საქართველო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავ კანონპროექტს იღებს_ THE GUARDIAN

საზოგადოება

საქართველო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავ კანონპროექტს იღებს_ THE GUARDIAN

2016 თებ 9 20:50:20

კონსერვატიული პარტიის დეპუტატისა  და მსახიობის, სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს, საქართველოში რელიგიური გრძნობების  შეურაცხყოფისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ, THE  GUARDIAN ეხმაურება.

"გურია ნიუსი" გამოქვეყნებული  სტატიას  უცვლელად  გთავაზობთ.

"THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, საქართველოში კანონპროექტის მიღებას აპირებენ, რაც  რელიგიური უპატივცემულობის გამოხატვისთვის კანონით დასჯას ითვალისწინებს, რის გამოც მართლმადიდებელი ქრისტიანები შეშფოთებულები არიან.

კრიტიკოსების თქმით, კანონი, რომელიც  ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა, შეიძლება ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, საქართველოში ეკლესია ეროვნული თვითმყოფადობის ისტორიულ დამცველად განიხილება და მსოფლიოს ყველაზე რელიგიურ ერებს შორის, ქართველები  ეკლესიის კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან.

რაც შეეხება ქვეყნის პატრიარქს, ილია მეორეს, მას  2013 წლიდან ქვეყნის ყველაზე სანდო საზოგადო მოღვაწის სტატუსი აქვს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 818 ლარს შეადგენს, კანონპროექტის  მიხედვით,  რელიგიური  გრძნობების შეურაცხყოფისთვის 300 ლარიანი  ჯარიმაა  გათვალისწინებული, ხოლო რელიგიური სიმბოლოს შებღალვისთვის 1000 ლარი.

მედია საშუალების ცნობით, კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს ყველა რელიგიური მრწამსის დაცვას, მიუხედავად ამისა,   უმცირესობათა  ჯგუფები  კანონიდან  სარგებელს  არ  ელოდებიან.

როგორც "ლიბერალთან"  საუბარში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის  ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა,  კანონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"კანონი არავის დაიცავს, უბრალოდ,  სიტყვის  თავისუფლების წინააღმდეგ ძლიერი იარაღი იქნება,"_ განაცხადა გოცირიძემ.

მაუწყებლის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია მეჩეთისა და მედრესეს  გახსნას ეწინააღმდეგება, რაც შიდა დაძაბულობის ნიშანია.

მისივე ცნობით, საქართველოს  სახალხო  დამცველმა  კანონთან  დაკავშირებით  ეჭვი გამოთქვა.

"კანონის  ერთადერთი  კრიტერიუმია  შეზღუდოს  სიტყვის  გამოხატვის  თავისუფლება და მორწმუნეები  პრივილიგირებულ  პოზიციაზე  ამყოფოს,"_ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მაუწყებლის ცნობით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ისედაც პრივილიგირებულ პოზიციაზეა სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმების გამო, რაც საქართველოში  ბაზილიკის ტიპის ეკლესიების მომრავლებაში აისახება.

THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ შემოთავაზებული  კანონპროექტის  უკან  ეკლესია  არ დგას.

მაუწყებლის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის  სხდომაზე, 2 თებერვალს  მმართველმა  კოალიციამ  კანონი  მოიწონა, ხოლო  უმცირესობამ  მასის მხარდაჭერაზე  უარი  თქვა.

 კანონპროექტმა  მმართველ  კოალიციაში და მის მიღმა აზრის გაყოფა  გამოიწვია.

მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძიამ  "ნეტგაზეთთან"  განაცხადა, რომ კანონი სამოქალაქო  თავისუფლების  ბალანსს დაარღვევს.

"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ინდივიდუალური დავის საკითხია და სახელმწიფომ შეიძლება არასოდეს იცოდეს კონკრეტული ინდივიდისთვის კონკრეტულად რა ქმედებაა შეურაცხმყოფელი,"_ განაცხადა კორძაიამ.




 ახალი ამბები
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქციაკახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია. ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.   ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს  დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე ... ...
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...
  • გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანზე- ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და  ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა,  შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და   126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. “ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს.  მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა,  ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის ყველაფერი დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება,”-განაცხადა კახა კალაძემ. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა კარკასისა და ქვაბულის (კატლავანის) მდგომარეობაში არსებული სამი ობიექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, განიხილეს თაბუკაშვილის N7-9, მარშალ გელოვანის N4ა და გურამიშვილის N64-ში არსებული დაუსრულებელი ობიექტები. საუბარია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 387 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებაზე. ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მერია დეტალურ მოლაპარაკებებზე გადავა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესსა და მზადყოფნას გამოხატავენ. „დღევანდელი შეხვედრა ხუთი ასაშენებელი ობიექტიდან სამ ობიექტს ეხებოდა. ორ ობიექტზე უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვყავს ინვესტორები, ხოლო სამი ობიექტის დასასრულებლად ინვესტორები გამოკვეთილი არ იყო. დღეს შევხვდით სამშენებლო კომპანიების იმ ნაწილს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ მასშტაბების პროექტების განხორციელება და მათ აღნიშნულ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ძირითადი ინფორმაციები წარვუდგინეთ. ახლა ველოდებით მათ გამოხმაურებას“,- განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...