არსებობს თუ არა ნაგავსაყრელის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

საზოგადოება

არსებობს თუ არა ნაგავსაყრელის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

15 თებ. 2016, 14:46:14

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ურეკისა და მერიის ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელებია განთავსებული. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რამდენადაა დაცული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

როგორც მერიის მცხოვრებლები ამბობენ, არის ანტისანიტარია, აწუხებთ სუნი და რაც ყველაზე მთავარია, მათი თქმით, ნაგავსაყრელთან მისასვლელი სამანქანო გზა იმდენად ჭაობიანია, რომ გავლა საშიში ხდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მყარი ნარჩენების დამუშავება ყველა ინსტრუქციის დაცვით მიმდინარეობს:

"მერია-ლაითურის ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენების დამუშავება ხდება ყველა ინსტრუქციის დაცვით. ნაგავსაყრელიდან ორი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობა არ ცხოვრობს. ოპერატიულად მიმდინარეობს მუდმივი სამუშაო პროცესი. ნაგავსაყრელზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, გამომდინარე იქედან, რომ პროცესი არის ტექნოლოგიურად გამართული, ოპერატორები მუშაობენ დაშვებული ნორმების ფარგლებში, რესპირატორებით და სპეცტანსაცმლით, რითაც მუშა-პერსონალი დაცულია მავნე ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, მერიის ნაგავსაყრელზე არ შემოდის საფრთხის შემცველი ნარჩენები _ ქიმიკატები და მომწამვლელი ნივთიერებები, ვადაგასული ფარმაცევტული ნაწარმი. აქ შემოდის მხოლოდ ორგანული ნარჩენი. პროცესი კონტროლდება მკაცრად.

რაც შეეხება ურეკის მუნიციპალურ ნაგავსაყრელს, მისი ფართობი 13 305.00 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ყოველთვიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1 398 კუბური მეტრი ნარჩენი დაბა ურეკისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.

ურეკის ნაგავსაყრელი "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" საკუთრებაში 2013 წლის 13 იანვარს გადაეცა.

იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო _ ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა, რაც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს საქართველოს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით, ურეკის ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ნარჩენების გადამზიდი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა შიდა ელექტროფიცირება.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ნარჩენების გადამზიდი სპეცმანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ურეკის გადამზიდი სადგურიდან მერიის ნაგავსაყრელზე. პროექტის ღირებულებამ 226, 686, 70 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს "ლავა" _ აცხადებენ გამგეობაში.

სულ სხვა პოზიციას აფიქსირებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე _ ის აღნიშნავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მართლაც გაუსაძლისია: "იქ არის ნამდვილად გაუსაძლისი მდგომარეობა, ურთულესი. ერთი კვირის წინ იყო ჩამოსული მყარი ნარჩენების გადამუშავების კომპანიის დირექტორი. ჩვენ დავათვალიერეთ ახლად მოწყობილი პოლიგონი ურეკში და ჩოხატაურში. მინდა გითხრათ, რომ გვეყოლება სრულიად ახალი ტექნიკა, რომელიც იქნება არა მარტო ნაგავსაყრელისთვის, მოხდება პირდაპირ ნაგვის გატანა ცეცხლაურში, სადაც გაკეთდება თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელის პოლიგონი. ეს პრობლემები, წლებია, გროვდება და დღეს უკვე არის უკიდურესად გაუსაძლისი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მყარი ნარჩენების მართვისა და სპეცტექნიკის შესყიდვების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომპანია "გამა კონსალტინგის" წარმომადგენლმა ზურაბ მგალობლიშვილმა, რეგიონში მყარი ნარჩენების კუთხით დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროექტი განიხილა".

გუბერნატორის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD), საქართველოს მთავრობა, დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად გახორციელების მიზნით, 2016 წლიდან რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნაგვის ურნებით აღჭურვას გეგმავს. პირველი ეტაპისთვის გამოყოფილია 15 მილიონი ევრო:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ მანქანას დაემატება კიდევ ერთი, ქალაქ ოზურგეთს _ სამი, ჩოხატაურს _ სამი ახალი მანქანა თავისი ბუნკერებით და ლანჩხუთს _ ორი. ეს ნიშნავს, რომ ის პრობლემა, რომელიც სოფელ მერიაშია, აღმოფხვრილი იქნება", _ თქვა გია სალუქვაძემ.




 ახალი ამბები
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?