"პესიმისტი" ნათელა თოხაძე ბოლომდე ბრძოლას აპირებს

საზოგადოება

"პესიმისტი" ნათელა თოხაძე ბოლომდე ბრძოლას აპირებს

2012 აპრ 30 07:01:19

მელექედურის სკოლის ყოფილი დირექტორი სახალხო დამცველს მიმართავს

_ აუცილებლად უნდა მივმართო სახალხო დამცველს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა ინარიძემ განახორციელა ჩემი დევნა, ერთ ადამიანსაც არ მისცა საშუალება, საკუთარი აზრი გამოეთქვა და ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიეღო; ინარიძემ სცადა, ჩემი ღირსება და უფლებები შეელახა _ ის მე შემეხო ძალიან მტკივნეულად. ბევრი რამ შემიძლია ვაპატიო ადამიანს, მაგრამ როცა ჩემს ღირსებას იმის გამო თელავს, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია, ამას ვერ ვაპატიებ, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნათელა თოხაძე, რომლის გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს ოქმი, მოგვიანებით გადააკეთეს.

თოხაძის თქმით, ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული იყო: _ როცა სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდა, მეორე დღეს ინარიძე მოვიდა სკოლაში, მოიტანა გენინსპექციის დასკვნა და დააპირა, წაეკითხა მასწავლებლების წინაშე, თან მათ ეუბნებოდა, თქვენ თუ იცით, რა მოხდა თქვენს სკოლაშიო. მე არ მივეცი ამის უფლება, რადგან ნაცარს არ შევიყრი თვალებში. მიმაჩნია, რომ სხვა დგას მის უკან. მან იცის, რომ ვიღაცის დავალება შეასრულა. ეს არ იყო მისი სურვილი და ნება, მაგრამ ვერ შეუშალა ხელი ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობდა, _ ამბობს ქალბატონი ნათელა და ყურადღებას ამახვილებს სხდომის ორი ოქმის არსებობის შესახებ:

_ სხდომის ორი ოქმი რომ არსებობს, ეს ვიცით. პირველად შედგენილი ოქმის ასლი "გურია ნიუსმაც" წაიღო. როცა ეს ოქმი გაიგზავნა რესურსცენტრში, დამირეკა ირინა ინარიძემ და მკითხა, ეს რა ოქმი გამოაგზავნეო? მე ვუთხარი, არც წამიკითხავს და არც მაინტერესებს ჩემი გათავისუფლების ოქმი,-მეთქი. ვინ ჰკითხავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ხელს რომ არ აწერს, რა უფლება აქვსო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში მოვიდა რესურსცენტრის იურისტი, დაუძახეს სამეურვეო საბჭოს წევრებს, ოღონდ, პირველ სხდომას 5 წევრი ხომ ესწრებოდა, ახლა იყო ოთხი. დაუძახეს თავმჯდომარეს და ჰკითხეს, ხელს რატომ არ აწერ, რა აზრი აქვს ამას, პრობლემები შეგექმნება, უნდა იარო და ახსნა-განმარტებები წეროო. თავმჯდომარეს სხვა გზა არ ჰქონდა და დაეთანხმა. ამის შემდეგ "გამოაცხვეს" მეორე ოქმი, სადაც დააფიქსირეს, რომ ხუთმა წევრმა მისცა ხმა ჩემს გათავისუფლებას და წინააღმდეგი არ იყო არც ერთი. თუმცა, ეს მაშინვე არ ვიცოდი. ახლა ვამზადებ სარჩელს. იურისტებმა მითხრეს, რომ მიმეტანა პირველი სხდომის ოქმის ასლი, თუმცა, ვნახე, რომ სკოლაში აღარ არის. წავედი რესურსცენტრში და იქ ვეღარ დამიმალეს. თუმცა, თქვენ მეორე ოქმი დაგიმალეს. აღმოჩნდა, რომ ერთი სხდომის ორი ოქმი არსებობს. ამ ყველაფერს ახლა მე ვაპროტესტებ.

_ ქალბატონო ნათელა, თქვენს გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული დაედო, მიუხედავად იმისა, რომ ამას არც თქვენ აღიარებდით და არც _ გენინსპექცია. მაინც რა იყო ამის მიზეზი? რომელიმე პარტიის წევრი ან ღიად მხარდამჭერი იყავით?

_ მე გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით. სანამ "ახალგაზრდა იურისტებში" მივიდოდი, დავეკითხე განათლების ექსპერტებს, ვიყავი თბილისში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში, დეტალურად გადაამოწმეს ის დასკვნა, რაც დადო გენერალურმა ინსპექციამ. სკოლაში მოწვეული გვყავდა აუდიტი, რადგან აღრიცხვის შესახებ არის შენიშვნები ამ დასკვნაში და ერთი თვის ვადაში უნდა გამოვასწროთ ყველაფერი _ სკოლას აქვს წერილობითი გაფრთხილება. აუდიტი რომ მოვიწვიეთ, მისმა წარმომადგენელმა, ისე, რომ არავის არაფერი უკითხავს, თავისით თქვა, ასეთი რამ ხომ ყველა სკოლაშიაო?! ანუ, ყველა აღიარებს იმას, რომ, ძირითადად, 90 პროცენტით, საქმე არის კარგად. მცირე გადაცდომები რაც არის, ეს არის ტიპური, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი გათავისუფლების მიზეზი. ამ ტიპის გადაცდომები, თითქმის, ყველა სკოლაშია. ყველა ამბობს, რომ უნდოდათ ჩემი გათავისუფლება. გეტყვით, საიდან მოდის ეგ ყველაფერი _ მე რისი და ვისი მხარდამჭერიც ვიყავი წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველამ იცის. სკოლის და სოფლის საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. რატომ? ამას აქვს თავისი ახსნა. მაშინ ჩვენ გვყავდა ნაციონალების კანდიდატი _ ლევან კილაძე. გვსურდა მისი გამარჯვება, რადგან არის წესიერი ადამიანი, ექიმი, ეკლესიის ამშენებელი. თუმცა, ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ლევანის კანდიდატურა ამოაღებინა ქალბატონმა ლენა ქადეიშვილმა და ჩასვა მისთვის სასურველი კანდიდატი _ კუკური ღლონტი. ჩვენ არც მისი საწინააღმდეგო არ გვქონდა არაფერი, თუმცა იგი იყო ლენას კანდიდატურა. მერე გავიგეთ, რომ ლევან კილაძის კანდიდატურის ამოგდება ასე მომხდარა: ლენა ქადეიშვილის დახმარებით, შეუდგენიათ ფიქტიური ხელწერები, თითქოს, სოფელში არ გვინდოდა კილაძის კანდიდატურა. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ამის წინააღმდეგი იყო "ქრისტიან-დემოკრატების" და ალასანიას პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ შევახვედრეთ ეს ორი ოპოზიციური კანდიდატი ერთმანეთს, ვთხოვეთ, ერთმანეთის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ საქმე და დარჩენილიყო ერთი კანდიდატი. თუმცა, ვერ მორიგდნენ. ამის შემდეგ, არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ და "ქრისტიან-დემოკრატებმა" გაიმარჯვეს. მე ამას არ ვუარყოფ.

_ როგორც ლენა ქადეიშვილმა თქვა, თქვენ იყავით მისი კანდიდატურა დირექტორის პოსტზე. რამ განაპირობა თქვენი დაპირისპირება?

_კი, ნამდვილად ვიყავი მისი კანდიდატურა _ მან წარმადგინა სკოლის დირექტორად, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ უნდოდა ყველგან საკუთარი აზრის გატარება, ვთქვათ, პერსონალთან დაკავშირებით. მე მბრძანებლური ტონი არ მიყვარს, ჩემს პრიზმაში უნდა გავატარო და გადავხარშო ეს ყველაფერი. თუმცა, საბოლოო კულმინაცია ჩვენი გაყრისა 2004 წელი იყო, როდესაც მან სკოლისთვის მოიპოვა ორი გრანტი _ ერთ-ერთი იყო 2 000-დოლარიანი პროექტი, რომლითაც მან მეორე სართულზე შეცვალა ყველა კარ-ფანჯარა, შეიღება ფოიე, მარჯვენა და მარცხენა ფლიგელი. მოკლედ, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. იმავე წელს, ძალიან მალე, მან რაიონის გამგეობიდან მოიპოვა 10 000 ლარი სკოლისთვის. ამ 10 000 ლარიდან, შემიძლია გითხრათ, რომ სკოლისთვის მხოლოდ 2 000 ლარი დაიხარჯა, მეტი _ არა. მოიყვანა მაშინდელი გამგეობის წარმომადგენლები, მაშინდელი გუბერნატორი და აჩვენა ეს რემონტი.

_ დანარჩენი თანხა სად წავიდა?

_ ეს მან იცის. რემონტის შემდეგ, პირველ სექტემბერს, ტრადიციისამებრ, ზეიმზე, მისალმებისას, მე არ ვთქვი არაფერი ლენაზე. მთელმა კოლექტივმა იცის, რომ ეს მისალმება როცა დამთავრდა, როგორ დამესხა თავს ქალბატონი ლენა _ ეს რა გაბედე, ჩემი სახელი როგორ არ ახსენე, ამხელა რემონტი ჩავატარეო. ეს იყო დასაწყისი ჩვენი ურთიერთობის გამიჯვნისა. თქვენ, ალბათ, შემეკითხებით, აქამდე რატომ არ ვთქვი რაიმე. როგორ არ ვთქვი _ მივედი ნაციონალური პარტიის მაშინდელ ლიდერთან _ კოტე ბერიძესთან და ვუთხარი, რა თანხის რემონტიც ჩატარდა. ამ ქალს ყველგან ჰყავს მფარველი.

_ ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ მფარველობს ქალბატონ ლენას?

_ არ შემიძლია. მე, პირადად, რაც გავაკეთე, იმას გეტყვით. აი, მაგალითად, ჩვენს დეპუტატს, ლენას წინააღმდეგ, შეტანილი აქვს პროკურატურაში სარჩელი, გამგებელთანაც მისულა, მაგრამ ამ ქალის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. არ აინტერესებს არავის ის, რომ სოფელში ყველაფერი გაიყიდა და დიდი სარგებელი ნახა.

_ დაასახელეთ ერთი კონკრეტული ფაქტი...

_ 2007 წელს, სოფლის ქონება გადაეცა ოზურგეთის რაიონს. დავინტერესდი, მელექედურიდან რა იყო გადაცემული. იქ ეწერა _ დაუმთავრებელი სპორტული კომპლექსი, შეფასებული 6 000 თუ 5 800 ლარად, არ მინდა, ციფრი შემეშალოს. რეალურად ეს კომპლექსი არ არსებობდა. გავაპროტესტეთ ჩიტაიშვილთან, დავსვით საკითხი და იმ წლის მარტში დაიწყეს ბოძების დარჭობა. კიდევ ათასი სხვა რამ იყო.

მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მაგრამ მე ვარ ამ ქალის ოპოზიცია. მინდა ხელისუფლებამ ეს დაინახოს. მაგრამ რატომ არ ხედავს, ვერ ვხვდები.

_ რამდენი წელი იყავით სკოლის დირექტორი?

_ 17 წელი. 2007 წლიდან მაღალი ქულებით არჩეული დირექტორი ვარ, ამავე დროს ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, თუმცა, ეს ქალი ჩემზე რას ამბობს, იცით? თურმე, მე ტუბერკულოზიანი ვარ და ჩემი სკოლაში ყოფნა არ შეიძლებოდა. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლობის და დირექტორების გამოცდა, სადაც ჯანმრთელობის ცნობაც უნდა მიიტანო. ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ახლა თქვენ განსაჯეთ, როგორია ამ ადამიანის ბუნება და მორალი. ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბარი ხომ ამორალურია? მას ან ინარიძეს, არ უგრძნიათ სინდისის ქენჯნა, ნუთუ წაიშალა ყველაფერი, რასაც ნამუსი გვავალებს?

_ 2011 წელს "ყველაზე პესიმისტ დირექტორად" დაგასახელეს.

_ კი, ეს იყო სახუმარო ღონისძიება. მაშინ ლელა იმედაშვილმა მოიგონა ნომინაციები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე "პესიმისტი" აღმოვჩნდი, ალბათ, ზოგჯერ გარეგნობა ატყუებს ადამიანს. მე საერთოდ არ ვთვლი ჩემს თავს პესიმისტად, პირიქით, მიმაჩნია, რომ ვარ ოპტიმისტი, მებრძოლი ადამიანი.

_ თქვენ ისიც თქვით, რომ ახლანდელი რწმუნებულიც ამბობდა თქვენზე, ოპოზიციონერიაო.

_ მან ეს მაშინ ვერ განსაზღვრა, თუმცა, ფაქტია, რომ როცა თქვა, ერთ თვეში მომხსნეს.

_ ახლა აგრძელებთ თქვენი პროფესიით მუშაობას?

_ არ ვიცი, ჯერჯერობით, არ უთქვამთ და არ ვიცი. როგორც თვითონ უნდათ, ყველაფერს მაინც ისე გააკეთებენ.

_ მომავალში რას აპირებთ?

_ ჯერჯერობით, დაკავებული ვარ იმით, რომ დროში ჩავეტიო და სარჩელი მოვამზადო. ასევე, აუცილებლად უნდა ვაცნობო სახალხო დამცველს, რომ ირინა ინარიძემ განახორციელა ჩემი დევნა და ამით შეეცადა, რომ ჩემი ღირსება, უფლებები შეელახა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ყოფილი გამგებელი, ლენა ქადეიშვილი "გურია ნიუსთან" ამ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ასევე იქცევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინა ინარიძე: _ მაგ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. არ მაინტერესებს, რა ამბობს ნათელა თოხაძე, _ გვითხრა ირინა ინარიძემ.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...