პროტესტი პრიორიტეტებს

საზოგადოება

პროტესტი პრიორიტეტებს

2016 მარ 24 14:17:36

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გასახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, მთლიანობაში, 806 256 ლარი გამოეყო.

პროგრამის გახორციელებამდე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ძირითადად, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე ესწრებოდნენ. როგორც წესი, მოსახლეობას შეხვედრებზე თავად უნდა წარმოეჩინა ის პრობლემები, რომელიც, მათი აზრით, პრიორიტეტულია და გადაჭრას საჭიროებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრებზე სათანადო ოქმებიც შედგა, სადაც დაფიქსირებულია მოსახლეობის მხრიდან წარმოჩენილი პრიორიტეტები. როგორც გამგეობის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ამ შეხვედრებისას მოსახლეობამ, ძირითადად, არჩევანი გზების რეაბილიტაციაზე გააკეთა.

მაგალითად, ჩოჩხათის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამიდან 78 657 ლარის გახარჯვა იგეგმება და იგი, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გზის რეაბილიტაციასა და გამაგრებით სამუშაოებზე დაიხარჯება. აცანაში გზის შეკეთებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას 26 424 ლარი მოხმარდება. ამავე კუთხით დაიხარჯება 30 584 ლარი მამათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. როგორც იკვეთება, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან მიღებული თანხები ხალხის ნებით, ფაქტობრივად, გზების შეკეთება-რეაბილიტაციას მოხმარდება.

სწორედ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იყო ძირითადი განხილვის საგანი ინფრასტრუქტურის კომისიის 22 მარტის სხდომაზე, სადაც სტუმრის სტატუსით სოფლის მაჟორიტარებიც იმყოფებოდნენ. როგორც გაირკვა, იმას, რაც პრიორიტეტად იყო დაფიქსირებული მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების ოქმში, არც თავად სოფლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი იზიარებს და არც მაჟორიტარები. კომისიის სხდომაზე არა ერთმა მაჟორიტარმა გააჟღერა, რომ აღნიშნული თანხის გახარჯვას ისინი უფრო სხვა კუთხით ამჯობინებენ, ვიდრე შეხვედრის ოქმებშია დაფიქსირებული. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, კენჭისყრისას წარმოდგენილ ოქმებს ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მხარი ერთსულოვნად არ დაუჭირეს და საკითხი ჩააგდეს.

"ეს ოქმები გარკვეულ წინააღმდეგობებში მოდის მოსახლეობასთან. იმას, რასაც მოსახლეობა პრიორიტეტად მიიჩნევს, არ გვიფინანსებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ამიტომაც, მხარი არ დავუჭირეთ წარმოდგენილ ოქმებს", _ გვითხრა აცანის მაჟორიტარმა ემზარ თედორაძემ.

ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა საკუთარი უკმაყოფილება იმაზეც დააფიქსირეს, რომ 2016 წელს სოფლის პროგრამის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების გასახორციელებლად ტენდერის გამოცხადება აუცილებლობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამის ცალსახა ვალდებულებას არ იძლევა.




 ახალი ამბები
  • ჩაშლილი პროექტი და „წყალში გადაყრილი ფული“ _ რატომ არ აშენდა ლანჩხუთში რაგბის მოედანილანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ, სარაგბო კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ადგილზე გარკვეული სამუშაოებიც გახორციელდა, თუმცა, ირკვევა, რომ პროექტი ჩაშლის პირასაა. კომპლექსის მშენებლობის  იდეის ავტორი და დამფინანსებელი  რუსეთში მცხოვრები, სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილი გახლდათ. მისი ერთადერთი ვაჟი რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ 19 წლის  ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ  შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა გიორგი ფირცხალაიშვილმა, სპორტის ეს სახეობა აეღორძინებინა ლანჩხუთში და  საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სარაგბო კომპლექსის აეშენებინა, რომელსაც შემდეგ  უსასყიდლოდ  გადასცემდა  მუნიციპალიტეტს. ამ  ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინასწარი, სიტყვიერი თანხმობით,  მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად და ასევე, სიტყვიერი გარანტიაც შეაშველეს ბიზნესმენს, რომ ეს  საქმე ბოლომდე მივიდოდა.  წინასწარი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში უნდა მოწყობილიყო ორი სარაგბო სტადიონი _ ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით, 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურებოდა. აღნიშნული პროექტის ჩაშლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ  საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, კახა ასკურავამ გააკეთა. „საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო რაგბის სტადიონი, ყველა თავისი საჭირო მოწყობილობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად მერიამ შესთავაზა,  უარი განაცხადა. ათი ათასი ლარი, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მითითებული ადგილის მოსასწორებლად, უბრალოდ, წყალში გადააყრევინეს. დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში, მერიამ ის ვერ გაარკვია, მათსავე მითითებულ ადგილზე შეძლებდა თუ არა საბოლოდ ამ კეთილ ადამიანს მოეწყო სტადიონი. საბოლოოდ კი, ამ მეტად საშურის საქმის ჩაშლის მიზეზი, უაზრო ბიუროკარტიული ბარიერების გარდა, კერძო პირების პირადი ინტერესებიც გახდა...“ _ წერს ასკურავა და აქვე აანონსებს, რომ „ის მაგარი კაცი მაინც მოაწყობს რაგბის სტადიონს, ოღონდ თავად მიიყვანს მის წამოწყებულ საქმეს ბოლომდე. საქმის ბოლომდე მიყვანის ყველანაირი გაგებით“.  მერიაში აღნიშნული პროექტის შეჩერების ფაქტს ადასტურებენ და ზოგადი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ მშენებლობის შეჩერება  გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია.  თუმცა,  კონკრეტულად რა „ობიექტური პრობლემების“ გამო ემუქრება პროექტს ჩაშლა, ამაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ გაკეთებული განმარტებით, ის ყველანაირად გვერდში დაუდგა ამ პროექტს, მაგრამ  მოხდა გაურკვევლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს. ის, რომ აღნიშნულ პროექტს ჩაშლა ემუქრება, ფაქტია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, არა  ბიუროკრატიული ბარიერების გამო, არამედ კერძო პირების ინტერესების  გადაკვეთის მოტივით. მათი არგუმენტით, ტერიტორია, სადაც ბიზნესმენი მერიასთან შეთანხმებით  სარაგბო კომპლექსის აშენებას გეგმავდა, „კონფლიქტში მოვიდა“ იქვე არსებულ ორ ბიზნესთან _ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან. აქვე, მერიის მიერ რაგბის მოედნისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე, „გამწვანების სახელით“  ხეებია დარგული ერთ-ერთი კერძო პირის მიერ. ის, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაცაა,  რაგბისთვის გამზადებულ ფართსა და მის მომიჯნავედ უკვე არსებულ მცირე ბიზნეს შორის, ამას მხარეები  პირად საუბრებში არ უარყოფენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ მხარეს არ სურს. ერთადერთი, რასაც ბიზნესმენი  გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, ისაა, რომ იგი  დაღალა გაურკვევლობამ. „ერთი წელია უკვე თითქმის გასული, რაც ეს საქმე წამოწყებულია და კონკრეტული პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მივიღეთ. ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და არ მინდა ვინმესთან სადაო დარჩეს რამე, ამიტომ მირჩევნია, ეს სტადიონი ჩემსავე სოფელში გავაკეთო, ტერიტორიასაც თავად შევიძენ და ყველაფერს პირადად მივხედავ“, _ ამბობს გიორგი ... ...
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...
  • "დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული. ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.“, _ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან ... ...
  • "ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს არის ნორმალური, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს და ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ, არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. ისე როგორც გაწერილია კანონში", _ აღნიშნა ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...