თიბისი ბანკის მხარდაჭერით "ახალი მზიურის" სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საზოგადოება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით "ახალი მზიურის" სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

2 აპრ. 2016, 15:48:21

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, "ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში, მზიურის პარკის კეთილმოწყობისთვის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

მზიურის პარკს დღეს "ახალი  მზიურის" პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძე, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე ესტუმრნენ და სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოყოფილი კედელი ბავშვებთან ერთად სიმბოლურად მოხატეს.

"ახალი მზიურის" სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და  მზიურის პარკს განახლებული სოციალური კაფე და ამფითეატრი შეემატება.

სოციალური კაფე არაკომერციული ხასიათის იქნება და მისი მოგება პარკსა და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარული დღე და სხვა) მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ, სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები და ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება.

თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელმაც "ახალი მზიურის" პროექტის მხარდაჭრის სურვილი გამოთქვა. ინიციატივის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. ბანკის მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 50 000 ლარი, მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და გამოცოცხლებას მოხმარდება.

თიბისი ბანკთან ერთად "ახალი მზიურის" პროექტის მხარდაჭერის სურვილი დედაქალაქის მერიამ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა  და რამდენიმე  კერძო კომპანიამ გამოთქვა. 

(R)




 ახალი ამბები
  • "პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“. როგორც მან განაცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. „ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს. „არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება. „არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“, _ აცხადებს ძაბირაძე. წყარო: ... ...
  • დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრიდეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ. ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი. რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას. ანალიზი _ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება. მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ. რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები. სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“. სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა. გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი. ... ...
  • კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს. მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ ... ...
  • "დაშავებული არიან ჟურნალისტები" _ საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები არიან ჟურნალისტები, მათ შორის პირველი არხის გადამღები ჯგუფი, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა, აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. "შემაშფოთებელია სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტის მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა მას არ გაუწია შესაბამისი დახმარება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას, იმ დროს, როდესაც „მთავარის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის მთავარი მოვალეობა სწორი და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა, შემაშფოთებელია მედიის წარმომადგენლის მხრიდან ცრუ ბრალდება, მით უფრო, კოლეგების წინააღმდეგ, დაუშვებელია შერჩევითი სამართალი თუ შერჩევითი სოლიდარობა. საქართველოს პირველი არხი არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს ყურადღების მიღმა და არ დაუშვებს, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუცია რიგი ძალების წინაშე თავის მართლების რეჟიმში გადავიდეს. საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს საქართველოში მედიის საკითხებზე, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველს რეაგირებისთვის, მოვითხოვთ მომხდარის ადეკვატურ შეფასებას და შესაბამისი დასკვნების საჯაროდ გაკეთებას", _ ნათქვამია ... ...
  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზეადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე“, რომელიც ასახავს 2020 წლის განმავლობაში (2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით) ადამიანის უფლებათა მდგომარეობას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში, ასევე - ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზების მახლობლად. ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია 2020 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზების მახლობლად საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების სხვადასხვა ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპების ჭრილში: უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, საკუთრების უფლების დარღვევები, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, რაც გრძელდებოდა გლობალური პანდემიის პერიოდში. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში, რომლის მოსახლეობას საოკუპაციო ძალების მიერ შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად გადმოსვლის შესაძლებლობა. ანგარიშში ასევე განხილულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები გლობალური პანდემიის, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის კონტექსტში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ შევიწროებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს მათ ფიზიკურ ხელშეუხებლობასა თუ საარსებო წყაროებზე მუდმივი საფრთხის გამო, ასევე განიცდის ისეთ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა წყლის შეზღუდული მიწოდება და სასმელად უვარგისი წყალი. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრან აღნიშნული პრობლემები და უზრუნველყონ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისი სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლით. ადამიანის უფლება წყალზე წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ადამიანის ნებისმიერი უფლების რეალიზაციისათვის და მისი მინიმალური მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 2020 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა განახორციელეს მონიტორინგის ვიზიტები სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე ცხრა სოფელში, სადაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ზემოაღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა, ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და მოახდინეს მათი დოკუმენტირება. ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის ვიზიტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ანალიზი. ადამიანის უფლებათა ზემოაღნიშნული დარღვევები გაანალიზებულია შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდის გამოყენების გზით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დარღვევის ზემოაღნიშნული პრაქტიკა და გამყოფ ხაზებთან ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ვიზიტების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტული დარღვევების შესახებ გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და რელევანტური გადაწყვეტილებების, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რელევანტური მოსაზრებების ჭრილში. იხილეთ ანგარიში სრული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls