„ოდეერის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

საზოგადოება

„ოდეერის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

2016 მარ 21 18:30:36

არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს პარლამენტს "ოდეერის" საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.  

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გატარებული რეფორმის შემდეგ ე.წ "ოდეერების" (კანონის ენაზე - უსაფრთხოების ოფიცერი) საკითხი ახლებურად მოწესრიგდა და თუკი მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი უსაფრთხოების სამსახურებიდან ოფიცრის მივლენა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ოფიცრის წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებების ნუსხა განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და მასში არ შედის არც სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც სხვა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება. მოქმედი კანონმდებლობით, ფორმალურად მხოლოდ უშუალოდ დაწესებულების თანხმობით/შეთავაზებით არის შესაძლებელი მასში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მივლენა.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს გატარებული რეფორმით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

მიუხედავად იმისა, რომ "ოდეერის" ინსტიტუტი ფორმალურად ახლებურად ჩამოყალიბა, კანონმდებლობით არ მოწესრიგდა იმ უსაფრთხოების ოფიცრების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, ვინც მანამდე ამა თუ იმ დაწესებულების შტატის თანამშრომელი იყო და პარალელურად ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც;

ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახური არის აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე ორგანო, რომლის გარე კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, საზოგადოებას არ გააჩნია შესაძლებლობა გადაამოწმოს რამდენად კანონიერეად იყენებს აღნიშნული სამსახური საკუთარ რესურსს და შესაძლებლობებს.

რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული კონკრეტული პირები იმავდროულად არიან "ოდეერის" ფუნქციის შემსრულებლები, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ოფიციალური მიმართვა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული საკითხი 2015 წლის ზაფხულში განხორციელებული რეფორმით ახლებურად მოწესრიგდა და დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უნივერსიტეტში  "ოდეერი" აღარ არის წარმოდგენილი. თუმცა, როგორც ითქვა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა დამკვირვებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას არ გააჩნიათ. "ოდეერის" უნივერსიტეტში არსებობის ფაქტზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ ასეთი პირები უკვე აღარ არიან უნივერსიტეტში, თუმცა თავის დროზე, მათი იქ ყოფნა, შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო ტერორიზმის საფრთხეებით. კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადება, ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, აცდენილია დღეს არსებულ სამართლებრივ და სოციალურ წესრიგს, მეორე მხრივ კი ის არის დაუსაბუთებელი და ახდენს ცალკეული ჯგუფების მარგინალიზაციას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული განცხადებებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კვლავაც საუბრობენ უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობაზე. უნივერსიტეტის რექტორი კი ადასტურებს უნივერსიტეტში "ოდეერის” არსებობას და ასახელებს კონკრეტულ პირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ სოლიდარობის აქციაზე ასევე გაიჟღერა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობის თაობაზე.

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხის სრულყოფილი შესწავლა და პასუხის გაცემა იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში ამ დრომდე არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი სააზროვნო სივრცე და უნდა გამოირიცხოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ჩარევის რისკები.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად უნდა დაინტერესდეს თსუ-სა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ინტერვენციისა და "ოდეერების” არსებობის პრაქტიკით. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის საქმიანობის პროცესი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას, ასევე სათანადო გამჭვირვალობასა და პროცესის ეფექტიანობას. საგამოძიებო კომისიამ საკითხის შესწავლა უნდა განახორციელოს ფართოდ და საფუძვლიანად, ამ პროცესში კი უნდა დადგინდეს:

2015 წლის ზაფხულამდე იყვნენ თუ არა წარგზავნილნი უსაფრთხოების ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, რა რაოდენობითა და რა კონკრეტული საფუძვლით;

რა უფლება-მოვალეობებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები უნივერსიტეტში, რამდენად ძლიერი იყო მათი ჩარევა საუნივერსიტეტო და სტუდენტურ საქმიანობაში;

აღნიშნული ადამიანები, იმის პარალელურად, რომ ასრულებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის შტატში და ასევე ახორციელებდნენ თუ არა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

2015 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ (რომლის შედეგადაც უსაფრთხოების ოფიცრების წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დაწესებულებებში, მხოლოდ ამ დაწესებულებების თანხმობით), მოხდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანამდე არსებული უსაფრთხოების ოფიცრის გაწვევა, მისი შტატის/კადრის გაუქმება, თუ მოხდა მისი სხვა კადრით შეცვლა;

უკანასკნელ დღეებში სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში კონკრეტულ პირებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ე.წ "ოდეერებს". საგამოძიებო კომისიის მიერ ასევე უნდა მოხდეს ამ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლა და დადგენა, რეალურად რა კავშირი აქვთ მათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებთან;

უშუალოდ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, კომისიამ უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. ამავდროულად, პარლამენტში უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პოლიციური სამსახურების ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც დააზღვევს ამ სამსახურების მხრიდან უფლებამოსილებისა და რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას", _ აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო” (OSGF); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; "მრავალეროვანი საქართველო”; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ლიბერალური აკადემია თბილისი; კავშირი "საფარი".




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...