წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკი საჩუქრად პირველ ცხოველებს მიიღებს

gurianews.com

საზოგადოება

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკი საჩუქრად პირველ ცხოველებს მიიღებს

2016 მარ 18 18:20:06

ივნისის წყალდიდობის შემდეგ, თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველ ნაკადს მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს.

"რიგის ზოოპარკი თბილისში 7 ცხოველს გზავნის: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი. თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა. ცხოველების დასახვედრად ბათუმში თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი გაემგზავრებიან. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

რიგის ზოოპარკი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის კოლექციის ცხოველებით შევსების ინიციატივას. რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15,000 ევრო გამოყო. კოლექციის შევსების გეგმა თბილისის ზოოპარკში "ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი", _ აღნიშნულია ზოოპარკის პრესსამსახურის განცხადებაში.

"თბილისის ზოოპარკი "ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" წევრობის კანდიდატია.  EAZA-ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩვენი დელეგაციის თხოვნას კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. საზოგადოებას ახალი ცხოველების ჩამოყვანას გაზაფხულზე დავპირდით და სიტყვა შევასრულეთ. ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს", _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.  

"შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი", _ აღნიშნულია ზოოპარკის პრესსამსახურის განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.


ნახვა: 9


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...