ავზის შესაღობად და გასაწმენდად დახარჯული 8 639 ლარი


საზოგადოება

ავზის შესაღობად და გასაწმენდად დახარჯული 8 639 ლარი

4 მარ. 2016, 20:40:51

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის. ე.წ. "ეწერისა და გოგიეთის" უბნის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ. ადგილზე მათივე თხოვნით მივედით. "
ეწერი- გოგიეთი" მაკვანეთის ცენტრიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული. იქ 120 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ უამრავი პრობლემა აწუხებთ _ არ აქვთ წყალი, არც გაზის შეყვანის პერსპექტივა არსებობს და ყველაზე მთავარი რისთვისაც შეიკრიბნენ არის უშუქობა. ისინი ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში აღნიშნულ უბანს ახალი წლის დღეებში არ ჰქონდა შუქი, არ აქვთ წყალი. ერთადერთი, რაც აქვთ, არის გზა, თუმცა, მათივე თქმით, ეს ხელისუფლებას არ გაუკეთებია _ გზა ამავე უბანში მცხოვრებმა ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა დააგო.


გია ჭეფხოძე: "მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს დენის პრობლემა. კი, ბატონო, ხაზებია ჩაწყვეტილი, მაგრამ ყოველთვის, გამუდმებით, შეიძლება დენის გათიშვა თუ პატარა სიო ამოვარდება, ან გაწვიმდება, აბა ქარიშხალის და თოვლის დროს ჯვარი წერია, რომელ საუკუნეში ვართ, გაგვაგებინონ! ახალ წელს რომ უშუქოდ შეხვდები, თან 10 დღე, ესაა ცხოვრება?


მარინა მარგალიტაძე: "სანთლის შუქზე გაგვატარებინეს ახალი წელი, რა აქვთ გასასამართლებელი მაგათ?!  29 დეკემბერს რომ გაითიშა შუქი, 6 იანვარს მოვიდა, ამ დროს ორი მიცვალებული გვყავდა კუთხეში. 21-ე საუკუნეში წყალი არ გვაქვს.  რა უნდა გვითხრან საერთოდ!
ვახო კირთაძე: "ხელისუფლების ვებგვერდზე რომ ყველაფერი პოზიტიური დევს,  რატომ ერთხელაც არ აღნიშნეს, რომ მოსახლეობას უჭირდა ახალ წელს და შუქი არ ჰქონდა? პირიქით, აშუქებდნენ,  რომ პრობლემა მოგვარებული იყო, იტყუებოდნენ. შეიძლება, ღრუბლის გამოჩენისთანავე შუქი გათიშონ? როცა თბილისში, სამინისტროში დავრეკე, მითხრეს, რომ "ენერგო-პრო ჯორჯია" არის კერძო კომპანია და მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და თუ პირადული გვაქვს რამე, სასამართლოში ვუჩივლოთ. გვაინტერესებს, ინტერნეტისა და სატელევიზიო არხების გადასახადს რატომ გვახდევინებენ! თან ასეთ ტყუილს როგორ ამბობენ, რომ  დილით 6 საათზე გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს და იმიტომ არის შუქი გამორთული.  გვითხრან,  რომელი სახელმწიფო სტრუქტურა ან უწყება იწყებს გეგმურ სამუშაოს დილის 6 საათზე?  31 დღეში,  რომ 10 დღე შუქი გათიშულია, ამხელა გადასახადი რატომ მოგვივიდა? იანვარში ყველამ ორჯერ მეტი გადასახდი გადავიხადეთ, რატომ, გეკითხებით? არ შეიძლება ამაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ?"
ელგუჯა მსხალაძე: "ნაციონალებს" რომ აგინებენ ყველაფერში, თვითონ რა გააკეთეს უკეთესი?  ერთ  ფაქტს გეტყვით: სოფელში, ზევით, 40 წელია გვაქვს წყალი გამოყვანილი, ეს ჩვენი გაკეთებულია. ამ ბოლო დროს წყალი აღარ მოგვეწოდება, ამორტიზირებულია უკვე ყველა მილი. როგორც ჩვენ ვიცით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი იყო თანხა. ავზში წყალი არაა, მის შეღობვას დაახარჯეს 10 000 ლარი, წყალი კი არ მოდის. რას ნიშნავს ეს? მაკვანეთში წყალი საერთოდ არ არის, არც სკოლას აქვს და არც _ ბაღს. ვიღაცამ ისიც თქვა, სათხილეს იშენებენ იქ და იმიტომ შეღობესო. რას გაიგებ?! ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია. ჯერ წყალი გააკეთე, ჩავიდეს "ბასეინში" და მერე შეღობე! გაზი როდის გვექნება, ვინ იცის? ერთი გზა გვაქვს, 4 წელია რაც გაკეთებულია. ეს ანზორ ერქომაიშვილმა გააკეთა, ხელისუფლება ამას ვერ მიიწერს!"
მაკვანეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ უკვე ხელისუფლების მიმართ უიმედობა გააჩნიათ.


ბიძინა ცეცხლაძე: "რა უნდა გითხრათ? ვინ უჯერებს ხალხს? შიდა გზები არის ცუდ მდგომარეობაში, აქ ბევრი პრობლემაა. ხალხს ვინ  უსმენს?! ჩვენ მარტო არჩევნებზე ვახსენდებით, იმედი დაკარგული გვაქვს. ახლა კი  ვისწავლეთ ჭკუა, მაგრამ მივაღწევთ კი არჩევნებამდე?"
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ სოფელ მაკვანეთში შორენა ონიანმა ისაუბრა:
"წყალთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს ჩვენ დროს არ გაკეთებულა, არც ხარჯთაღრიცხვა გვინახავს, არ ვართ პასუხისმგებელი პირები მაგასთან დაკავშირებით. არც "სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" გაკეთებულა, ვიცი, რომ წელს კეთდებოდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი შპს აკეთებდა, მაგრამ ვისი დავალებით და თანხები საიდან იყო მოძიებული, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.  გადმოცემით ვიცი, რომ  შეიღობა და გაიწმინდა ნალექისგან., მაგრამ წყალი მოსახლეობას არ მიეწოდება. იმ უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საჩივარი არის დაწერილი ამასთან დაკავშირებით. თუ ფული დაიხარჯა ისე, რომ მოსახლეობას თავის საკეთილდღეოდ არ მოხმარდა, ჩვენ რა უნდა ვთქვათ? იჩივლონ, კაცო, და მოძებნონ დამნაშავე  პირები. მე მოვიწონებ, პირიქით", _ამბობს ონიანი.


რაც შეეხება დენთან და გაზთან დაკავშირებულ პრობლემებს, წარმომადგენლის თანაშემწე მოსახლეობას ამაშიც ეთანხმება.
"დავეთანხმები მოსახლეობას და კონკრეტულად მაგ უბანს, რომ  დენთან და გაზთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარებელია. გაზი 2016  წელსაც არ არის ჩასმული, 5 სოფელია დარჩენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ერთი დაბა, სადაც 2016 წელს გაზიფიცირება არ მოხდება და მათ შორისაა სოფელი მაკვანეთიც", _ ამბობს შორენა ონიანი.


რამდენი ლარის ღირებულებისაა პროექტი, რა სამუშაოებს ითვალისწინებდა და არის თუ არა წყალში გადაყრილი ავზის შეღობისთვის დახარჯული ფული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მაკვანეთში, სოფელ გოგიეთში წყლის სათავეზე ჩატარებული სამუშაოების პროექტის ღირეულება 8 639 ლარს შეადგენს: "პროექტში ეწერა ის, რომ ჩატარებულიყო გაწმენდითი სამუშაოები, ღირებულება 8 639 ლარია, მაქ ისეთი ამბები იყო, აუცილებლად უნდა გაწმენდილიყო. უნდა შეეღობათ კიდეც  და ამიტომ ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები, რას ჰქვია წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას?! წყალი მიეწოდებათ თუ არა, მაგას ვერ გეტყვი, რადგან მე ახლა გამოსული ვარ სამსახურიდან, როგორც კი მივალ გავარკვევ და შეგატყობინებთ", _ გვითხრა აბაშმაძემ.




 ახალი ამბები
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI-ს კვლევა: კორონავირუსთან გამკლავების მიმართულებით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% კარგად აფასებსსაერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - NDI-ს მიერ გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ - კარგად. 33% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის. ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება. კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდეა შემცირებული უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....