მოსახლეობა ფიქრობს, რომ პარკინგი მაგისტრალზე მოძრაობას შეაფერხებს

საზოგადოება

მოსახლეობა ფიქრობს, რომ პარკინგი მაგისტრალზე მოძრაობას შეაფერხებს

2016 მარ 24 14:19:44

ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, რომელიც გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ქალაქში არსებული დასასვენებელი პარკებისა და ჟორდანიას ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობას მოხმარდება. პროექტი გარდამავალია და სამ წელზეა გათვლილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "სამკუთხედი" აწარმოებს.

აღნიშნული პროექტის გახორციელება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა. ტენდერში გაიმარჯვა კიდეც ერთ-ერთმა კომპანიამ, თუმცა, სამუშაოები არ შეასრულა და ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.

2015 წელს, ქალაქის რეაბილიტაციის პროექტიდან  დაახლოებით 50 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა, წელს 350 ათასი ლარის გახარჯვა იგეგმება, დარჩენილი თანხის სამუშაოები კი 2017 წელს განხორციელდება.

ამ ეტაპზე, ქალაქის ცენტრში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტუალურ ფაზაშია შესული _ მთლიანად დანგრეულია გამგეობის წინ მდებარე სკვერი და ახლა დემონტაჟის სამუშაოები ცენტრალური პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში არსებული გაზონის ნაცვლად ავტომანქანებისთვის პარკინგი კეთდება, ხოლო ქუჩის საპირისპირო მხარეს არსებული ტროტუარი განახლდება.

"კარგია პარკინგი რომ კეთდება, თუმცა, ვფიქრობთ, ეს გარკვეულ უხერხულობებსაც შექმნის. ამ მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალი გადის და ისედაც გადატვირთული მოძრაობაა. თავის დროზე, იქ გაზონის და დამცავი ღობის გაკეთება  იმით იყო განპირობებული, რომ ფეხით მოსიარულეთა მხრიდან გზის სავალი ნაწილის  გადაკვეთის ფაქტები შემცირებულიყო. ახლა კი, პარკინგის გაკეთების შემთხვევაში, მგზავრებს ქუჩის გადაკვეთა ფეხით მოუწევთ. გარდა ამისა, პარკინგიდან სავალ ნაწილზე დასაბრუნებელი ავტომანქანები შეაფერხებენ მოძრაობას", _ ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები.

საგულისხმოა ისიც, რომ ყოფილი უნივერმაღის შენობის წინ, სადაც არაერთი სავაჭრო ობიექტი და ბანკია განთავსებული, ტროტუარის რეაბილიტაციის შემდეგ  ავტომანქანების გაჩერება, სავარაუდოდ, აიკრძალება. აქ, ძირითადად,  დისტრიბუციის მანქანებს უხდებათ გაჩერება. სიახლის გახორციელების შემდეგ კი მათაც ექმნებათ გარკვეული პრობლემები.

ლევან ჩხაიძის თქმით, დისტრიბუციის მანქანებს მოუწევთ შენობის უკანა მხრიდან მდებარე ეზოთი ისარგებლონ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რამდენადაა მოწესრიგებული აღნიშნული ტერიტორია საამისოდ.




 ახალი ამბები
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში,  აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის"  ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოში ონლაინ გაყიდვები აიკრძალადღეიდან, საქართველოში ონლაინგაყიდვებიც აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეკვეთას შეძლებენ საქართველოში ეს შეზღუდვა 3 დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ... ...
  • GDI: „პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლები დაარღვია"GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. „მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი”,_ ნათქვამია GDI-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ... ...
  • ზვავსაშიშროება _ გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...