ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

საზოგადოება

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

2016 მარ 3 21:56:45

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი განცხადებას ავრცელებს და მედიას მიმართავს, იმოქმედოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტით, როდესაც საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონების გაშუქებას ეხება.

"უკანასკნელ დღეებში, ჩემთვის ცნობილია წამყვანი მედია-საშუალებების, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მიერ მომზადებული სიუჟეტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". ქარტიის მე-3 მუხლი თანახმად, "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმოვადგენ მოქალაქე როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს, რომელიც პირველი - დასაბუთებულად სადავოდ ხდის ქონების ჩამორთმევას და მეორე - გიორგი პაპუაშვილს მიიჩნევს სადავო ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, სადავო ქონება დაყადაღებულია. საქმეს ამჟამად განიხილავს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

სამწუხაროდ, სატელევიზიო ჟურნალისტური კორპუსი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში, აღნიშნულ საკითხს ყურადღება დაუთმო, არც კი დაინტერესებულა საქმის ვითარების შესახებ. საზოგადოება როლანდ ბლადაძის საქმეზე მსჯელობას ისმენს მხოლოდ ერთ სიბრტყეში, სამთავრობო კომისიაზე გიორგი პაპუაშვილთან აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის და მიღებული პასუხის ინტერპრეტაციით. მედია ყურადღებას აქცევს გიორგი პაპუაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის უთანხმოების კონტექსტს. მინდა მივმართო მედიასაშუალების წარმომადგენლებს, მეტი ინტერესი გამოითქვას სადაო ქონების მიმართ. არ მოხდეს როლანდ ბლადაძის პოზიციის თუ იურიდიული ინტერესის მიჩქმალვა. აღნიშნულ თემაზე მომზადებული ყველა რეპორტაჟი, უნდა პასუხობდეს დაბალანებული ინფორმაციის სტანდარტს. საზოგადოებას თუ ვატყობინებთ სადავო ქონების არსებობაზე, უნდა დავუზუსტოთ, თუ რა ვითარებაა ამჟამად და რა პრეტენზიები არსებობს მხარის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ. მედიამ თავად უნდა შექმნას პროფესიული სტანდარტი. ამასთან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. სამწუხაროდ, სადაო ქონებებზე საზოგადოების მიმართ შეფასებებს და კომენტარს აკეთებს სპეციალისტები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც დაუშვებელია და დამახინჯებული ფაქტების ტირაჟირების განზრახი ხელშეწყობა.

2016 წლის 2 მარტს, გასაჯაროვდა გიორგი პაპუაშვილის 2012 წლის დეკემბერში გაგზვანილი წერილი იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიმართ, ასევე მათი პასუხები სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ. სატელევიზიო მედიამ საკითხზე მსჯელობის დროს, სამინისტროების მხრიდან წარმოდგენილი წერილების შინაარსი ისე მიაწოდა საზოგადოებას, რომ დარჩა ღია შთაბეჭდილება, თითქოსდა გიორგი პაპუაშვილის ამჟამაინდელი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, სადავო არ ყოფილიყოს.

სინამდვილეში, 2013 წლის 17 თებერვლის წერილში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს: "სისხლის სამართლის საქმეში შესასწავლია როლანდ ბლადაძის ბრალდების დასაბუთებულობა და კანონიერება და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება როლანდ ბლადაძის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან თუკი როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნება ცნობილი, ამ შემთხვევაში შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს მისთვის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერებაც". მინისტრის წერილიდან ზუსტად 2 თვეში, 2013 წლის 12 აპრილს, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რ. ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. შესაბამისად, დანაშაული, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ქონება ჩამოართვეს, დღეს არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. ამდენად, მართებულად დაისმის საკითხი სახელმწიფოს კეთილსინდისიერებისა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრის, გიორგი პაპუაშვილის, როგორც ქონების კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ.

სამწუხაროდ, მედია თემის ამ გაგრძელებაზე მიზნმიმართულად სდუმს. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის მიმართ ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილს, სააგენტოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მას სადავო ქონების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. სააგენტოს აღნიშნული განცხადება მომზადებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პრინციპების მნიშვნელოვანი დარღვევით, რადგანაც წერილის მომზადების დროს, სააგენტოს არ მოუხდენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლა. წერილი მომზადდა ზედაპირულად. როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი პაპუაშვილს ასეთი შინაარსის წერილს წერდა, უნდა სცოდნოდა, რომ როლანდ ბლადაძის სარჩელს განიხილავდა საქართველოს უზენაესი სასამართლო და დავის მხარეები სწორედაც ეკონომიკის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად გიორგი პაპუაშვილი იყვნენ.

შესაბამისად, ჩვენ შეიარაღებულები ვართ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით და არ გვსურს, მედიამ ზედაპირულად იმსჯელოს საკითხზე, რომელსაც როლანდ ბლადაძის ოჯახისთვის სასიცოცხლო ინტერესი გააჩნია. ეს არის ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა, რომელმაც როლანდ ბლადაძის 12-წლიანი ემიგრაცია უნდა დაასრულოს. უმჯობესია, გიორგი პაპუაშვილმა განმარტებები მის მიმართ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე გააკეთოს, სადაც როლანდ ბლადაძის ავტოფარეხის კანონსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების აფქტს ეხება და დროა, მედია ამ თემაზეც სამართლიანი იყოს.

2015 წლის 2 მარტს, "პირველ პრესკლუბში" მომზადებულ ბრიფინგზე უშუალოდ გავასაჯაროვე გიორგი პაპუაშვილისა და სამინისტროებს შორის მიმოწერის დოკუმენტი, მაგრამ მედიამ არც კი გააშუქა აღნიშნული პრესკონფერენცია და ფაქტი. გთხოვთ, პატივი სცეთ მხარის კანონიერ ინტერესებს და საკითხის მიმართ მომზადებულ სამომავლო სიუჟეტებში დაიცვათ ბალანსი, დასმულ საკითხზე წარმოდგენილ იქნეს საქმესთან დაკავშირებული იურისტების პოზიცია, რადგანაც სასამართლო დავა არ არის ანალიტიკური ან პოლიტიკური განხილვის საგანი და სამართლიანობის აღდგენას ელოდება 12-წლიანი ემიგრაციაში მყოფი როლანდ ბლადაძის ოჯახი", _ აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებასთან დაკავშირებით, გუშინ კაიკაციშვილმა მედია-ფორუმზე ისაუბრა. 

კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქე როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისთვის, ასევე, მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პაპუაშვილს უჩივლოს.

მისივე განმარტებით, პაპუაშვილის მხრიდან, ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფის, როლანდ ბლადაძის მიმართ დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები გაჭღერდა.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან სატელევიზო ეთერში როლანდ ბლადაძის მიმართ არანაირი დაუსაბუთებელი ბრალდება არ გაჟღერებულა.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

როდის ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს




 ახალი ამბები
  • სად გაიყიდება თბილისში ხილ-ბოსტნეულითბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა. „ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“_ აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. „ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “_ განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. „ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,"_ აღნიშნა კალანდაძემ. წყარო: ... ...
  • შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის"   ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე,  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები",_ განაცხადა კახაბერ საბანაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით. „მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი",_აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  კახაბერ  ... ...
  • ქუთაისის მერმა, შესაძლოა, პოსტი დატოვოსქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას  "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას  დღეს დაწერს. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. "გურია ნიუსი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017  წელს ... ...
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...