მაკა ჩიჩუა: "თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს"

საზოგადოება

მაკა ჩიჩუა: "თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს"

2016 მარ 10 22:01:49

საქარტველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის, კომპანია BP-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის მზადებას შეეხებოდა. მაკა ჩიჩუამ ღონისძიებში მონაწილეობა, როგორც პარაოლიმპიელთა მეგობართა კლუბის  წევრმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო.  პირველმა ლედიმ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან  ქვეყანაში პარაოლიმპიური სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა:

"მრავალჯერ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და პირიქით, თქვენ გვაძლევთ სტიმულს და ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც თქვენი დიდი გულშემატკივარისათვის, ყოველთვის ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიდასტურებთ ჩემს თანადგომას, თუ რამე შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, უფრო ბევრმა მოვიპოვოთ ლიცენზიები და მრავალ ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ. მე ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აქ ვიმყოფები. დიდი მადლობა მოწვევისათვის", - განაცხადა პირველმა ლედიმ.

აღსანიშნავია, რომ BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის და სამი პარაოლიმპიელი ელჩი სპორტსმენის ზვიად გოგოჭურის, ირმა ხეცურიანისა და ნიკა თვაურის ოფიციალური სპონსორია.

2016 წლის პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში, ქართველმა პარასპორტსმენმა, სპორტული პრინციპებით, ისტორიაში პირველად შეძლო ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლების მოპოვება. მხედველობადაქვეითებულთა შორის ძიუდოში, საქართველოს, რიოს პირველი ლიცენზია სპორტსმენმა ზვიად გოგოჭურმა მოუტანა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. წელს ირმამ უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულ შეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილეს შორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა. მას რიოს ლიცენზიამდე მხოლოდ 10 ქულა აშორებს.

ნიკა თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველი პარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში, კომიტეტის ძალისხმევით, არაერთი შშმ-პირი იქნა მაღალი მიღწევების სპორტში ჩართული.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...