ტრანსფორმატორი მაინც წაიღეს

საზოგადოება

ტრანსფორმატორი მაინც წაიღეს

2012 აპრ 11 08:48:49
5 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთი უბნიდან "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა ელექტროტრანსფორმატორი წაიღეს. სადავო ტრანსფორმატორი, მოსახლეობის განცხადებით, მათი საკუთრება იყო, რადგან თავიანთი სახსრებით შეიძინეს. "გურია ნიუსი" აღნიშნული ფაქტის შესახებ ერთხელ უკვე წერდა.

2012 წლის 11 იანვარს, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს და ტრანსფორმატორი არ გაატანეს. თუმცა, როცა მეორედ მოვიდნენ, მაინც წაიღეს.

_ არჩევნებზე ამ უბნიდან ერთ ხმას ვერ წაიღებთ! დამთავრდა თქვენი დაპირებები და თქვენთვის ხელშეწყობა, ხალხისთვის მაინც არ ხართ! ჩვენ მხოლოდ არჩევნებისთვის გჭირდებით. ჩვენთვის ხეირი არც ერთ ხელისუფლებას არ მოუტანია არასდროს, რით ამოგვხადოთ სული, იმას ფიქრობთ. გზა ამ უბანში არაა და გაზი. გამრიცხველიანება გააკეთეთ, მაგრამ, საკმარისია, ნიავმა დაუბეროს, შუქი ქრება. ისეთი დაბალი დენია, ტელევიზორს და მაცივარს ერთად ვერ ჩართავ. ახლა ჩვენი ნაყიდი, ხალხის ტრანსფორმატორი მიგაქვთ. საბუთს რომ გვთხოვთ, თქვენ გვაჩვენეთ საბუთი, რომ თქვენი საკუთრებაა! _ მიმართავდნენ "ენერგოპრო-ჯორჯიას" წარმომადგენლებს სოფელ გურიანთის მცხოვრებლები.

_ თქვენ გვაჩვენეთ საბუთი, რომ თქვენია და დაგიტოვებთ, _ ასეთი იყო კომპანიის წარმომადგენელთა პასუხი.

_ არ გვაქვს საბუთი, ეს ტრანსფორმატორი კომუნისტების დროს არის ნაყიდი, მოკვდა ის კაცი, ვინც საბუთს ინახავდა.

_ მერე მიწაში წაიღო? _ ცინიკურად იკითხა გია ნაკაიძემ.

_ მართალია, არ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ არც თქვენ გაქვთ. დიდ კაცთან პატარას რომ მართალი არ გასვლია, ზუსტად ისეა, თორემ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ტრანსფორმატორი თქვენი საკუთრება არ არის.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან რომ ვერაფერი გააწყვეს, იქ შეკრებილებმა დახმარება ჩვენ, "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს გვთხოვეს: _ კიდევ ერთხელ დაწერეთ, რაც აქ ხდება, პატრონი რომ არ გვყავს. ვიცით, ჩვენს თხოვნას მაინც არაფრად აგდებენ _ არაერთხელ დაიწერა ჩვენი პრობლემის შესახებ, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი. ერთხელ ღია წერილიც კი გამოვაქვეყნეთ გუბერნატორის სახელზე, სადაც გაზის შემოყვანას ვითხოვდით. არაფერი გამოვიდა _ როგორც ვიცით, ჩვენს უბანში არ შემოჰყავთ. ხომ თქვა პრეზიდენტმა, ყველა უბანში და ყველა ოჯახში იყოს გაზი შეყვანილიო. რატომ არ მოვიდა რწმუნებული ან ვინმე კომპეტენტური პირი, ვინც სიმართლეს გვეტყოდა? გაიგოს პრეზიდენტმა ამის შესახებ. დაწერეთ, როგორც ვამბობთ.

ი. ჩხაიძე: _ ადრე პატრულიც მოვიდა, "დაზვერა" მოსახლეობა. ალბათ, აინტერესებდათ, ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობასო. ალბათ, დღესაც საქმის კურსში ჰყავდათ ჩაყენებული _ ისეთი დრო აარჩიეს, ხალხი სახლში რომ არაა. ზოგი თავის საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობს, ზოგი ბაზარში ვაჭრობს.

კარგად მახსოვს, როცა წინა არჩევნებზე გუბერნატორი გურიანთის მოსახლეობას შეგვხვდა და უამრავი პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა. მათ შორის, საუბარი იყო გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის საზღვართან მდებარე დაჭაობებული, გაუვალი ადგილების შესახებ, სადაც ქვეწარმავლები ბუდობენ, იძირება შინაური პირუტყვი. ჩიტაიშვილმა გვითხრა, რომ იქ შეიყვანდნენ ტრაქტორებს, გააკეთებდნენ არხებს, მაგრამ ეს დაპირება ქარს გაყვა, არჩევნებთან ერთად.

მიუხედავად გურიანთელების პროტესტისა, "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ტრანსფორმატორი მაინც წაიღეს,

"ენერგო პრო-ჯორჯაის" სერვისცენტრის ოზურგეთის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ კი "გურია ნიუსთან" კომენტარი არ გააკეთა.

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ არჩევნებისთვის არავის არაფერს ჰპირდება:

_ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ვხვდები მოსახლეობას. ალბათ, თქვენც ხედავთ ამას. არჩევნები არაფერ შუაშია.

_ ბატონო ვალერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თქვენ, წინა არჩევნებზე, დაჭაობებულ ადგილებში არხის გაყვანას შეჰპირდით, თუმცა, ეს პრობლემა, როგორც მოსახლეობა ამბობს, დღემდე მოუგვარებელია.

_ ასე ზეპირად არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ადგილზე და რაზეა საუბარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს, განცხადება უნდა დაწეროს მოსახლეობამ გამგეობის სახელზე და კომპეტენტური პირები აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებენ. რასაკვირველია, მეც მივაქცევ ყურადღებას, თუმცა, კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, ისე კი გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ადგილზე უნდა გავიდნენ გამგეობის თანამშრომლები, შეხვდებიან მოსახლეობას, დაადგენენ პრობლემებს და ყველაფერი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადაწყდება. აღნიშნული საკითხის შესახებ ახლავე ვიკითხავ და დღესვე გავუშვებ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შესახვედრად.

_ მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში დაიწყო გაზიფიცირება და როგორც აღმოჩნდა, ამ უბანში არ შეჰყავთ.

_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც დგინდება ჩასატარებელი სამუშაოები. მე მინდა ვუთხრა თითოეულ მოსახლეს, რომ აბსოლუტურად ყველა ოჯახში შევა გაზი, მათ შორის, აღნიშნულ უბანშიც, _ გაზის კომპანიის კერძო საკუთრების მიუხედავად, დაპირებას იძლევა გუბერნატორი.




 ახალი ამბები
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...
  • ხუნდაძე: "უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე  ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. „თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერმინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით,520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენადდა დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ  სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან,გეთანხმებით,სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც,თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე", - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...