ონლაინ კრედიტების მსხვერპლი მოსახლეობა: რა გამოსავალს ხედავენ სფეროს სპეციალისტები

საზოგადოება

ონლაინ კრედიტების მსხვერპლი მოსახლეობა: რა გამოსავალს ხედავენ სფეროს სპეციალისტები

2016 თებ 5 17:48:41

ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე  სოკოებივით მომრავლდა ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობას არც სახელმწიფო და არც ეროვნული ბანკი არ აკონტროლებს.  საკმარისია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდე იურიდიულ პირად, რომ შესაძლებელი ხდება  აღნიშნული საქმიანობის წამოწყება. ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე, მოგებაზე, ჩამორთმეულ ქონებაზე ერთიანი ინფორმაცია არ არსებობს.

 ცნობილია  მხოლოდ ის, რომ ყველა ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ კრედიტზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%-დან 55%-მდე მერყეობს. საკმაოდ მაღალია საჯარიმო თანხა ვადაგადაცილებაზე. ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის წლოვანებაა. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ წლოვანებად 21 წელს ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სესხი ქონებით უზრუნველყოფილი არ არის, გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალის ქონებას მაინც აყადაღებენ.

ამაში დასარწმუნებლად, პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გახდა საჭირო. ოთხი ონლაინ სესხების კომპანიის ვებგვერდზე შევავსეთ განაცხადი. შევიყვანეთ ყველა საჭირო მონაცემი და დაველოდეთ პასუხს.  სამი მათგანიდან დარეკეს და სესხის დამტკიცების შესახებ გვაცნობეს, მხოლოდ "ემას კრედიტისგან" მივიღეთ უარი.

ამ ექსპერიმენტით სრულიად ცხადია, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს მსესხებლის შემოსავლების  შესწავლის  მიმართ სულაც არ აქვთ მკაცრი კრიტერიუმები. საკმარისია პიროვნების იდენტიფიცირების ამსახველი მონაცემებიც.  სესხის აღების მომენტში, დაბრკოლებას არ წარმოადგენს უკვე არსებული სასესხო ვალდებულებაც.  ამის კარგი მაგალითი გამოდგა ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. მიუხედავად იმისა, რომ  უკვე მაქვს მიმდინარე სესხი, სამმა ონლაინ ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, თავი არ შეიწუხა ამის გარკვევით, ან უარესი, გაარკვიეს, მაგრამ მაინც გასცეს კრედიტი.

"ჩემი საქმე მდგომარეობს შემდეგში.  ვარ ორსულად და მარტოხელა დედა, მყავს მშობლები, რომლებიც არ მუშაობენ და ოჯახის რჩენა მე მიწევს. მამა მყავს ინვალიდი. ასევე ვარ ონკოლოგიური პაციენტი უკვე 11 წელია,  ჩემი ეს მდგომარეობა  ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ,  შეიძლება ითქვას,  აბუჩად აიგდო: სესხს რო იღებდი, მაშინ არ იყავი ავადო. დასმული მქონდა უშვილობის დიაგნოზი , მაგრამ ამავე დროს ბავშვის გაჩენა იყო აუცილებელი ჩემი ჯანმრთელობისთვის და რაღაც სასწაული მოხდა, დავფეხმძიმდი, რთულია ორი შვილის მარტო გაზრდა და თან ამდენი ვალი. ბინაც კი დავტვირთე იპოთეკით ონლაინ სესხების შიშით და ცალკე სესხიც მაქვს ბანკში და ყველას ერთად ვეღარ ავუდივარ, მითუმეტეს,  მას შემდეგ რაც დოლარის კურსმა აიწია. კერძო მევახშე ცალკე მთხოვს თანხას ერთიანად, ონლაინები მირეკავენ მუქარით ,შანტაჟით სახლში მოვარდნით,.. ,თავის დროზე კარგი გადამხდელი ვიყავი , მაგრამ გადამიბრუნდა ფეხი, ვეღარ ვიხდი. რისი საშუალებაც მაქვს, ცოტ- ცოტა ყველგან შემაქვს რომ ძირი მაინც დაიფაროს, მაგრამ  ეს არ აკმაყოფილებთ,   ჯარიმებიანად მთხოვენ გადახდას. კრედიუმის 225 ლარი მქონდა, ამიყვანეს 850-ზე.  250 ლარი  ერთიანად შევიტანე და უტიფრად მირეკავენ, 850 ლარი რომ გაქვს გადასახდელი,  რას ფიქრობო, გადანაწილების საფასური 160 ლარიდან ეწყებათ . გრაფიკი რომ  შეადგინონ, ზემოდან 160  ლარი უნდა გადაუხადო თურმე წინასწარ.

 ნეტკრედიტი 1000 ლარიან სესხში, რომლიდანაც 900 შეტანილი მაქვს კიდევ 1600 მთხოვს. და კიდევ მრავალი ასეთი,

მე მართლა თვითმკვლელობამდე ვარ მისული , ვერ წარმოიდგენთ,  რა მემართება ტელეფონის ზარზე . ძალიან დიდი სტრესია,საშინელ ნერვოზულ ფონზე უძილობა დამცემდა როდემდე გავუძლებ არ ვიცი. "-ამ წერილის ავტორი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, როგორც ბევრი მის მდგომარეობაში მყოფი,  სასამართლო პროცესის  შიშით, მოითხოვს მისი ვინაობა არ გავამჟღავნოთ.

 საბანკო და საფინანსო საქმის ექსპერტები  ამ მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავენ, აუცილებელია მთავრობამ  კონტროლის ქვეშ მოაქციოს ონლაინგამსესხებლების  საქმიანობა.  დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული  სესხების საპროცენტო განაკვეთებზე და  საჯარიმო სახდელებზე.

საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, ონლაინ გამსესხებლები სესხს წლიური საპროცენტო განაკვეთებით არ გასცემენ, მათი მოგება დიდი ჯარიმები და საკომისიოებია.

"ასეთი არასწორი საქმიანობა, რომელიც შეუსაბამოა მსოფლიო პრაქტიკასთან აუცილებლად აღსაკვეთია. არ შეიძლება სესხი გაიცემოდეს მხოლოდ საკომისიო გადასახადით, ვინაიდან საკომისიო ყოველთვიური გადასახდელია. ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კი ასე მუშაობს.

ამასთანავე ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად მარტო საკომისიო გადასახადი საკმარისი არ არის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ეს მარტო საქართველოშია მისაღებისესხები გაიცემა გაურკვეველი ფორმით,"-ამბობს ელიავა.

 საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობით დაზარალებულ მოქალაქეთა  ჯგუფიც შეიქმნა და მასში გაერთიანებული ადამიანები საერთო საპროტესტო  აქციების ორგანიზებას გეგმავენ.

ამავე თემაზე:

ცხოვრება სესხების ტვირთით

ონლაინ სესხებით დაზარალებულები




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...