ვეტერანების გასაჭირი

საზოგადოება

ვეტერანების გასაჭირი

2016 მარ 14 14:33:22

ჯემალ საგინაძე აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილეა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდანაა და ახლა აჭარაში, ე.წ. "ოცნების ქალაქში" მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ომში მონაწილე პირებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

"მოხალისედ წავედი ეროვნულ გვარდიაში. თბილისის და აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე ვარ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიყავი. აფხაზეთის ომის დროს დავკარგე ფეხი და სწორედ, იმ დროიდან იწყება ჩემს ცხოვრებაში პრობლემები.

პირველადი დახმარება გულრიფშში ჩამიტარეს, რის შემდეგ ჩამოვედი ბათუმში, მაგრამ იქ არ მიმიღეს. ამის შემდეგ თბილისში გამიკეთეს ოპერაცია. ძლივს გადავრჩი. უყურადღებოდ ვიყავი და ამან იქონია ჩემს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა", _ ამბობს ჯემალ საგინაძე.

"გურია ნიუსის" რესპონდენტი ცენტრალური ხელისუფლებისგან ფეხის პროთეზირებას და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ითხოვს: "თვითნებურად ვარ შეჭრილი ბათუმში ერთ-ერთ ბინაში, სადაც ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. არანაირი პირობები არ მაქვს.

ყველა მეომარს პატივს ვცემ და ყველას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ რა დავაშავეთ აფხაზეთის ომის მონაწილეებმა? 2008 წლის ომში ვისაც შეექმნა ჯანმრთელობასთან პრობლემა, ყველას დაეხმარნენ _ სამკურნალოდ ჰყავდათ უცხოეთში, მე კი 5 000-ლარიან ვაუჩერზე მივმართე წერილობით პარლამენტს და ყურადღება არ მომაქციეს. ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვ დახმარებას და არავინ მეხმარება.

მხოლოდ ერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მანქანა მაჩუქეს ბიძაშვილებმა, გავყიდე და 90-იან წლებში ერევანში გავიკეთე ოპერაცია ცალ ფეხზე. ამის შემდეგ ფეხის პროთეზი მე თვითონ გავიკეთე", _ გვითხრა საგინაძემ.

გურიის ვეტერანთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გენო ჭელიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ეცნობა ომის მონაწილეების პრობლემებს: "გურიაში ვეტერანებს არ ცნობენ, არ უსმენენ. ჩემი ინფორმაციით, ომის ვეტერანების სამუშაოთი უზრუნველყოფა არ ხდება. ვეტერანების უმეტესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. ჩემ მიერ მოპოვებული სტატისტიკით, 50 ადამიანი მოწმობის გარეშეა. ძირითადად, მეომრები სიდუხჭირეს უჩივიან, თუნდაც, იმის შესაძლებლობა არ აქვთ, კომისიაზე გამოძახების შემთხვევაში თბილისში ჩავიდნენ.

ვეტერანთა დაცვის კომიტეტი ვეტერანებს ყველა სოფელში ხვდება და უანგაროდ ეხმარება მათ. თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას გამოიჩენს მათ მიმართ, ყველაფერი კარგად იქნება", _ გვითხრა გენო ჭელიძემ.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ გუბერნია დაინტერესებულია ვეტერანთა ბედით და მათ ყურადღება ექცევათ: "ჩვენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. რეგიონში გახსნილია შესაბამისი ოფისი და ყველა არსებული პრობლემის გადაწყვეტა ურთიერთშეთანხმებით ხდება", _ გვითხრა სალუქვაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჟანა ასანიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ჯემალ საგინაძეს აუცილებლად დაეხმარებიან: "ჩვენ ბატონ ჯემალს აუცილებლად დავუფინანსებთ პროთეზირებას. ჩვენმა სამსახურმა მემორანდუმი გააფორმა გერმანული პროთეზების მწარმოებელ კომპანია "ოტობოკთან" და წლის ბოლომდე 150-მდე ვეტერანს ექნება მაღალი სტანდარტების პროთეზი, აქამდე 40-მდე ვეტერანს უკვე გაუკეთდა და ძალიან კმაყოფილები არიან. ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ვეტერანებს, რადგან ჩვენი სამსახური მხოლოდ მათი კეთილდღეობის ზრუნვისთვისაა შექმნილი და ყველა მათგანს შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას", _ გვითხრა ჟანა ასანიძემ.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა რა თანხა იხარჯება ომის ვეტერანთა დასახმარებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსის, ნათია ზედგინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ომის ვეტერანებს სხვადასხვა პროგრამებით ეხმარებიან:

"9 მაისს, ფაშიზმზე ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა _ ერთ ბენეფიციარზე 200 ლარი; 8 აგვისტო, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის ოჯახის ფინანსური დახმარება _ ერთ ბენეფიციარზე 200 ლარი; 27 სექტემბერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება _ 200 ლარი; სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისთვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით", _ გვითხრა ნათია ზედგინიძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...