) დახმარება, რეალობის გამომრიცხველი დოკუმენტაციის შექმნა და ოლივია ანტონისთვის ნაკარნახევი სტრატეგიით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის მამა არღვევს კანონს და არ ახდენს სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულებას - დედისთვის შვილის ჩვენებას. სინამდვილეში, საქართველოში ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია - მამამ გააძლიერა არასრუწლოვანის უსაფრთხოების დაცვა. არასრუწლოვანის გადაადგილებას იცავდა დაქირავებული პირადი დაცვა, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დედა - ოლივია ანტონი გეგმავს ბავშვი ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის - ცხინვალის გავლით გაიყვანოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში. ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არალეგალური და იმავდროულად, ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა, მისთვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. შესაბამისად, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთის მხრივ არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორეს მხრივ ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად - ჩეხეთის რესპუბლიკამ ვერ დაიბრუნეს საკუთარი მოქალაქე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, არასრუწლოვანის მიმართ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან, დასახელებული მენეჯმენტის მხრიდან, 2020 წლის 2 ივნისს დაიგეგმა ჩვეულებრივი სპეციალური ოპერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე, მოითხოვა არასრულწლოვანის გამოკითხვა. უარყოფილი იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე. 29 მაისს, მხარე გამოცხადდა დანიშნულების ადგილას, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივია ანტონისა და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ ფაქტს მამის მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლიდა, დაიჭერდნენ. არაობიექტურობისა და შეთანხმებების ლუსტრაციის პირობებში, არასრულწლოვანი კანონიერმა წარმომადგენელმა ადგილიდან განარიდა, საგამოძიებო უწყებამ კი შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა. ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალურად აცნობა საქართველოს პროკურატურას, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2020 წლის 1 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ სურდათ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმება, სატელეფონო ზარიდან 1 საათში. უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა რეგიონში და არ გააჩნდა ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა არასრულწლოვანი მისამართზე. უწყების პოზიცია ეცნობა ბავშვის მამას, რომელმაც განმარტა, რომ 1 ივნისს აღნიშნავდა ბავშვის დაბადების დღეს. შესაბამისად, არ იმყოფებოდა სახლში და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა დროისთვის გადადებულიყო ვიზიტი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადგილზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ და მოახდინეს ფაქტის კონსტანტაცია არასრულწლოვნის მისამართზე არყოფნის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მამას საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს ბავშვის გამოკითხვაზე. შესაბამისად, 2 ივნისს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გამოცხადნენ საცხოვრებელ მისამართზე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას დაესწრებოდა მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია. გამოკითხვის დაწყებიდან მცირე დროში, არასრულწლოვანი დიალოგის ოთახიდან გავიდა ბებიასთან და უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან დაეშორებინა, რასაც მოჰყვა მხარის თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა, სახლიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. გამოკითხვის დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც უცნობია, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ოთხი ეკიპაჟით, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე და არასრულწლოვნის მამას გადასცეს შემაკავებელი ორდერი. გაირკვა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნისა და მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა შვილთან ურთიერთობა. საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა - „უგულვებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას. პოლიციამ ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელს ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან, ვინაიდან ოლივია ანტონს, გასაჩივრებული დროებითი განკარგულების მიხედვით, სამშაბათს დღეს შეეძლო ბავშვის გაყვანა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ასეთი არასრულწლოვანისა და მისი ერთი კანონიერი მშობლის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, კრიტიკას ვერ უძლებს, მთლიანად ამორალურს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ინსტიტუციას და ნდობას არ სძენს პოლიციის საქმიანობას. არასრუწლოვანი დგას ობიექტური საფრთხის წინაშე და არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის საქართველოში უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში, დაირღვა არასრუწლოვანის კანონიერი ინტერესები, სახეზე არ გვაქვს გამოკითხვის აუდიო ოქმი, უარყოფილ იქნა მხარის მოთხოვნა ბავშვის სასამართლოს წინაშე გამოკითხვის უფლებაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოკითხვის პროცესში ბავშვზე ზემოქმედების მოხდენაზე, გამოძიების თარჯიმანი, წინა დღეებში დაფიქსირებული შემთხვევისა, არ იმსახურებს კანონიერ ნდობას, უცნობია ბავშვის ამჟამინდელი მისამართი და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბავშვის ბებიის უფლება შვილიშვილთან ურთიერთობის შესახებ, მამის მიმართ ადგილი ჰქონდა მტრული და ანტაგონისტური დამოკიდბეულებას, ვერბალურ განცხადებას, რომ დაიჭერდნენ, სააგენტოს ოფიცილაური პირებმა შეწყვიტეს ბავშვის მდგომარეობის შესახებ მის წარმომადგენელთან სატელეფონო და ელექტრონული სახის კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა. საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელის ნაწილობრივი კვლევაც განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, მთლიანობაში მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის დედასთან დაბრუნება არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მას არ აქვს არავითარი გამოცდილება ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობისა, არ იცის ჩეხური ენა, ხოლო ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები. ოლივია ანტონს ამოძრავებს შურისძიება მეუღლის მიმართ, ვინაიდან დედამ ქართულ სასამართლოში წარადგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მამას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს, ქართულმა სასამართლომ, ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და დედის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა და იმავეს მოითხოვს. პოლიციაშია დედის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადების და სასამართლოსთვის მისი მიწოდების საქმეც, რომელიც შეეხება კვიპროსში დასაქმების კონტრაქტს და ქირის სადავო ხელშეკრულებებს. სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენას. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურა განიხილავს მამის და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს, სადაც კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც დაისმის. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ არასრულწლოვანის დედას უარი უთხრა ცალკეულ საკითხებზე საქმის აღძვრაზე არა იმის გამო, რომ უყურადღებოდ მიიჩნიეს განცხადებით დასმული მოთხოვნები, არამედ ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, გამომწვევი და მითითებული გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრუწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, 2019 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქმეში არსებობს მხილების დოკუმენტები, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურის მენეჯმენტის მიკერძოების, სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან კი ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხება, რასაც ორგანიზაცია სათანადო გამოქვეყნებას ... ...
  • ნერგების სეზონი და ზაფრანის გარეშე დარჩენილი ოზურგეთის ბაზარიდღეს, დილიდან ოზურგეთის ბაზარსა თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აგრარული კულტურების ნერგებს ყიდიან, უჩვეულო სიძვირე იყო. ნებისმიერი კულტურის ნერგი, 10, 15 ან 20 თეთრი ღირდა, ხოლო კოშტებით გამზადებული 50 თეთრიდან ერთ ლარამდე. _ ერთის მხრივ კარგია, ფასი უნდა დაედოს გლეხის ნაშრომს, მარა ე ზაფრანის ნერგი რომ არსადაა, მოვიარე მთელი ბაზარი და ჩიხები, რაშია საქმე, ვერც გუშინ ვიშოვე, არც დღეს არის არსად, _ საყვედურს გამოთქვამდნენ მოქალაქეები. _ დათესე, არაა გვიან, მოესწრება, - შეაშველეს აქეთ-იქიდან. მართლაც, ნერგების სეზონზე, როცა ბაზარში აგრარული კულტურების ჩითილების სიუხვეა, ზაფრანის ნერგი არსად იყო. ზოგიერთების რჩევაც არაა ურიგო - ზაფრანს თბილი გარემო უყვარს. ცივ ამინდში  აღმოცენებას გაჭიანურებულად ახდენს. წლევანდელმა სიცივეებმა, ეტყობა, აღმოცენების უნარსაც  ხელი შეუშალა. დათესვა გვიანი მართლაც არ არის, მით უფრო, ზაფრანს სითბო უყვარს, ათ დღეში აღმოცენდება და გადასარგავიც მალე ... ...
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურში (R)მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან და ინსპექტირების ჯგუფთან ერთად, ფარცხმისა და ზომლეთის ტერიტორიულ ერთეულებში იმყოფებოდა. მერმა, ფარცხმაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და ხანის უბანში ბეტონის ასასვლელის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. ზომლეთში, სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარისათვის მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 844769 ლარს შეადგენს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?