ჩოხატაურის ხელისუფლება ახალ ნაყიდ ავტომანქანას მალავს

საზოგადოება

ჩოხატაურის ხელისუფლება ახალ ნაყიდ ავტომანქანას მალავს

9 მაი. 2012, 07:55:40

_ ავტომანქანა "ვაზ 21213" გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურზეა მიმაგრებული; ავტომანქანა "მიცუბიში პაჯერო"-თი მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი სარგებლობს; ავტომანქანა "ჰონდა"-თი საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე; ავტომანქანა "მერსედეს ბენცი-230" გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურზეა მიმაგრებული; ამავე სამსახურს ჰყავს ავტომანქანა "ივეკო 65.9"; სამხედრო სამსახურს ავტომანქანა "ტორნეო" ჰყავს; ავტომანქანა "ფორდ ტრანზიტი" კომუნალურ სამსახურს. ამავე სამსახურზეა მიმაგრებული 2 ნაგავმზიდი. ავტომანქანა "ვაზ 2121" მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ჰყავს, მხოლოდ ავტობუსი "პაზ 42-34" _ კულტურის ცენტრს.

 

ამ ჩამონათვალში რატომღაც ვერ მოხვდა მიმდინარე წლის მარტში შეძენილი ჯიპი, რომელშიც 12 500 ლარია გადახდილი. აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, ჩვენ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე ვიპოვეთ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, თეა უჯმაჯურიძე კითხვაზე, რატომ არ არის ეს ავტომანქანა ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალში, მით უმეტეს, რომ სატენდერო კომისიის წევრი თავად იყო, ვერ გვპასუხობს.

უცნობია ისიც, ვისთვის შეიძინეს ახალი ავტომობილი, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 900 000 კილომეტრი აქვს გარბენი, რაც სპეციალისტების თქმით, ძალიან ბევრია, რადგან ამ გარბენის ავტომანქანას, რომლის გამოშვების წელია 2001, ექსპლოატაციის ყოველგვარი ვადა გასული აქვს და მალე გაფუჭდება. ერთადერთი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებულია, ის არის, რომ აღნიშნული ავტომანქანა 4 მაისამდე ჩოხატაურში არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ "მიცუბიში პაჯერო" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2010 წელს შეიძინა და მასში ხელშეკრულების თანახმად 22 500 ლარი გადაიხადა. თუმცა, ეს ავტომობილი დღეს დაზიანებულია და როგორც ამბობენ, პროფილაქტიკაში უყენიათ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჩიგოგიძე პროფილაქტიკის მისამართს ვერ გვეუბნება და აღნიშნავს, რომ მას ამის ცოდნა არ ევალება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც ეცოდინება, თუ სად არის ავტომანქანა. იგი ვერც ჩოხატაურში მდებარე პროფილაქტიკებში აღმოვაჩინეთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ავტომანქანების რემონტზე ათასობით ლარია დახარჯული.

2012 წლის დასაწყისში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ტენდერი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების _ "მიცუბიში პაჯეროს" და "ჰონდას" ავტოტექმომსახურების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა. წელს, შპს "ავტოსატრანსპორტო საწარმო ავტოსერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ ავტომანქანების ნაწილებისთვის 6 400 ლარი დაიხარჯება. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს თანხა გაიზარდოს.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სხვა ავტომობილებისთვის კი "თეგეტა მოტორსიდან" საბურავების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 6 700 ლარი დაიხარჯება. თუმცა, მითითებული არ არის, კონკრეტულად, რომელ ავტომობილებს ესაჭიროება საბურავების გამოცვლა.

"გურია ნიუსმა" ხელისუფლების მიერ დამალული კიდევ ერთი ავტომობილი იპოვა _ "ოპელი", რომლითაც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჩხიკვაძე სარგებლობს და რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ჩვენთვის მოწოდებული ნუსხის ჩამონათვალში არ აღმოჩნდა.

ჩვენთან საუბრისას, გამგებლის მოადგილე გია გიორგაძე ადასტურებს, რომ "ოპელი" ნამდვილად მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ამბობს, რომ ინფორმაციის მოწოდებისას, ალბათ, გამორჩათ(?!). ლევან ჩხიკვაძის თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, სადაც წერია, რომ "ოპელი", რომლითაც სარგებლობს, გამგეობას ეკუთვნის.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნახვა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. სხვადასხვა მიზეზებით ისინი ადგილზე არ აღმოჩნდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, თამარ კეკელიძის თქმით, მათ სამსახურზე მიმაგრებული ავტობუსი მძღოლის ეზოში დგას: _ ჩვენ გარაჟი არ გაქვს და ამიტომ, ავტობუსი მძღოლთან, ეზოში დგას.

_ ქალბატონო თამარ, ჩვენ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს ავტობუსი მძღოლს პირად სარგებლობაში ჰყავდა და ბაზარში ხალხი დაჰყავდა.

_ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა, ხალხი არ ჰყოლია _ თავად გამოვიდა ავტობუსით. ამის გამო მან საყვედური მიიღო და შემდგომში მსგავსი ფაქტი არ გამეორებულა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კეკელიძემ.




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნამყოფი მოქალაქეებიმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება სვანეთშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვები გულისხმობს შემდეგს: უშგულსა და ლენჯერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში ... ...
  • კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ვინ მიიღო მაღალი შეფასება ჩოხატაურში _ უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდაცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების უცხო ენის შედეგები. "გურია ნიუსი" გაგაცნობთ ამ წუთისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგებს _ მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სკოლებიდან მივიღეთ. 80-დან 77 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი მგალობლიშვილი. მისივე კლასელმა, ელისაბედ სიხარულიძემ 75 ქულა მიიღო. მომდევნო პოზიციაზე 74-74 ქულით პირველი საჯარო სკლის კურსდამთავრებულები სოფო მრელაშვილი და ქეთევან ჯიქია იმყოფებიან. 73 ქულა აქვს ასევე პირველსკოლელ მარიამ ტიშჩენკოს; ქრისტინე გუდავაძეს _ 70 (პირველი საჯარო სკოლა); სალომე ანდღულაძეს _ 69 (სამრევლო სკოლა); რუსუდან ლომთათიძე _ 66 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ნინი ცინცაბაძეს _ 63 ქულა (სამრევლო სკოლა); ქეთი ჩხიკვაძეს _ 62 ქულა (სამრევლო სკოლა); გიორგი მეფარიშვილს _ 62 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); ინა მეფარიშვილს _ 61 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ია დოლიძეს _ 61 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ანთიძეს _ 60 ქულა  (ხიდისთავის საჯარო სკოლა); ცოტნე გოცაძეს _ 60 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ჩხიკვაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ერეკლე მამალაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); თეა დოლიძეს _ 57 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ მდინარაძეს _ 55 ქულა (პირველი საჯარო სკოლა);  ლუკა კიკვაძეს _ 54  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ ბარამიძეს _ 53 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); დიმიტრი სიხარულიძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); სალომე მახარაძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ანა უნგიაძეს _50 ქულა (სამრევლო სკოლა).  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსმა" განათავსა მხოლოდ მათი სია, რომელიც სააგენტოს მოაწოდეს და მას მალე დაემატება სხვა სკოლებიდან მიღებული ... ...
  • სამტრედიელმა ნინო გეგეშიძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღოსამტრედიის #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ნინო გეგეშიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა მოიპოვა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა. ქართულში 70-დან 63 ქულა მოიპოვა, ისტორიაში 60-დან 48, ინგლისურში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-დან 80 ქულა. ნინო სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...