საქართველოში თანაცხოვრების პრობლემები მწიფდება_ ISN


საზოგადოება

საქართველოში თანაცხოვრების პრობლემები მწიფდება_ ISN

16 თებ. 2016, 21:20:23

ISN-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქართველოში თანაცხოვრების პრობლემები მწიფდება, რისი მოგვარებაც მნიშვნელოვანია.

 "გურია ნიუსი" გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დომინანტური მართლმადიდებელი საზოგადოება მუსულმანური უმცირესობის წევრების, სომხური სამოციქულო ეკლესიის, იეჰოვას მოწმეების, ბაპტისტების დისკრიმინაციას ეწეოდა. ახალი მთავრობა სიტუაციის შეცვლას ცდილობს, მაგრამ პრობლემას ფესვები ღრმად აქვს გადგმული.

საქართველოს ეროვნული იდენტობიდან უმცირესობის გამორიცხვამ ხელი შეუწყო ეთნიკურ და რელიგიურ საზოგადოებას შორის დაძაბულობას, რაც შეშფოთების მიზეზს იძლევა. როგორც ჩანს, ახალი სამთავრობო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკეთესი გზის მონახვაა საჭირო.

21-ე საუკუნის დადგომიდან უნდა გვესმოდეს, რომ რელიგიას ხალხის დაყოფა შეუძლია. იდენტობის გამო, სხვადასხვა თემები საზღვრებს ნიშნავენ.

სამხრეთ კავკასიაში კერძოდ,საქართველოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს  შორის, ასევე  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაუწყვეტელი კონფლიქტები რეგიონის ეკონომიკური და სოციალური კუთხით ზრდას, უმეტესად კი  იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დიდ პრობლემას  უქმნის.  გარდა ამისა, საქართველოში ეთნიკურად მართლმადიდებელ ქართველებსა და ეთნიკურ მუსულმანურ მოსახლეობას შორის ტერიტორიული კონფლიქტი ნაკლებად თვალსაჩინოა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუსულმანური უმცირესობა ქართული პოლიტიკის მშენებლობაში სათანადოდ არ მონაწილეობს. ხოლო უმრავლესობა-უმცირესობის  ურთიერთობა კი სხვადასხვა რელიგიური შეხედულობის გამოწვეულ პოლიტიკურ არასტაბილურობას მალავს.

საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ხელშეწყობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცირესობათა გამორიცხვა შესაძლებელია პოლიტიკური კონფლიქტის საწყისად იქცეს.

საქართველოში არსებული მდგომარეობა შვეიცარიისთვის სამი რამის გამოა მნიშვნელოვანი.

პირველი, საქართველო გეოპოლიტიკური მდებარეობის მიხედვით აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის ენერგეტიკულ სატრანსპორტო მარშრუტია, გარდა ამისა, მთავარ როლს თამაშობს უსაფრთხოებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან. მეორე, მშვიდობიანი და აყვავებული საქართველოს ჩართვა ბერნისთვის სამშვიდობო პროექტებში პრიორიტეტია.

როგორც ცნობილია, 2013-2016 წლებში შვეიცარიამ რეგიონში  სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 110 მილიონის ინვესტიცია ჩადო, რის გამოც საქართველოში  მუსულმანურ უმცირესობასთან კონფლიქტის მოგვარება შვეიცარიისთვის მწვავე საკითხი გახდა.

სამხრეთ კავკასიის ეთნიკურად და რელიგიურად შერეული ისტორიის გამო საქართველოს მოქალაქეებსაც მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს ცენტრალურ და პერიფერიულ რეგიონებში ენობრივი ბარიერი არსებობს.

უკანასკნელი აღწერის მონაცემებით (2002წ), საქართველოში 4, 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რელიიგიის მიხედვით, მისი 84%-ს მართლმადიდებელი ქართველია, 10%-ს მუსულმანია, 4% გრიგორიანია, ხოლო 2% კათოლიკები და ებრაელები შეადგენენ.

რაც შეეხება ეროვნებას, 84% ეთნიკური ქართველია, 6,5 % აზერბაიჯანელები, 5, 7% სომხები, 1,5% რუსები, ხოლო 2% ოსები, ქურთები, ბერძნები, უკრაინელები, ქისტები და აფხაზები არიან.

მათი ინფორმაციით, საქართველოში სამი მუსულმანური თემი არსებობს: ეთნიკური აზერბაიჯანლები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ცხოვრობენ, ქართველი სუნიტები, რომელთა უმეტესობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრობს, და ქისტი სუნიტები -პანკისის ხეობასა და კახეთის რეგიონებში.

საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის კონკრეტულ ნაბიჯები უკვე გადადგეს. მაგალითად, მთარგმნელობითი მომსახურება სასამართლოებში; სწავლება სხვადასხვა ენებზე სასწავლო დაწესებულებებში”, _ აღნიშნულია სტატიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარია ამჟამად დაკავებულია სამხრეთ საქართველოში ეთნიკური უმცირესობათა პოლიტიკაში ჩართვით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და რეგიონალურ განვითარებას, ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას.




 ახალი ამბები
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI-ს კვლევა: კორონავირუსთან გამკლავების მიმართულებით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% კარგად აფასებსსაერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - NDI-ს მიერ გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ - კარგად. 33% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის. ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება. კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდეა შემცირებული უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....