ქალი და პოლიტიკა

gurianews.com

საზოგადოება

ქალი და პოლიტიკა

2016 თებ 22 22:09:00

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, იზრუნოს და ხელი შეუწყოს  გენდერულ თანასწორობას. ხელშეკრულებაში ცალკე მუხლადაა გამოყოფილი დირექტივები, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნის აღმოფხვრას ეხება.

G-News TV-ის ყოველკვირეული გადაცემის _ "არჩევანი მე" გასული კვირის თემა საქართველოში არსებული გენდერული პოლიტიკა იყო.

იდუმალი და ხილული ბარიერები, პრობლემები, სახელმწიფო პოლიტიკა და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც ევროკავშირთან უნდა დაგვაახლოვოს _ ამ თემებზე სიუჟეტი "გურია ნიუსის" კორესპონდენტებმა თამთა კაკაურიძემ და აკაკი სიხარულიძემ მოამზადეს. სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პრობლემის არსი განმარტეს და მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.

როგორია ქალების როლი პოლიტიკაში, ასრულებს თუ არა საქართველო ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, აუცილებელია თუ არა გენდერული კვოტები _ ამ მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ისაუბრა.

ბესელიას განცხადებით, თუ მამაკაცი პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, შესაძლოა, 2016 წლის პარლამენტში გაცილებით მეტი ქალი იყოს.

მისივე თქმით, "კვოტირება ქალებს ბარიერების გადალახვასა და სირთულეების გამკლავებაში დაეხმარება" და "იდეალურ მოცემულობამდე, როდესაც თანაბარი რაოდენობაა ქალების და მამაკაცების საკანონმდებლო ორგანოში, შორს ვართ".

 ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონებს ნაკლები ბარიერების გადალახვა მოუხდეთ: "მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, რომელსაც გამივლია ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური გზა, რაც ქალ პოლიტიკოსებს გაუვლიათ ქართულ პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ სხვა ქალბატონებს უნდა გავუიოლოთ ის ბარიერები, რომელიც ექმნებათ. ყველაზე მტკივნეულად მოვედი დღემდე და არც დღეს არ არის ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა იოლი, სწორედ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ამ ბარიერების შემცირება მნიშვნელოვანია.

სტერეოტიპები, ხელოვნური ბარიერები, ბევრი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ქალის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში. პარლამენტში არსებული გენდერული საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს გენდერულ საკითხებზე, თანაბარ შესაძლებლობებზე, ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე, ძალიან ბევრს მუშაობს პირადად ჩემი კომიტეტიც. იმედს ვამყარებ, რომ ამ კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ეს ახალი კანონპროექტიც, რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მიმდინარეობს განხილვები, დაეხმარება ქალთა მეტ მონაწილეობას პოლიტიკაში. თუ კითხვა ასე დაისმება _ რატომ გვჭირდება ქალი პოლიტიკოსები, ვუპასუხებ _ იმისთვის, რისთვისაც მამაკაცი პოლიტიკოსები გვჭირდება. ის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, რაც აქვთ ქალბატონებს, ისევეა საჭირო, როგორც მამაკაცი პოლიტიკოსების თვისებები. ეს ბალანსი საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკა იყოს უფრო აკადემიური, დაბალანსებული, კარგი, შედეგიანი და მეტი სიკეთის მომტანი," _ აღნიშნა ბესელიამ.

გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი კორესპონდენტების ბექა უნგიაძის, სოფო წილოსანის, გიორგი გირკელიძის და ჟანა მეგრელიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომელიც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის" მკითხველს ჩვენ ვებგვერდზე _ www.gurianews.com შეეძლო საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინა კითხვაზე _ "უნდა იყოს თუ არა ქალი პოლიტიკაში?" ამ შეკითხვით ჩვენ მოქალაქეებსაც მივმართეთ და გამოკითხვის შედეგები გადაცემაში გავიდა, რომლის ბოლო ბლოკის სტუმრები გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე იყვნენ.

"თუ კი რაიმე თავის  მოწონება შეუძლია რეგიონს, ისაა, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში გენდერული პრინციპი არა მხოლოდ დაცულია, უფრო მეტად ქალებისკენ არის გადახრილი, რასაც მე პირადად მივესალმები", _  აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

"ჩვენთან, გუბერნიაში, 35 საჯარო მოხელიდან 22 არის ქალბატონი და 13 _ მამაკაცი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 დეპუტატიდან 7 ქალბატონია და, სავარაუდოდ, მაისში ჩასატარებელი ვადამდელ არჩევნებზე ქალბატონი დაემატება. ქალაქ ოზურგეთის მერიის 77 საჯარო მოხელიდან 42 ქალბატონია და 35 _ მამაკაცი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ-ებში დასაქმებულია 822 ადამიანი, აქედან, 466 ქალია, 356 კი _ მამაკაცი. მინდა ვთქვა, რომ წამყვან თანამდებობებზე ქალბატონებს არიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულია 167 საჯარო მოხელე _ აქედან 104 კაცია, ხოლო  63 ქალი. აიპებში 820 ადამიანია აქედან 501 ქალია, ხოლო 319 კაცი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 485 ქალია დასაქმებული და 105 მამაკაცი (აქ შედის ა.(ა).ი.პ-ებში დასაქმებულთან რიცხვი). ჩოხატაურის გამგეობაში დასაქმებულია 127 საჯარო მოხელე. აქედან 85 კაცია, ხოლო 42 _ ქალი", _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, საკრებულოში 38 წევრიდან ხუთი ქალბატონია და ხუთივე თანამდებობის პირია: "ხუთივე ქალბატონი თანამდებობის პირია _ ორი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა, ორი _ ფრაქციის თავმჯდომარე; რაც შეეხება მეხუთე ქალბატონს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია. ისინი ძალიან აქტიურები არიან და ყოველთვის მივესალმები იმ ფაქტის, რომ წამყვან თანამდებობებზე იყვნენ ქალები", _ თქვა ზაალ მამალაძემ.

მისივე თქმით, ჩოხატაურის საკრებულოში არის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც საკრებულოს დეპუტატი ქალები არიან გაწევრიანებულები: "9 თებერვალს, ქალთა ფორუმზე საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები ბრძანდებოდნენ. რამდენიმე თვის წინ დეპუტატი მაია პაიჭაძე იმყოფებოდა კავკასიის ქალთა ფორუმზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცალკე საშტატო ერთეული არ არის გამოყოფილი _ საუბარია მრჩეველზე გენდერულ საკითხებში. ვმუშაობთ ამ თემაზე _ საკრებულოში დასაქმებულ ერთ-ერთ ადამიანს დავავალებთ ამ კუთხით მუშაობას. ქალი დეპუტატები ასევე ჩართული იყვნენ გენდერული ბიუჯეტის პროექტირების დროს. შეიძლება არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღოთ და ეს საკითხი მამაკაცს ჩავაბაროთ", _ აღნიშნა მამალაძემ გადაცემაში სტუმრობისას.

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ქალბატონებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, რადგან კვოტის გამო არ არიან ისინი დასაქმებულები": "ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური, რომ თვითონ ქალბატონებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ _  ისინი კვოტის გამო არ არიან დასაქმებულები. მუშაობენ იმიტომ, რომ აქვთ სტატუსი, არიან ნიჭიერები და საზოგადოებას თავიანთ სათქმელს ეუბნებიან", _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ. 

მისივე თქმით, საკრებულოს აპარატში 14 ადამიანია დასაქმებული და აქედან 8 ქალბატონია: "სამი განყოფილებაა აპარატში და აქედან, მხოლოდ ერთ-ერთის ხელმძღვანელია მამაკაცი", _ თქვა მამალაძემ.

გადაცემაში ჩვენ ვეცადეთ, ერთად გვესაუბრა რეალობაზე, რომელიც საქართველოში გენდერულ უთანასწორობას ქმნის. უთანასწორობა რომ თვალხილულია, ამას საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლაც ადასტურებს: "სამწუხაროდ, მიწევს კაცივით მოქცევა, საკუთარი უფლებები რომ დავიცვა. კაცივით მოქცევა ნიშნავს ჩხუბს, რაც არაა კარგი სანახავი. ეს მიწევს იმისათვის, რომ ქალის უფლებები, მათ შორის პარტიაში, უკეთესად იყოს დაცული.

ჩავხედოთ წინა არჩევნების სიებს: კაცი, კაცი, კაცი, კაცი... მერე უცებ გაახსენდებათ,  რომ უი, ქალიც ხომ გვყავს და ჩაწერენ ქალებს. პარტიულ სიებში ქალები არ არიან  იმ ადგილებზე, რომელიც შეიძლება გამსვლელი იყოს.

თქვენ არ ყოფილხართ ქალი და არ იცით, რა გრძნობაა, როდესაც პარტიაში ბიჭები დასხდებიან და წერენ სიას, ქალები უნდათ მხოლოდ პლაკატების გამკვრელებად.." ._ ასე მიმართა დეპუტატ მამაკაცებს წულუკიანმა.

"გურია ნიუსი" თემაზე საუბარს ამ გადაცემით არ ასრულებსვ _ სულ მალე, ეთერში გავა ჩვენი ახალი პროექტი "მონოლოგიდან - დიალოგამდე", რომელიც სწორედ ქალთა უფლებების დაცვას და პოლიტიკაში მათი როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, წელს საარჩევნო წელია და ვნახოთ, გაითვალისწინებენ პოლიტიკური პარტიები ევროსტანდარტებ, თუ ისევ ძველ გაზას აირჩევენ _ სიები პოლიტიკოსი "ბიჭებისთვის" შედგება, ქალები კი მხოლოდ პლაკატების გამკვრელებად დასჭირდებათ!

 დისკუსია გახსნილია, შემოგვიერთდით_- მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები, წინადადებები ელექტრონულ ფოსტაზე: nato@gurianews.com.

გადაცემა _ "ქალი და პოლიტიკა" შეგიძლიათ ნახოთ აქ.


ნახვა: 21


 ახალი ამბები
  • კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი: რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში ?!ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში?!“ _- ეს განცხადება დაზარალებულმა, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინცინდენტის გახსენების შემდეგ გააკეთა. კლუბის მიმდებარედ პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს. ზვიად მესხი იხსენებს, რომ კლუბში შესვლა 2 ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, ფეისკონტროლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად, კლუბში არ შეუშვა. „რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ,“ - განაცხადა მესხმა. მისი თქმით, თავად ვერ დაინახა, როგორ მიუახლოვდა დანით შეიარაღებული პირი. „ხედავს ბატონი თამაზი და უშლის ხელს იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩამარტყას დანა იმის გამო, რომ კლუბში ვერ შედის და ვერ ერთობა,“ - განაცხადა ზვიად მესხმა. ზვიად მესხის თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. „გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი,“ - აცხადებს დაცვის უფროსი. კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ... ...
  • ვინ არის მოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლამოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშულში, სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა პროკურატურამ. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2011 წლიდან არის გამწესებული. მანამდე ის ზუგდიდის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში კი, სენაკის პროკურატურაში ... ...
  • ,,საინტერესოა, რომ საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. რა მდგომარეობაა საქართველოში ეკოლოგიის მიმართულებით - ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.  როგორც  მმართველი გუნდის წარმომადგენელი  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება  პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ,,ასეთ საკითხებში NDI - ის კვლევებს ვენდობი  იმიტომ, რომ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა. 42-% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ,  პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მე წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო შეერთებოდა, რადგან იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს აწუხებს არც თუ ისე სახარბიელო შედეგს მოიტანს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს გავამკაცრეთ ნარგავების განადგურებაზე კანონი. გარდა ამისა, მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით ჰიბრიდული ელექტრომობილები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საფუძველს მოგვცემს უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ, შევზღუდოთ მშენებლობები, უფრო მეტი  რეკრეაციული ზონები: პარკები, ბაღები და გამწვანებული ზოლები შევქმნათ, რაც უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილეძემ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს  CRRC-საქართველო ... ...
  • საია: მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება არაკონსტიტუციურიაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი ეს პრინციპი ირღვევა. "ამ კანონპროექტის ამ ფორმით კანონად ქცევა ერთია, რომ აზარალებს თვითონ მედიაგარემოს და ცვლის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. როცა წელიწადში 50 მილიონზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან და საუბარია კომერციული რეკლამის დაშვებაზე, მიუღებელია. სადავოა სპონსორობის თენაც, რადგან სპონსორობამ შესაძლოა კომერციული ტიპის გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული ტიპის გავლენებისგან თავისუფალი",- განაცხადა სულხან სალაძემ. საია-ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოსაც ეხმიანება და ამბობს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება აუცილებელი იყო. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის ჩაერთოს დიაკუსიაში და მმართველ გუნდთან ერთად განიხილონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. "ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პირობებში ჩნდება კორუფციის რისკები, ასევ, ეს აზიანებს სარეკლამო ბაზარს. ყველა ეს პრობლემური ნორმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოწვევაა. იმედია, პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას",- აღნიშნა სალაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.  დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა. ... ...
  • მარჯვენა სანაპიროზე ავარიის გამო მოძრაობა შეზღუდულიათბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ. "იმედის" ინფორმაციით, მსუბუქმა მანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია.  ამ წუთებში მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი ღუდუშაურში არიან გადაყვანილები.  ... ...

არქივი

ზაფრანი

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

"გონებაშეზღუდული" გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...

დამღუპველი მადა

"ამაზონის რქიანა" ათასობით სხვა სახეობისგან...

ჰუმანური ავტომობილი

იაპონურმა კომპანიამ, "ჰუმანიქსმა", ფეხით მოსიარულეთათვის...

მოთევზავე ჩვამა

XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისის მეფე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...